 | ავტორი: მაილო ჟანრი: პროზა 16 იანვარი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ხუთი წლის ვიყავი, როდესაც დედა პირველად დაბრუნდა სახლში უცხო მამაკაცთან ერთად. მახსოვს გამიკვირდა, ნეტავ ვინ უნდა იყოს-მეთქი და სათამაშო მანქანებს ცოტა ხნით მოვცილდი კიდეც (მამამ წინა დღით სულ ახალი სათამაშოები მიყიდა, ძალიან მიჭირდა მათთან განშორება). დედამ შემოსასვლელი კარი გადარაზა, რაც ჩვენ სახლში არასოდეს ხდებოდა. საერთოდ კოსენზაში არ ხდება. ჩვენთან ეზოიანი ქვის სახლებია, ყველა ერთმანეთს იცნობს. ერთი ძირითადი ქვაფენილი გადის ცენტრალურ ქუჩაზე და აქეთ-იქით ეზოიანი ქვის სახლებია ჩადგმული. ამიტომ არანაირი საშიშროება არ არის და კარიც ჩაკეტვას არ საჭიროებს. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ დედამ კარი გადარაზა, უცხო მამაკაცს მისაღებისკენ მიუთითა, შედიო და ჩემკენ წამოვიდა მკლავებგადაშლილი. ჩამეხუტა და ყურში მითხრა : "მაილო, დღეს ლორენცოსთან ერთად არ უნდა გეთამაშა?" მახსოვს გამიკვირდა, რადგან დედას არ უყვარდა ლორენცო, ჩემი კარის მეზობელი და არც დედამისი, რომელიც სულ მაბრალებდა, რომ მის შვილს სათამაშოებს ვპარავდი. მე და ლორენცოს კი ძალიანაც მოგვწონდა ერთმანეთთან თამაში. ჰოდა, მე გამიკვირდა. დედამ კი თვალებში შემომხედა და მითხრა: "მაილო, წადი ლორენცო სახლშია და ახალი სათამაშოები ანახე, დედამისს უთხარი, რომ სამზარეულოში ბევრი წყალი გადმოიღვარა და ხელოსანმა გაყვანილობა უნდა გააკეთოს." მახსოვს სასწრაფოდ გავხედე სამზარეულოს კარს, რომელიც მშვიდად იდგა თავის ადგილას და სისველის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. "ბიძია მილები უნდა გაგვიკეთო?" ის შეიშმუშნა. რაღაც ცუდი ტიპი იყო, არ მომეწონა. მამას სავარძელში ჩამჯდარიყო და ნებივრობდა. გრძელი ულვაშები ჰქონდა, საშინლად შავი იყო და თვალებს უცნაურად აპაჭუნებდა. კითხვაზე თავი დამიქნია და ისევ ჩააპჭუნა თვალები ნერვულად. დედა არ მცილდებოდა, "მაილო ხომ გითხარი, სამუშაო აქვს ძიას და შენ არ უნდა დასველდე, წადი და ითამაშე გარეთ, 1 საათი გაქვს დრო, 60 წუთს არ გადააცილო, ხომ გასწავლე საათის ცნობა, ჰოდა ზუსტად მოხვალ, გასაგებია?" რაღა მექნა, დავმორჩილდი. ავკრიბე ჩემი ახალი სათამაშოები და კარისკენ წავედი, გადარაზულ საკეტს რომ მივადექი, შემოვტრიალდი და ბოლო გაბრძოლება ვცადე: "Mamma, არ მინდა ლორენცოსთან, ახალ სათამაშოებს დამიმტვრევს... და კარსაც ვერ ვწვდები, რომ გავაღო"... დედა უცებ მოქანდა და გადაკეტილი კარი ღიმილით გამიღო. ახლა ვხსნი რატომ მიყურებდა ასე მზრუნველად, ერთი სული ჰქონდა, როდის გამომაგდებდა სახლიდან, რომ თავის ხელოსანს შეხტომოდა. 60 წუთი... მაგრამ ეს ახლა, მაშინ არ დავფიქრებულვარ იმაზე თუ რატომ მოიმარჯვა უცნობმა სასწრაფოდ უაზრო ზომის მწვანე ჩანთა, რომელშიც რაღაც იარაღები ააჩხრიალა თვალების პაჭუნით. გამოვედი თუ არა უკან კარი მოჯახუნდა. ეზოში გავედი და ლორენცოს დავუძახე. მალე გადამავიწყდა ხელოსანი, რომელიც ალბათ დედას და მამას საწოლში მამაჩემის ფუნქციას ასრულებდა და ვინ იცის რა ნოტებზე აკივლებდა ძვირფას დედიკოს. 60 წუთი არაფერი მახსოვდა, მაგრამ როდესაც 60 წუთის შემდეგ სახლში შევედი ის წასული დამხვდა, დედაჩემის გამოთაყვანებული და უაზროდ კმაყოფილი სახე კი არ მავიწყდება. რომ შევედი ოთახში, მოვიდა და მითხრა: "როგორ გაერთე პატარავ?" კმაყოფილი ვიყავი ლორენცოსთან თამაშით და მაშინვე ვუთხარი: "ხვალაც გამიშვებ Mamma?" ვნახოთო მიპასუხა, ალბათ გულისმობდა: "ვნახოთ, თუ ხვალაც რამე არ გაფუჭდაო"... ეს ახლა ვხვდები ამ ყველაფერს, მაშინ არ მაინტერესებდა, უბრალოდ კარგად დამამახსოვრდა გრძელულვაშა, ნერვიული ხელოსანი, რომელიც მამას სავარძელში ამაყად იჯდა და დედას უცნაურად უყურებდა. Papa-მ დღემდე იცის, რომ იმ დღეს, ჩვენთან გაყვანილობა გაფუჭდა. ჩუუუ, არ ვუთხრათ, თორემ ისევ იტყვის ბოზი ძუკნაა დედაშენიო... მომენატრა Mamma...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. kargi xelcera gaqvs, mailo! kargi xelcera gaqvs, mailo!
15. მაილო, მაილო!!! კარგი ვინმე ხარ, შენ! მაილო, მაილო!!! კარგი ვინმე ხარ, შენ!
14. ააჰ, მაილო :)
მომწონს სტილი ააჰ, მაილო :)
მომწონს სტილი
13. მომეწონა.... მომეწონა....
11. აუ მაგას თუ სინამდვილის საფუძვლები აქ და....(შენ თვითონაც მიხვდები რომ...) აუ მაგას თუ სინამდვილის საფუძვლები აქ და....(შენ თვითონაც მიხვდები რომ...)
10. საერთოდაც არ მიყვარს როდესაც დედას ასე აუგად მოიხსენიებენ,ნებისმიერ კონტექსტში,მაგრამ ნაწარმოებმა წამიღო და მომეწონა ძალიან....დედა ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია(ვთქვი ახალი):) 5! საერთოდაც არ მიყვარს როდესაც დედას ასე აუგად მოიხსენიებენ,ნებისმიერ კონტექსტში,მაგრამ ნაწარმოებმა წამიღო და მომეწონა ძალიან....დედა ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია(ვთქვი ახალი):) 5!
8. momewona, martalia bavshvurad danaxuli araa, anu ukve didis tvalit ixsenebs, rac bavshvobashi naxa, magram kargad cavikitxe :) +2 momewona, martalia bavshvurad danaxuli araa, anu ukve didis tvalit ixsenebs, rac bavshvobashi naxa, magram kargad cavikitxe :) +2
7. "Mamma, არ მინდა ლორენცოსთან, ახალ სათამაშოებს დამიმტვრევს... და კარსაც ვერ ვწვდები, რომ გავაღო" :) "Mamma, არ მინდა ლორენცოსთან, ახალ სათამაშოებს დამიმტვრევს... და კარსაც ვერ ვწვდები, რომ გავაღო" :)
6. ოჰოო, უყურე შენ :D მახსოვხარ ბავშვო :) ოჰოო, უყურე შენ :D მახსოვხარ ბავშვო :)
4. პირიქით, ღიმილი ასეთ დროს მისწრებაა :)))))) პირიქით, ღიმილი ასეთ დროს მისწრებაა :))))))
3. საინტერესოა, კარგად მოყოლილი და შენიღბულად, თუმცა ბავშვის ტკივილი ჩანს... მომწონს... უცნაურადაც...
აჰა, არ ვიღიმი.. ვნებსო და საინტერესოა, კარგად მოყოლილი და შენიღბულად, თუმცა ბავშვის ტკივილი ჩანს... მომწონს... უცნაურადაც...
აჰა, არ ვიღიმი.. ვნებსო და
2. ბევრი ღიმილი მავნებელია :) ბევრი ღიმილი მავნებელია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|