ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიომიქაბერიძე
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

წითელი მთვარე

წითელი მთვარე

აღმოსავლეთის წითელი მთვარე ვეღარ ვიხილე
და დამიგლიჯა კანი მტვერმა, გამონაბოლქვმა,
ნაოჭთა ნაპრალს ქმნიდნენ სრუტენი განსვენებისთვის
როგორც ნახირში გაცვლილი ჩვენი შთამომავლობა

საფლავზე ისევ ჩუმად იდო მშვიდი ყვავილი
სულში კი ისევ დღემდე ბრძოლის ნატყვიარია
მარტის ნათლულიც მე აღმოვჩნდი და აქ დავმიწდი,
და ისევ ბნელე სნეულ სოფელში... და ისევ ბნელა;

ჩემს თავისუფალ, მართალ სიტყვას ისევ ბრბო არყევს
და ვიღაც ისევ მართალ სიცრუეს ზემოდან ასხავს,
ძალით ათრევენ ისევ ბნელ სულებს ღმერთის წიაღში
შენ ანთებინებ ანტიკურ ჭაღებს - სიძულვილს გამძღარს,

ვაი და სიკვდილიც თუ იქნება შეუძლებელი
და ჯოჯოხეთსაც ამყოფებთ მყარად,
ერთჯერად შობას შესთავაზებთ ფასიან სხეულს,
ზეცის ექსპრესი ვეღარ გაუძლებს მონაზვნებს მარად.

ამ სამყაროში არ არის ის რისი ხილვაც ჩვენ გვსურდა,
ახალშობილ მზეს მე ჩავსახავ...  ვიწყებ ნათებას,
დღესაც სიკვდილი უხმობს პოეტებს განკუთვნილ სხვენზე
ზღვაში შუქურის მე დღეიდან ვიწყებ დანთებას...

მშვიდობის ნიშნად, აღარ წაგყვები ინსტინკტურ ომში
მე ჩემით წავალ კოჭლობით მზისკენ...
სიმართლის ნიშნად, მე კვლავ ავირჩევ თავისუფალ სვლას
მე ჩემით წავალ... მე ჩემით წვალ...
შენ მოდი ჩემკენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები