ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზანგი ფიფქია
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2009


TIME

რატომ,
გვინდა ვიყოთ
ვიდეოფირზე-ფერადი,
ცხოვრებაში კი ნაცრისფერი...
ვიყურებით ფანჯრიდან,
ვუღიმით ადამიანებს,
ფანქარს,
ზოგჯერ ვთლით უკნიდან,
უკუსვლით ავდივართ კიბეებზე.
ათასი წლის წინ,
გველი  შეერკინა წეროს
მაგრამ ფერად სიზმარში...

ჩემს ოთახს ოთხი კუთხე აქვს,
ისევე როგორც ყველას.
აქ,
არ არის სამყარო დროის-
მეოთხე განზომილების გარეშე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს