ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციტატა
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2010


აფორიაქებული სული

მინდა ვიარსებო შენთვის სანატრელო,
პირთამდე ამავსოს შენმა სიყვარულმა,
მიბოძე სითბო სულის საარსებო,
გულის სიმებს გაჰკრა წკირმა უცნაურმა...
          ცა განრისხებული ბრდღვინავს,გუგუნებს,
          პირქვე დაამხო ქარმა მთელი ქუჩა,
          ცეცხლი ბუხარში ონავრად გუზგუზებს,
          შენს მოლოდინში სულს გაუჭირდა სუნთქვა...
ნამქერში იელვა კარგო შენმა სახემ,
ცა ფიფქად ჩამოვიდა,სული აწრიალდა,
შენი მოსვლა მამცნო კაშკაშა მთვარემ და
გულში სიხალისის ზარი აწკრიალდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები