ჩემს მშობლიურ ქალაქში, ერთ-ერთი სკოლის წინ, შუა გზაზე პატარა ყვავილი ამოსულიყო. ალბათ იკითხავთ, მერე რაო, მაგრამ ეს ია მიწაზე არ ამოსულა. მას გზა გაუხეთქავს და მაინც გაუხარებია მისთვის ასეთ უჩვეულო გარემოში. პატარა, ცისფერთვალება გოგონა, ლურჯი კაბით ლამაზ ყვავილს მიუახლოვდა, მასაც გაუკვირდა. -პაპა, პაპა იყვირა პატარამ და ბაბუას აღტაცებულმა აჩვენა ია, რომელიც მათ წინაშე თავს მორცხვად იწონებდა. მოხუცი დაფიქრდა და ჩაილაპარაკა, ნახე რა ძალა ჰქონია სიცოცხლესა და სილამაზეს. პატარამ მისი ნათქვამიდან აზრი ვერ გამოიტანა, მაგრამ მაინც ყურადღებით დააცქერდა იას, რომელიც მისთვის უკვე ტრფობის საგნად გცეულიყო. სკოლაში გამოსვლის ზარი დაირეკა, უამრავი ბავშვი ერთად გამოვიდა შენობიდან. ზოგი წყნარად, მშვიდად მოდიოდა, ზოგი მორბოდა, გოგონები ჭორაობდნენ, ვიღაც ბიჭი თანაკლასელს თმებს წიწკნიდა, ვიღაცას ზურგზე უცნაური წარწერა ჰქონდა მიკრული, დებილი, თუ რაღაც ამდაგვარი ეწერა, კარგად ვერ გავარჩიე, გაკრული ხელით იყო ნაწერი. ხმაური იყო, იქ ხომ ბავშვები იყვნენ, დაბნეული პირველკლასელებიდან დაწყებული, უკვე თითქმის სრულწლოვნი მეთორმეტე კლასელებით დამთავრებული. მათი ჟრიამული მიხაროდა, მათი ხმა გულში მწვდებოდა, იქნებ იმიტომ, რომ მეც მათნაირი ვიყავი. წვიმდა კოკისპირულად, ახლა მხოლოდ ყვავილიღა იყო ცარიელ ქუჩაში. წვიმის წვეთები ლურჯ კაბას უსველებდა, ფანჯარასთან ჩუმად ტიროდა გოგონა, უკვე არც ისე პატარა. ხელში ლურჯი ცხვირსახოცი ეჭირა, მაგრამ ცრემლების მოწმენდა არც უცდია. სულ სხვაგან, ბიჭის დაბადების დღეზე ყველა მღეროდა და იცინოდა. ვიღაც სხვა კაცის გასვენებას, უამრავი ხალხი, შავი ქოლგებით ხელში ესწრებოდა. სამშობიაროს ეზოში აღტაცებული მამა, უზომოდ გახარებული მთელი ხმით ყვიროდა: ბიჭია, ბიჭი! პატარა გოგონა სკოლის მერხთან იჯდა და ,,ურთულესი” მაგალითის გამოყვანას ცდილობდა. მხიარულად მიჭყაპუნებდა გუბეებში ცელქი ბიჭი. მთლად გაწუწული ჩიტი ხის ტოტზე იჯდა. წვიმდა ჩვენს ქალაქში საშინლად წვიმდა. შეყვარებული წყვილი პარკში სეირნობდა. მეც დავბოდიალებდი დედაქალაქის ცარიელ ქუჩებში, თუმცა რა ცარიელ, აი ერთი ბიჭი რა სწრაფად გარბის ალბათ ამ თავსხმა წვიმას ემალება. მიკვირს არ ვიცი რატომ, ეს მე ვარ არანორმალური, თუმცა არც ესაა სიმართლე, უბრალოდ რომანტიული ვარ, შეიძლება ზედმეტად მერე რა? ვინ არ ყოფილა?! ვსველდები, მცივა, ამასაც არაუშავს, გადავიტან როგორმე. ხელებს ზევით ვწევ, თავსაც ქუდს ვიხდი, მერე რა?! იგრძნონ თითებმა, ხელისგულებმა, თმებმა თვალებმა, ტუჩებმა, სიცოცხლე იგრძნონ. ფეხისგულებმა რა დააშავეს მათაც იგრძნონ. ფეხქვეშ რაღაც თბილი, ნაზი ვიგრძენი, დავიზედე. ია პატარა, თურმე ძირს ეგდო აქ როგორ, საიდან?! არ ვიცი. ხელში მიჭირავს, სველდება, მაგრამ ახლა სულ სხვა, მლაშე წვეთებით, ვტირი, აქ ხომ სიცოცხლე იყო, ლამაზი, მშვენიერი ყვავილი. რამდენიმე მეტრის მოშორებით სკოლაში ახალი სიცოცხლე იფურჩქნებოდა, ახალი თაობის აზროვნებას საფუძველი ეყრებოდა. სამშობიაროს ეზოში ხმამაღალი შეძახილი ისმოდა, გოგოა, გოგო! წვიმდა დედაქალაქში, რა კარგად წვიმდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. რომანტიულს გევლოს მუდამ და ბედნიერს.. მომეწონა..
სკოლა მომენატრა... რომანტიულს გევლოს მუდამ და ბედნიერს.. მომეწონა..
სკოლა მომენატრა...
10. "წვიმდა დედაქალაქში, რა კარგად წვიმდა!" და რა კარგად წერ!
"წვიმდა დედაქალაქში, რა კარგად წვიმდა!" და რა კარგად წერ!
9. მიყვარს წვიმა. სუფთად წერ და გულიდან :) მიყვარს წვიმა. სუფთად წერ და გულიდან :)
8. მომეწონა ნაწერი პატარა გოგონავ :) მომეწონა ნაწერი პატარა გოგონავ :)
7. რაო, რაო პატარაო?:)) რაო, რაო პატარაო?:))
6. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა ყველას.
5. "უბრალოდ რომანტიული ვარ, შეიძლება ზედმეტად მერე რა? " ხო, მერე რა მართლა? მხოლოდ რომანტიულ ადამიანს შეუძლია ასეთს ლამაზი მოთხრობის დაწერა! +2 "უბრალოდ რომანტიული ვარ, შეიძლება ზედმეტად მერე რა? " ხო, მერე რა მართლა? მხოლოდ რომანტიულ ადამიანს შეუძლია ასეთს ლამაზი მოთხრობის დაწერა! +2
4. წვიმდა დედაქალაქში, რა კარგად წვიმდა!
მშვენიერია......55555555555555 წვიმდა დედაქალაქში, რა კარგად წვიმდა!
მშვენიერია......55555555555555
3. ნახე რა ძალა ჰქონია სიცოცხლესა და სილამაზეს...
5555
მარტლაც დიდი ძალა აქვს!.. :) ნახე რა ძალა ჰქონია სიცოცხლესა და სილამაზეს...
5555
მარტლაც დიდი ძალა აქვს!.. :)
2. მეც მომწონს შენი რომანტიკულობა და ნაწერიც მომეწონა! :) :) :) მეც მომწონს შენი რომანტიკულობა და ნაწერიც მომეწონა! :) :) :)
1. შენი რომანტიკა შემიყვარდა პატარა გოგონავ... ჩანს რომ გულით წერ... :):):):) მე ძალიან მომეწონა... :) შენი რომანტიკა შემიყვარდა პატარა გოგონავ... ჩანს რომ გულით წერ... :):):):) მე ძალიან მომეწონა... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|