ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 იანვარი, 2010


იდიოტის აზრები . ნაწილი II

საიდან სადამდე გავდო აწმყო
რომ შენ , ჩემს მომავალში გამოგატროს?
რისგან დავამზადო წარსული, რომ მყარი იყოს
ფესვებისთვის და მშვიდი გახსენებისთვის?
როგორ ავაგო სივრცე, რომელიც თავზე მემსხვრევა
როგორ ავაგო ახლიდან საკუთარი სხეული.
სათითაოდ უნდა გამოვაცალიო მისი ნაწილები ადამიანებს პირებიდან
და მერე ის სისხლიან პირიც მე მოვწმინდო.
და მე ვერ ვიქნები ნამდვილი სანამ ბოლო დეტალსაც არ დავტყუებ მათ.
ანუ მე ვერასდროს ვიქნები ნამდვილი....
საიდან სადამდე უნდა ვითმინო რომ მოთმინების უნარი დავკარგო?
ვისგან უნდა ვისწავლო ისეთი სიცილი, ტირილის დროსაც რომ შეილძლება?
როდის უნდა მომეშალოს მუცილდან დაყოლილი სიზმრები საკუთარ არარსებობაზე?
როდემდე უნდა ვწნა კალათი სადაც საკუთარ სურვილებს ჩავალაგებ და გავყიდი?
ნუთუ არსებობს სიმყარე, რომელშიც გავიდგამ ფესვებს.
ნუთუ ერთხელ ისე გადავაფურთხებ, რომ სახე არ დავისვარო.
მე არ მეშინია იმ თოჯინების რომლებიც ღამე თავთან მისხდებიან და მაცლიან მას. იზომav და დილით ლოგინის ქვეშ ნათრევს, ათასჯერ მომძვრალს მიბრუნებეn.  გაღვიძებისას, მე ვერ ვგრძნობ თავს, ამას უკვე ისე მივეჩვიე, რომ ხანდახან თვითონ ვიხსნი ხოლმე და შიგნით ხელს ვყოფ, თავის ქალაზე ამოსულ თმის ძირებს თითებით ვეთამაშები, სხვა მხრივ სიცარიელეა შიგნით, მხოლოდ ხანდახან მწიწკნის რაღაც, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ყოვლად დაუშვებელია ჩემს თავში ცოცხალი ორგანიზმების არსებობა, ჩემი ტვინი ცარიელი მკვდრის საკუთრებაა.
საიდან სადამდე უნდა გავშალო მკლავები, რომ მასზე გაიაროს ყველა სიცოცხლიდან გაქცეულმა? საიდან სადამდე გავიშალო, რომ მე დავეტიო?
როცა ბოლოჯერ ვაკვირდებოდი ჩემს ფეხებს , იქიდან ამოიზარდა ერთი უცისფრესი ძარღვი, შემდეგ უკვე იყო უწითლესი რადგან მე მისი მოფერება ვცადე.
როდემდე უნდა ვპატარავდებოდე.
როცა საბოლოოდ გავქრები გამოვტყდები, იმაში რომ იდიოტი ვარ. შემახსენეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს