ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2010


უფილტრო სტროფები

              *********
აჩეხილ ლექსებს ისე გიტოვებთ
როგორ სამყაროს გრძედს და განედებს
თქვენ ბნელ ოთახში კატაც იპოვეთ
მე კი ჯიუტად თავს არ განებებთ!

              ***********
მე არ მჭირდება ფუჭი მორალი
და შეფუთული სულის სიბილწე
მოწევა კლავსო ყური მოვკარი
მე კი მოწევით სიკვდილს ვივწყებ

            ************
დღეს გრძნობებს მართლაც  სხვა ნიხრი ადევს
უკვე ამდენი გადაფასებით
თამაშობ თითქოს რაგაცის გწამდეს
ხო და ამიტომ არ მევასები.

            ************
ეს ღამე აბოლებს უფილტრო სიგარეტს
სიჩუმე კვამლივით მაწუხებს,
სიცოცხლეს ვუზომავ სიგრძეს და სიგანეს
და კიდევ დაჟანგულ მარწუხებს

            *************
აზრი რითმაში გაგპარვია ახლა უაზროდ
ფორმიან მუზას კოცნი კვამლით დამწვარ ტუჩებში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები