პატარა, ლამაზ, ქალაქში, ერთადერთ დიდ ქუჩაზე, ერთადერთი წითელი სახლის წინ, ერთადერთი უცხოელი მგზავრი უამრავ გამვლელს, ერთადერთ კითხვას უსვამდა, ერთადერთი გოგონას ადგილსამყოფელის გაგება სურდა. -გოგონა ხომ არ გინახავთ, პატარა, ლამაზი, წითური თმებით, განუმეორებლად ლამაზი სახით, მწვანე თვალებით, მშვენიერი, ხუჭუჭა. გამვლელები არც კი უსმენდნენ, ქალები ისევ ქუსლების კაკუნით აგრძელებდნენ გზას, ანდაც საქმიანად იწყებდნენ ტელეფონზე საუბარს. კაცები კი აჩქარებულად მიემართებოდნენ მანქანებისკენ და აზრადაც არ მოსდიოდათ ნაბიჯი შეენელებინათ. ზოგიერთი უფრო ,,გულკეთილი" ჩერდებოდა და ზრდილობის გულისთვის ,,გულდაწყვეტით” აქნევდა თავს უარის ნიშნად. არეული, დაბნეული და უკვე სასოწარკვეთილი მგზავრი უიმედოდ და უმისამართოდ იმეორებდა. -ლამაზი, წითური, ხუჭუჭა, გოგონა, პატარა გოგონა. სიტყვებს ცრემლები შეერია, ცრემლებს იმედი. მგზავრს ცრემლები უბრელო წვეთები ეგონა, მლაშე წვეთები. მათი შეჩერება ან შეგროვება არც უცდია, ცრემლთან ერთად უკანასკნელი იმედის წვეთებიც დაკარგა. მაინც იმეორებდა. გოგონა, წითური, ლამაზი. უბრალო სიტყვები იყო ეს ყველაფერი, უბრალო, უსარგებლო სიტყვები. სიტყვები, რომელსაც არავინ ისმენდა, არავის აინტერესებდა, არავის გული არ აუღელვებია, არავის გონებაში არ ჩაბეჭდილა და არავის თანაგრძნობა არ გამოუწვევია. მგზავრი მაინც იმეორებდა: გოგონა, ერთადერთი, ჩემი სიყვარული... არავის აინტერესებდა. დიდ ქუჩაზე ვიღაცა მღეროდა, ვიღაც საუბრობდა, ვიღაც იცინოდა, ვიღაც უფროსი ბავშვს ტუქსავდა, ვიღაც ბიჭები ჩხუბობდნენ... სიჩუმე იყო მაინც, შემზარავი სულში ჩამწვდომი სიჩუმის ხმა, მაგრამ რატომღაც ეს ხმა მხოლოდ მგზავრს ესმოდა. სიჩუმე იყო მისი თანამგზავრი, მისი იდუმალი მესაიდუმლე და თქვენ წარმოიდგინეთ მოსაუბრეც კი. მხოლოდ მისთვისღა იმეორებდა, გოგონა, მშვენიერი, ერთადერთი... მხოლოდ არაფერი, მხოლოდ რაღაც უცნობი უსმენდა. ვის აინტერესებდა უბრალო მგზავრი-ამდენი ,,საქმიანი” ადამიანის ,,ძვირფას” წამებს რომ უხეშად ,,იპარავდა”. მას კი მაინც უყვარდა, მაინც ეძებდა, მშვენიერს, ერთადერთს, საყვარელს. ის არ ჩანდა, გადიოდა დრო, საათები, დღეები, კვირები, თვეები... წელიწადიც გავიდა. ის არ ჩანდა. არ მოდიოდა... გაზაფხული მოვიდა სამაგიეროდ. თოვლი დადნა, მზე ამოვიდა, მგზავრმა მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად აიხედა ზემოთ, პირველად შენიშნა მზე. გაოცდა, სწორედ იმ ერთადერთის თმების ფერი იყო მზე. თურმე სულ აქ ყოფილა, ათბობდა, ძალას აძლევდა, მან კი მხოლოდ ახლა შეამჩნია.შეხედა მზეს, მაგრამ მალე მზერა მოარიდა, ალბათ შერცხვა თავისი საქციელის, თავისი უიმედობისა და სასოწარკვეთის. ქუჩის კუთხეში, ერთადერთი წითელი სახლის გვერდით, ერთადერთი გოგონა გამოჩნდა. ულამაზესი და უნაზესი, ცისფერი სიფრიფანა კაბით, გრძელი ხუჭუჭა, წითური თმებით. ერთადერთი, მშვენიერი, საყვარელი. ერთადერთი მგზავრი აღარავის ეკითხებოდა, თავისი ერთადერთი სიყვარულის შესახებ. სულ სხვა ქალაქში, ერთადერთი მდინარის პირას, ერთადერთ პატარა სახლში, ულამაზესი წყვილი ცხოვრობდა. იმ ქალაქში მცხოვრებმა ბავშვმა აღტაცებით აღნიშნა, რომ გოგოს საოცარი ფერის თმა ჰქონდა და როცა ვკითხე, მაინც როგორი-მეთქი. დაფიქრდა და მიპასუხა: აი თითქოს მზისფერი. მგზავრმა თავისი ერთადერთი სიყვარული იპოვა. გაზაფხული იყო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესოა! :)
წარმატებები! :) საინტერესოა! :)
წარმატებები! :)
4. რაღაც აქვს კარგი.... :) რამაც მომაწონა...... რაღაც აქვს კარგი.... :) რამაც მომაწონა......
2. კაია პატარა_გოგონა! +2 ძალიან რომანტიული ხარ! კარგი თვისებაა ეს ადამიანის! კაია პატარა_გოგონა! +2 ძალიან რომანტიული ხარ! კარგი თვისებაა ეს ადამიანის!
1. მაპატიეთ ვერ ვაფასებ...არაფერი მოიტანა... მაპატიეთ ვერ ვაფასებ...არაფერი მოიტანა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|