მზე მთებს გადაცდა. . . ღამეა ცასაც ახედა; სავსე მთვარეა. . . “ნუთუ კვლავ?! ნუთუ არ დამთავრდება?!” ცრემლები თვალებს სისხლად აწვება.
“ნეტავ რის ფასად?! ანაც როდემდე?! რომელ ბუნებას უნდა ვმონებდე?!
მე სისხლის გემო უკვე ვიგემე, როდესაც ერთხელ , ბაგაში ბატკანს ეშვები ყელში მძლავრად ჩავასე, ბოლო წვეთამდე ვწურავდი საწყალს.
და ეს მაფიქრებს, იქნებ მგელი ვარ რომელიც ცხვრებში მხოლოდ გაზარდეს, ჩემგანვე, ჩემი მგლური ბუნება ცხვრის ხვეულ მატყლის მიღმა დამალეს. როცა ამიტანს შიში , დუმილი, და კითხვა: ვინ ვარ? მომგვრის ფორიაქს, კვლავ დამამშვიდებს მგლების ყმუილი ნიავს რომ მოაქვს სადღაც შორიდან. როდესაც სისხლი მადას აღმიძრავს წაეკიდება ძარღვებს ხანძარი, მე მინდა ისევ შეივსოს მთვარე, რომ ცხვრების ფარას დავცე თავზარი. სისხლის წყურვილიც არ მომასვენებს, დაუშრეტელი, დაუცხრომელი, ხუჭუჭა მატყლქვეშ გამომწყვდეული კვლავ აიწყვიტავს ჩემში ცხოველი. კვლავ ამენთება თვალებში ცეცხლი, კვლავ გადმოვანთხევ პირიდან ცოფებს, კისრის ბალანი ამეჯაგრება, გაბმულ ყმულით შევზარავ სოფელს. მინდა რომ ბევრი სისხლი ვიგემო, და აყეფებულ, ცხვართა ქომაგებს შევუტრიალდე, ყელში ვეკვეთო ძვლები დავუღრღნა წუნკალ ქოფაკებს.”
დილით კი ისევ ისე ვიღვიძებ ტანთ ისევ თეთრი მატყლი მაცვია შესახედავად , კრავი უმანკო. ტუჩზე კი ბატკნის სისხლი მაცხია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. უკეთესის მოლოდინით... არ ვაფასებ...წარმატებები... უკეთესის მოლოდინით... არ ვაფასებ...წარმატებები...
27. მძაფრი ნამდვილად არის კვანდა... :)
კვლავ აიწყვიტავს ჩემში ცხოველი. კვლავ ამენთება თვალებში ცეცხლი, კვლავ გადმოვანთხევ პირიდან ცოფებს, კისრის ბალანი ამეჯაგრება...
ჯობია ადამიანმა ლექსებში წერო ასე,ვიდრე "შეინახო" და ბუნებად გექცეს.... შენ კი მოგიკითხე და წარმატებებს გისურვებ... :) მძაფრი ნამდვილად არის კვანდა... :)
კვლავ აიწყვიტავს ჩემში ცხოველი. კვლავ ამენთება თვალებში ცეცხლი, კვლავ გადმოვანთხევ პირიდან ცოფებს, კისრის ბალანი ამეჯაგრება...
ჯობია ადამიანმა ლექსებში წერო ასე,ვიდრე "შეინახო" და ბუნებად გექცეს.... შენ კი მოგიკითხე და წარმატებებს გისურვებ... :)
26. რა ვერ გაიგე არ მომეწონა რა ვერ გაიგე არ მომეწონა
24. ეს არის დაწერილი ურაკისთვის
- - - - - - - - - - - - --\/_ _ _/--------|/---------\______ _ _ _ _ _ დაასტუკა ეს არის დაწერილი ურაკისთვის
- - - - - - - - - - - - --\/_ _ _/--------|/---------\______ _ _ _ _ _ დაასტუკა
23. ანუ, აზრობრივად იმდენად მომეწონა, რომ ღირს სტილზე თვალის დახუჭვა, მითუმეტეს, რომ დახვეწა შეიძლება :) ანუ, აზრობრივად იმდენად მომეწონა, რომ ღირს სტილზე თვალის დახუჭვა, მითუმეტეს, რომ დახვეწა შეიძლება :)
22. ძალიან მომეწონა-თქო, რომ ვთქვა, ბოლომდე მართალი არ იქნება, მაგრამ -
"დილით კი ისევ ისე ვიღვიძებ ტანთ ისევ თეთრი მატყლი მაცვია შესახედავად , კრავი უმანკო. ტუჩზე კი ბატკნის სისხლი მაცხია."
ეს მონაკვეთი მართლა კარგი იყო. :) 5 და წარმატებები! ძალიან მომეწონა-თქო, რომ ვთქვა, ბოლომდე მართალი არ იქნება, მაგრამ -
"დილით კი ისევ ისე ვიღვიძებ ტანთ ისევ თეთრი მატყლი მაცვია შესახედავად , კრავი უმანკო. ტუჩზე კი ბატკნის სისხლი მაცხია."
ეს მონაკვეთი მართლა კარგი იყო. :) 5 და წარმატებები!
21. ძალიან ცხოვრებისეულია ... ;) ძალიან ცხოვრებისეულია ... ;)
20. არ ვეთანხმები კირილე კვიანტრაიას და კარგი ლექსია არ ვეთანხმები კირილე კვიანტრაიას და კარგი ლექსია
19. კომენტარებს გადავხედე, ძირითადად უარყოფითი შეფასებებია. ვფიქრობ ლექსის ფორმას არამგონია მნიშვნელობა ჰქონდეს ამ შემთხვევაში, ავტორი დებიუტანტია, მთავარია ნაწერი აზრიანია. :) წარმატებები კომენტარებს გადავხედე, ძირითადად უარყოფითი შეფასებებია. ვფიქრობ ლექსის ფორმას არამგონია მნიშვნელობა ჰქონდეს ამ შემთხვევაში, ავტორი დებიუტანტია, მთავარია ნაწერი აზრიანია. :) წარმატებები
18. მომეწონა ძალიან. ჩემი 2. :) მომეწონა ძალიან. ჩემი 2. :)
17. 16. გმადლობთ ეს ჩემი "ლექსი" ჰესეს პოეზიასთან რომ დააკავშირეთ, (ჩემდა სამარცხვინოდ არ მქონდა წაკითხული) 16. გმადლობთ ეს ჩემი "ლექსი" ჰესეს პოეზიასთან რომ დააკავშირეთ, (ჩემდა სამარცხვინოდ არ მქონდა წაკითხული)
16. იპოვეთ 10 განსხვავება:
მე ვარ ტრმალის მგელი. ვყიალებ. ქვეყნიერება წევს თოვლის შქერში ყვავი ხის ტოტზე ფრთას აფრთხიალებს, კურდღლის და შველის დავკარგე გეში. მე ვარ იმ შველის ტრფობით დამწვარი, ნეტავი სადმე თვალი შევასწრო, ხელში მოვიგდო, კბილი შევასო, რა ბედენაა უქმად წანწალი.
ულბილეს თეძოს კბილით გავხევდი და სისხლს იმ ჩემი სულის მხუთავის ხარბად დავხვრეპდი და იმ ალისფერ სისხლით დამთვრალი ყმუილს მოვრთავდი. კურდღელს თუ ვიგდებ, უნდა გავტკვირო ხორცი მთუთქავი, შხეფებით სავსე. ვიცი, ამოწყდა ქვეყნად საკბილო, ქანცი გამიწყდა და დავრჩი მშრალზე.
შემივერცხლსფრდა კუდზე ბეწვები, თვალსაც დამაკლდა, არ ვჩივი ბეწვენს. დავკარგე ცოლი. ხელისცეცებით აწ დავწანწალებ და შველსღა ვეძებ. დავძრწივარ, იქნებ ვნახო კურდღელი, თუ არ მიმტყუნა ავდარში გეშმა. გულს მიკლავს ცეცხლი ყელჩათუთქველი და გატანჯულ სულს მივუთრევ ეშმას. იპოვეთ 10 განსხვავება:
მე ვარ ტრმალის მგელი. ვყიალებ. ქვეყნიერება წევს თოვლის შქერში ყვავი ხის ტოტზე ფრთას აფრთხიალებს, კურდღლის და შველის დავკარგე გეში. მე ვარ იმ შველის ტრფობით დამწვარი, ნეტავი სადმე თვალი შევასწრო, ხელში მოვიგდო, კბილი შევასო, რა ბედენაა უქმად წანწალი.
ულბილეს თეძოს კბილით გავხევდი და სისხლს იმ ჩემი სულის მხუთავის ხარბად დავხვრეპდი და იმ ალისფერ სისხლით დამთვრალი ყმუილს მოვრთავდი. კურდღელს თუ ვიგდებ, უნდა გავტკვირო ხორცი მთუთქავი, შხეფებით სავსე. ვიცი, ამოწყდა ქვეყნად საკბილო, ქანცი გამიწყდა და დავრჩი მშრალზე.
შემივერცხლსფრდა კუდზე ბეწვები, თვალსაც დამაკლდა, არ ვჩივი ბეწვენს. დავკარგე ცოლი. ხელისცეცებით აწ დავწანწალებ და შველსღა ვეძებ. დავძრწივარ, იქნებ ვნახო კურდღელი, თუ არ მიმტყუნა ავდარში გეშმა. გულს მიკლავს ცეცხლი ყელჩათუთქველი და გატანჯულ სულს მივუთრევ ეშმას.
15. sainteresoaaa warmatebebi sainteresoaaa warmatebebi
14. რთული და საინტერესო ლექსია, სხვათაშორის! 5 რთული და საინტერესო ლექსია, სხვათაშორის! 5
13. გამოქვეყნება და ჩემი მიწასთან გასწორება ერთი იყო და მთლიანად წავშალე საიტიდან, მაგრამ მერე ვიფიქრე რომ როგორიც არ უნდა იყოს აქვს არსებობის უფლება და ისევ დავდე. გამოქვეყნება და ჩემი მიწასთან გასწორება ერთი იყო და მთლიანად წავშალე საიტიდან, მაგრამ მერე ვიფიქრე რომ როგორიც არ უნდა იყოს აქვს არსებობის უფლება და ისევ დავდე.
11. ეეეე რა ხდება? :) ეეეე რა ხდება? :)
10. O MY ღმერთ :D O MY ღმერთ :D
9. ოჰ,კვანდა,რავა გეკადრება?! :D კიდევ,,წაეკიდება ძარღვებს ხანძარი" და დაწერ უკეთესსაც :D ოჰ,კვანდა,რავა გეკადრება?! :D კიდევ,,წაეკიდება ძარღვებს ხანძარი" და დაწერ უკეთესსაც :D
8. დებიუტიც ასეთი უნდა , გამასწორეთ მიწასთან :) დებიუტიც ასეთი უნდა , გამასწორეთ მიწასთან :)
7. მგელი მიყვარს :)
ლექსზე კი,კვინტრაიას უნდა დავეთანხმო მეც. მგელი მიყვარს :)
ლექსზე კი,კვინტრაიას უნდა დავეთანხმო მეც.
5. ძალით არ მინდოდა . ონ სამ პრიშოლ ძალით არ მინდოდა . ონ სამ პრიშოლ
3. ვეთანხმები კირილეს.
წარმატებები! ვეთანხმები კირილეს.
წარმატებები!
2. სუსტია!
პატივისცემით კირილე კვინტრაია სუსტია!
პატივისცემით კირილე კვინტრაია
1. შესახედავად , კრავი უმანკო. ტუჩზე კი ბატკნის სისხლი მაცხია.
მაქცია! შესახედავად , კრავი უმანკო. ტუჩზე კი ბატკნის სისხლი მაცხია.
მაქცია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|