კნუდ ჰამსუნს
მადათოვი, კუნძულია მტკვარზე, ქვედა ქალაქს ბევრი უთქვამს მასზე, ნაგავს ყრიან და ვაზს აშენებენ, ჰამსუნიც კი, ბევრს ფიქრობდა, მზეზე...
მე ქართველი, იტალიელთ მსგავსად- ვეტრფი ვაზს და მიდგას მისი კულტი. პირს დავიბან ერთი დოქი ღვინით, მერე ყორნად გადავუფრენ ტიფილისს.
მენაგვეებს მიაქვთ მადათოვი, ირგვლივ ტივებს დაუწყიათ ცეკვა... თოვლი იდო კუნძულ მადათოვზე და ტიფილისს აქ მოეყარა თავი.
ნაგავითა და ლერწმით სავსე კუნძულს, ჰქონდა რაღაც უცნაური ელდა ვინც ესტუმრა მტკვრის ამ ნაპირს ერთხელ პედერსენი მეორედაც მოვა...
იეთიმ გურჯს
მე შევისწავლე ტიფილისის სული, ქალაქის არსი და ღვინით თრობა კლდეზე ნაზარდი ჩემი ტიფლისი დაღესტნურ სოფელს მაგონებს ერთხანს... მე შევისწავლე ქეიფის კულტი და აღტკინება დიონისური, მე მაკვირვებდა ვაჭრების ხილვა აქ მოქეიფე კინტოთ რიგებში... ყარაჩოღელი, ამქარი ბიჭი,- იეთიმ გურჯი იყო პოეტი! ის იყო ლოთი ტიფლისის გული ფანქარს ეძებდა ლექსისთვის თუკი... აღმოვაჩინე, ჩარჩი ვაჭრების და კინტოების ქვედა ქალაქი. შემორჩენიათ მხოლოდ სმის ნდომა მოსმენა,- პოეტ იეთიმასი.
ფინდღა ფირუზას
ფინდღა ფირუზა რომ წაიღო მტკვარმა იმ ღამეს, სიმები თურმე ჭიანურის ჩარჩა ჯიბეში... სათუთად ნანახ, საყვარელი საკრავის სიმებს უფალმა მისცა,- ერთადერთი შეცნობის სახე. ფინდღა ფირუზას არ ესმოდა ლიტერატურა, მაგრამ მის ბგეს, მოწყვეტილი ყოველი სიტყვა სურათი იყო, ჭეშმარიტად იყო ის სახე,- სადაც ცოცხლობდა,- ჩამოქცეულ ჩარდახთა მთვარე. ფერად ფრაზებით დახუნძლული მისი სიმღერა და ჭიანური მონამტვრევი ანუშარვანის, შერბეთისა და მუზარადის ანარეკლიდან, იმას მოსდგამდა სიყვარული კეთილ ხმების და... მტკვარმა წაიღო გაზაფხულზე ფინდღა ფირუზა, სოღალუხს დუქანს ვერ ეწვევა შეღამებულზე. მისი მუსიკის მინანქარი ითხოვდა- ბზარებს, აღმოსავლური ხალიჩათა ორნამენტისას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რატომ აიკვიატეთ ეს ძველებური :):) რატომ აიკვიატეთ ეს ძველებური :):)
12. ჰამსუნი ევასება და სახელი არ იცის, ეგ იგივეა ჯუმბერ კამიუს მიუძღვნა ლექსი:)) ჰამსუნი ევასება და სახელი არ იცის, ეგ იგივეა ჯუმბერ კამიუს მიუძღვნა ლექსი:))
11. ჰო,დადუს ვეთანხმები :) ანუ: თუ ,,კნუდ"-ი გინდათ რომ დაწეროთ,მაშინ პედერსენი უნდა მანდ და არა-ჰამსუნი :) თუ პირიქით,ჰამსუნი გინდათ,მაშინ,კნუტ-ია,უფრო მართებული :) ჰო,დადუს ვეთანხმები :) ანუ: თუ ,,კნუდ"-ი გინდათ რომ დაწეროთ,მაშინ პედერსენი უნდა მანდ და არა-ჰამსუნი :) თუ პირიქით,ჰამსუნი გინდათ,მაშინ,კნუტ-ია,უფრო მართებული :)
10. თუ კი გამოგივიდა მეც მოხარული ვარ!
წარმატებები!
თუ კი გამოგივიდა მეც მოხარული ვარ!
წარმატებები!
9. პირველი ლექსის მერე, აღარ მქონია წაკითხვის სურვილი...
წარმატებები! პირველი ლექსის მერე, აღარ მქონია წაკითხვის სურვილი...
წარმატებები!
8. თქვენ ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ ასეთი კინტოურ-ყარაჩოღლურ-იეთიმურ-საიათნოვური მოტივები მე პირადად მაინცა და მაინც ვერ მხიბლავს! და კიდევ ერთი: ჩემი აზრით,ოთარ რურუას შენიშვნა გასათვალისწინებელია! წარმატებები :) თქვენ ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ ასეთი კინტოურ-ყარაჩოღლურ-იეთიმურ-საიათნოვური მოტივები მე პირადად მაინცა და მაინც ვერ მხიბლავს! და კიდევ ერთი: ჩემი აზრით,ოთარ რურუას შენიშვნა გასათვალისწინებელია! წარმატებები :)
7. მე არ მომწონს, კი არადა ლექსებად ვერ აღვიქვი, მომიტევეთ და ერთი მცირედი შესწორება, შეიძლება უბრალო შეცდომა გაიპარა, მაგრამ მაინც კნუ-ტ ჰამსუნი ... კეთილი სურვილებით :) მე არ მომწონს, კი არადა ლექსებად ვერ აღვიქვი, მომიტევეთ და ერთი მცირედი შესწორება, შეიძლება უბრალო შეცდომა გაიპარა, მაგრამ მაინც კნუ-ტ ჰამსუნი ... კეთილი სურვილებით :)
6. კარგი იქნებოდა მა ლექსში ტიფლისის ნაცვლად ტფილისი ეწეროს, მაგრან ნუ არაუშავს, აქ მთავარი ნაგრძნობია. წარმატებები თავადის ასულ გურიელს!555 კარგი იქნებოდა მა ლექსში ტიფლისის ნაცვლად ტფილისი ეწეროს, მაგრან ნუ არაუშავს, აქ მთავარი ნაგრძნობია. წარმატებები თავადის ასულ გურიელს!555
5. რაღაც ისეთი შეგრძნება დამრჩა რმ ეს ლექსები ერთი საუკუნის წინაა დაწერილი ნატალიენი.
სწორედაც რომ მასე მქონდა ჩაფიქრებული, და თუკი გამომივიდა მოხარული ვარ. რაღაც ისეთი შეგრძნება დამრჩა რმ ეს ლექსები ერთი საუკუნის წინაა დაწერილი ნატალიენი.
სწორედაც რომ მასე მქონდა ჩაფიქრებული, და თუკი გამომივიდა მოხარული ვარ.
4. ვააა! გამაოცე,აი!;) ვააა! გამაოცე,აი!;)
3. რაღაც ისეთი შეგრძნება დამრჩა რმ ეს ლექსები ერთი საუკუნის წინაა დაწერილი :) რაღაც ისეთი შეგრძნება დამრჩა რმ ეს ლექსები ერთი საუკუნის წინაა დაწერილი :)
2. წარმატებებს გისურვებთ:)
წარმატებებს გისურვებთ:)
1. მე ქართველი, იტალიელთ მსგავსად-
აქ უკვე სრულდება კითხვა...
ვეცადოთ, ვწეროთ თანამედროვე ენაზე...ოღონდ აქ ჟარგონს არ ვგულისხმობ:) მე ქართველი, იტალიელთ მსგავსად-
აქ უკვე სრულდება კითხვა...
ვეცადოთ, ვწეროთ თანამედროვე ენაზე...ოღონდ აქ ჟარგონს არ ვგულისხმობ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|