ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უინსტონ
ჟანრი: იუმორისტული
19 დეკემბერი, 2009


ლაპარაკობს და უჩვენებს ამერიკა (ADOLF KOMUNIST-ს)

საროსკიპოებს დაუვარდათ ფასი ამაღამ,
ღორის გრიპია შეჩენილი როგორც ბაღლინჯო,
ადოლფ კომუნისტ სამწუხაროდ, არ ვარ თანახმა,
„მე ვარ ველური“, მინდა მკერდი გადავიგლიჯო.

მალე გავხდებით ვარდისფერი თოვლის მომსწრენი,
ავად გამხდარა კუდუსუნის შიგა ლაყუჩი,
პირველყოფილი მეცენატის სხდომის მოსმენით
გადაიღალნენ ღორები და ჩვენაც გავფუჭდით.

კუჭში გახსნილებს შეუთანხმდა ისევ პანოსი,
გარეთ ამინდი შიგნით ისევ წყვეტილებია,
არ მოგვბეზრდება არასოდეს ცელქი სანოსის
კომენტარები, კრიტიკები... ეტირებიან.

Notting Hill Gate, დაახველა ისევ რადიომ,
ფანტანის მსგავსად აცეკვდება ძველი პეპეშა,
ვიღაცა ისევ ჩუმად ამბობს, აბა ადიოს...
მკვდარ ფოსტალიონს უსაფუძვლოდ მოაქვს დეპეშა.

ქალი ღვარივით მივარდება და სცემს მდინარეს,
გადააწებებს სანტავიკებს ალბათ კალაპოტს,
ხოდა ეს ლექსიც გაიღვიძებს როგორც მძინარე,
არაფერს იტყვის... არაფერზეც ვილაპარაკოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები