ახლა ვდგავარ სკოლის ნაცრისფერ დერეფანში, ამ უცნაურად მუქ ფერებს სიბნელე კიდევ უფრო ამუქებს. თავი მხატვარი მგონია და მეტსაც ვიტყვი, თითქოს ჩემ მიერვე დახატულ ტილოში მოვხვდი და მასზე მბრძანებლობის სრული უფლება მოვიპოვე. საკუთარი სამყაროს სურვილისამებრ შეცვლის შესაძლებლობა მომეცა და მე გულის ყველაზე ღრმა კუნჭულშიც კი ვერ დავუშვებ მისი ხელიდან გაშვების აზრს. ახლა ვიცი, უბრალოდ ხელს ავწევ ჰაერს გავკვეთ და როგორც საღებავებით ახლად დახატული სურათი გაიდღაბნება ხელით შეხებისას, ისე აირევა ყველა ფერი ერთმანეთში. ეულად დარჩენილი ნაცრისფერიც კი იპოვის თავის წყვილს და ულამაზეს, უსპეტაკეს და უსათუთეს თეთრს ხელს მაგრად ჩასჭიდებს. რაღაც გაურკვეველი კომბინაცია შეიქმნება ამ ფერების უცნაური თამაშით. თამაშია კი ეს?! იქნებ თვითგადარჩენის ინსტიქტია, ან უბრალოდ სწრაფვა სინათლისა და სიყვარულისკენ. მარტოობის დაძლევის დაუძლეველი სურვილი და მიზანი უკვე თითქმის მიღწეული. მე ალბათ მშვიდი და ცივი სახით ვიდგები ისევ იმ ადგილას, სადაც აქამდე ვიყავი და ჩემს უცნაურ უემოციობას ლოგიკურ ახსნას მოვუძებნი ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის. ეს ხომ უბრალოდ ასეა, უბრალოდ, მარტო არაფერი არსებობს. ჩვენ ადამიანები ხშირად ვირჩევთ მარტო ყოფნას და სწორედ ამ მარტოობით გავრბივართ ყოველდღიურობისგან, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს მარტოობაში. მშვიდად მხოლოდ მაშინ ვართ, როცა გვერდით ჩვენზე ძლიერი ადამიანი გვეგულება, როცა ვიცით, რომ ვიღაც ყოველთვის მზადაა დახმარების ხელი გამოგვიწოდოს და ყოველდღიურობისგან გაგვათავისუფლოს. იქნებ ამიტომ იპოვა ჩემს წარმოსახვაში ნაცრისფერმა თეთრი, ორივემ ერთად კი-ყვითელი. იქნებ სწორედ იმიტომ, რომ არც ერთი ფერი, ანუ არაფერი არ არსებობს, მარტო, სინათლის გარეშე.
ჩვენ ადამიანები ხშირად ვირჩევთ მარტო ყოფნას და სწორედ ამ მარტოობით გავრბივართ ყოველდღიურობისგან, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს მარტოობაში.
კარგი გოგო ხარ, წარმატებებს გისურევებ. მაგრამ ეს ფრაზა ზოგადად არ უნდა დაგეწერა, იმიტომ რომ ზოგი მართლა მარტოობაში პოულობს სიმშვიდეს, ბუდამაც ხო მანდ მიაგნო ჭეშმარიტებას. :)

მშვიდად მხოლოდ მაშინ ვართ, როცა გვერდით ჩვენზე ძლიერი ადამიანი გვეგულება, როცა ვიცით, რომ ვიღაც ყოველთვის მზადაა დახმარების ხელი გამოგვიწოდოს და ყოველდღიურობისგან გაგვათავისუფლოს.
ჰაჰ :) ძალიან მომეწონ(ე)ა
:x
მშვიდად მხოლოდ მაშინ ვართ, როცა გვერდით ჩვენზე ძლიერი ადამიანი გვეგულება, როცა ვიცით, რომ ვიღაც ყოველთვის მზადაა დახმარების ხელი გამოგვიწოდოს და ყოველდღიურობისგან გაგვათავისუფლოს.