ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2009


ბავშვის ხელები (ექსპრომტი)

.



გავა დღეები და მოვიხედავ,
გავა თვეები და გადავითვლი,
წლები თურმე როგორ მემატება,
თითქოს ახალია არაფერი.

მოვა სამსახური და უძილო
ალბათ უამრავი დათენება.
ტერფებს გამოზრდილი ნაოჭები
სხეულს ზიზღიანად დამისერავს.

გავა დროები და გავიხსენებ,
ლექსზე ბავშვის ხელის ნათითურებს.
მოვა სიმყუდროვე გულის სწორის,
ჩემში ღრმა სიმშვიდით დაიბუდებს.

მერე ალბათ ამ წუთს გადმოვხედავ,
არამარტო ამას, კიდევ ბევრს და
ალბათ ავცრემლდები... თუმცა რატომ?
იქნებ იმიტომ, რომ ისევ შეხვდა

უკვე დიდი ქალი, მონატრებით
თექვსმეტიოდე წლის ბავშვის ხელებს,
თვითონ უკვე სრული, თანაც ცოლი,,
სევდით გაიხსენებს 'ციცქნას' დღეებს...





(ვიცი, რომ ძალიან სუსტია..)


                                                                                                                                                      __თამუნია__



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები