 | ავტორი: ლია ჟანრი: პოეზია 4 იანვარი, 2010 |
მანჰაიმი - ჩემი ნაჭუჭი, რომელიც 33 წლის წინათ გამოვტეხე და მეგონა, რომ სიბნელიდან სინათლისაკენ მოვაბიჯებდი... მანჰაიმი - რომელიც, თავის დროზე, ლამაზიც კი მეჩვენებოდა და ვთვლიდი, რომ ყველაზე ლამაზი ქალაქი იყო დედამიწაზე... მანჰაიმი - რომლის ლამის ყოველი ქუჩა, სკვერი და ბარი ჩემთვის ესოდენ ნაცნობი, საიმედო და სახალისო გახდა... მანჰაიმი - სადაც სიყვარულის ყველაზე დიდი, მაღალი და მომხიბლავი ქანდაკების აღმართვას ვცდილობდი, რადგან სწორედ მისმა აუდიტორიამ მაჩუქა სახელი - ჰანნა... მანჰაიმი - აი, სწორედ ეს ქალაქი, იქცა ჩემი ყველა ყვავილოვან ოცნებისა და რაიმედ ღირებული ჩანაფიქრის კრემატორიუმი... და ახლა ხელჯოხიანი კაცივით მერეკება უარყოფის, დავიწყებისა და თვითგანადგურებისაკენ, იმიტომ, რომ მივხვდი: აქ სუფთასა და სახელშეუბღალავს დიდხანს არ გატარებენ - აუცილებელია, აუცილებელზე აუცილებელია, მათ ჰგავდე, მათნაირი იყი - ბრბო იყო, უსახური იყო... ამიტომ მე - მათიას ჰიუზი - ვტოვებ მანჰაიმს... მივდივარ...
------------- ჰანს ბრიუგეს ლექსის ჩემეული თარგმანი გერმანულიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ჰო...და მომწონს მე ეს...
+5 ჰო...და მომწონს მე ეს...
+5
10. მეც მქონდა ეგეთი ქალაქი :) ახლა ბრედას ვუსწორდები ჰორიზონტში მეც მქონდა ეგეთი ქალაქი :) ახლა ბრედას ვუსწორდები ჰორიზონტში
9. Quadratestadt :):)
მეც არ ვიცი გერმანული(სემივით) :) მაგრამ მომწონს :) Quadratestadt :):)
მეც არ ვიცი გერმანული(სემივით) :) მაგრამ მომწონს :)
8. მესიამოვნა თარგმანი :) მაგრამ დედანიც იდოს კარგი იქნებოდა :) ეს ადრეც გითხარი :) მესიამოვნა თარგმანი :) მაგრამ დედანიც იდოს კარგი იქნებოდა :) ეს ადრეც გითხარი :)
7. ლექსის რა გითხრა მაგრამ შენმა ავატარმა გულის ტახიაკარდია დამმართა, სწორი ტაქტიკაა, როგორმე უნდა მიიზიდო ხალხი :)) ლექსის რა გითხრა მაგრამ შენმა ავატარმა გულის ტახიაკარდია დამმართა, სწორი ტაქტიკაა, როგორმე უნდა მიიზიდო ხალხი :))
5. კარგია ლია. 2 :) კარგია ლია. 2 :)
4. ჩემს სეხნიას მოკითხვა,მილოცვები და კიდევ ... მოწონება! ჩემს სეხნიას მოკითხვა,მილოცვები და კიდევ ... მოწონება!
3. UDZLIERESI RAMEA. prosta xalxi imena ar kitxulbos naglad . ra magrad texavs eseti ragac. ramdeni xania leqqsi devs da vuyureb da 1 komentis meti ar aris. tfuf .. UDZLIERESI RAMEA. prosta xalxi imena ar kitxulbos naglad . ra magrad texavs eseti ragac. ramdeni xania leqqsi devs da vuyureb da 1 komentis meti ar aris. tfuf ..
2. მანჰაიმი - სადაც სიყვარულის ყველაზე დიდი, მაღალი და მომხიბლავი ქანდაკების აღმართვას ვცდილობდი, რადგან სწორედ მისმა აუდიტორიამ მაჩუქა სახელი - ჰანნა... მანჰაიმი - სადაც სიყვარულის ყველაზე დიდი, მაღალი და მომხიბლავი ქანდაკების აღმართვას ვცდილობდი, რადგან სწორედ მისმა აუდიტორიამ მაჩუქა სახელი - ჰანნა...
1. germanuli nagdad ar vici da shesabamisad ar vici rogoria originashl magram. me vafaseb avtoris mcdelobas.
madloba.
da
gilocavt gilocavt.
+5 germanuli nagdad ar vici da shesabamisad ar vici rogoria originashl magram. me vafaseb avtoris mcdelobas.
madloba.
da
gilocavt gilocavt.
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|