პირველი ფიფქი უხმაუროდ და ნაზად ჩამოფარფატდა ციდან და მონატრებული ამბორით დაადნა მიწას..მერე უამრავი ფანტელი აფარფატდა და თოვლის სურნელით აივსო ჰაერი...ამბობენ პირველი თოვლი პირველ სიყვარულს ჰგავსო,ისეთივე სუფთა,სათუთი და მშვენიერია,როგორც პირველი პაემანი,პირველი კოცნა და პირველი მიყვარხარ...პირველი თოვლი... ჩემი ცხოვრების იმდენი მოგონება მაკავშირებს თოვლთან... მაშინაც თოვდა ის რომ გავიცანი... მერე იყო ულამაზესი და ბედნიერი დღეები,ისეთი,რომლის დავიწყება რომ არც გინდა და არც შეგიძლია...მერე...შემოდგომა დადგა...და ულამაზესი სიყვარული უსასრულო ტკივილად იქცა...მერე სიზმარივით ჩაიქროლეს წლებმა,ოცნებებში და მოლოდინში... იმ დღესაც პირველი თოვლი ესტუმრა ქალაქს და სახლში რა გამაჩერებდა...პატარა ბავშვივით მიხაროდა ფიფქების ყოველი შეხება,ისეთი განცდა მქონდა თითქოს საოცრებას უნდა შევხვედროდი პირისპირ... მე იგი შორიდანვე ვიცანი და მუხლები ამიკანკალდა.წამის მეასედში ყველა მოგონებამ თვალწინ ჩამიქროლა და გული ამითრთოლა... ,,გულო ჩადექ საგულესა"-ვუბრძანე საკუთარ თავს და რაღაც ძალამ წინ მიბიძგა... თავდაჯერებული ქალის იერი მივიღე და მისკენ ჯიქურ გავემართე... მან გვიან შემამჩნია,უმწეოდ მიმოიხედა და ნაბიჯი შეანელა,წამიც და პირისპირ აღმოვჩნდით...მე ბავშვის უცოდველი ღიმილით ვუმზერდი და ვუღიმოდი, ის კი პატარა ბიჭივით დაბნეული იდგა ჩემს წინ და სიტყვებს ეძებდა... -გამარჯობა! -გა...გაგიმარჯოს! არავითარი გრძნობა,არც სიხარული,არც ტკივილი,თითქოს სულერთი იყო მისთვის ყველაფერი...დაღლილი ხმით და მზერით,არაფრისმთქმელი ღიმილით და არაბუნებრივი სიჩუმით...არა...ეს სულ სხვა ადამიანი იყო... იმ წუთში რაც ვიგრძენი ტკივილზე ბევრად მეტი იყო და უცებ მომინდა რაღაც ძალიან თბილი მეთქვა მისთვის... -როგორ ხარ?! გამიხარდა შენი დანახვა! - ეს მე აღარ ვიყავი... -რა ვიცი...დედა გარდამეცვლა და ჩამოვედი... -არ ვიცოდი...რა სამწუხაროა...დიდხანს აპირებ დარჩენას?! -ეს ისე ვკითხე. -არ ვიცი... -კარგი აბა,მეჩქარება! ალბათ კიდევ შევხვდებით! პასუხისთვის არ დამიცდია,ისე გავაგრძელე გზა,უფრო იმიტომ რომ ჩემი ცრემლიანი თვალები დამემალა მისთვის... ,,სულელი,სულელი,სულელი ქალი"- ბრაზი მახრჩობდა საკუთარი თავის მიმართ.არადა რამდენი ხანი ველოდი ამ შეხვედრას!ვითვლიდიწუთებს,საათებს,დღეებს მასთან შეხვედრის მოლოდინში და რა გამოვიდა?! ნუთუ ამაო იყო ჩემი ყოველიცრემლი,ფიქრი და ოცნება?! იქნებ არ ღირდა წარსულის მირაჟების დევნა?! მაშინ ბავშვებივით გავებუტეთ ერთმანეთს!მეტისმეტად ამაყები ვიყავით ორივენი,სიყვარულს კი სიამაყე რას არგებს?! მერე ის მამამ რუსეთში წაიყვანა.მაგრამ ახლა...ის აქ იყო, ჩემთან სულ ახლოს და ისევ თავდავიწყებით მიყვარდა... და მე ყველაფერი ბედისწერას მივანდე!!! ახლა აღარ მახსოვს როგორ გავატარე ის რამდენიმე დღე მის მოლოდინში.მერე დამირეკა:ორ დღეში მივდივარ და თუ ნებას მომცემ გნახავო. უარს როგორ ვეტყოდი! ის მოგვიანებით მესტუმრა. ჩემი მარადიული ოცნება,ჩემი ღამის ლამაზი სიზმარი,ჩემი ცხოვრების ტკბილი ზღაპარი... ჩემი ფრანგული ბულდოგი ყეფით მივარდა კარებს და სტუმარი არაკეთილმოსურნედ ათვალიერა კარგა ხანს,მერე სავარძელში მოკალათდა და თვალს ადევნებდა მის ყოველ მოძრაობას. -ეჭვიან შეყვარებულს ჰგავს! - მოვუბოდიშე. გაეღიმა. უამრავ წიგნს,ფუმფულა სათამაშოებს,ფერადი ბალიშებით სავსე დივანს და ფაიფურის თოჯინებს ცნობისმოყვარე და მომღიმარი სახით უმზერდა და ხმას არ იღებდა. საუბრის დაწყება ცოტა გაგვიჭირდა... მერე ერთმანეთს ვუყვებოდით როგორ ვცხოვრობდით უერთმანეთოდ და მე ვიგრძენი,რომ მთელი ეს წლები ვახსოვდი,ვენატრებოდი და ჩემზე ფიქრობდა,მისი თვალები სიყვარულით და სინანულით მიმზერდნენ და მე ისე მინდოდა მოვფერებოდი მის თმებს,თითებს,ნაცნობი და საყვარელი სუნამოს სურნელი თავბრუს მახვევდა,მაგრამ ჩემთვის ახლა ჩემს გრძნობებზე მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო... -აქ მინდა დარჩენა! - ჩამესმა მისი ხმა და ფიქრებიდან გამომარკვია. შევხედე და სუნთქვა შემეკრა...ალბომს ათვალიერებდა. იქ ჩვენი სურათები იყო და კიდევ ერთი ქერათმიანი,თვალებციმციმა,მთვარესავით გაბადრული ანგელოზის... ის იყო ჩემი საიდუმლო... -შენი დისშვილია?! რა ლამაზია! -ყავას მოგიტან! - პასუხს თავი ავარიდე და სამზარეულოში გავედი.საათს შევხედე,წუთიწუთზე ჩემს ანგელოზს მოიყვანდა ჩემი და. ყავა მადუღარაში ჩავასხი და ზარიც დაირეკა. კარი ხელის კანკალით გავაღე და ჩემი პატარა ყელზე ჩამომეკიდა. -დედიკო,დედიკო ზოოპარკში რატომ არ წამიყვანე?! მე უნებურად გავიხედე მისკენ.ის გაფითრებული იდგა და თითებს აწვალებდა! -წაგიყვან ჩემო ანგელოზო,დღეს სტუმარი გვყავს! ჩემი ცუგრუმელა ოთახში შევარდა და უცნობს ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა. -შენ ვინ ხარ?! ის დამუნჯებული იდგა და მთელი სხეულით თრთოდა. -დედიკო,დედიკო! - უცებ აყვირდა ჩემი გოგონა,- ის ჩვენს ალბომში არის ხოო?! ტატა ის... ის ჩემს მამიკოს ჰგავს! მე ამდენ ემოციას ვეღარ გავუძელი და ხმამაღლა ავტირდი. ჩემი პატარა დაიბნა,ხან მე შემომხედავდა,ხან მას,მერე უცებ ისიც ატირდა ... იგი მაშინვე მუხლებზე დაეცა და ჩემი ატირებული ანგელოზი გულში ჩაიკრა! -ამით ჩემი დასჯა გინდოდა?! - მკითხა თვალებით... -არა! ამ ბავშვმა უშენოდ ცხოვრება მასწავლა,შემაძლებინა ჩემგან შორს მყოფიც მყვარებოდი,შენგან დავიწყებულს შენთვის მელოცა,მიტევება მასწავლა და სულის სიმშვიდე მაპოვნინა... მე მათთან მივედი, ის წამოდგა და ორივე გულში ჩაგვიკრა! სულელო, სულელო, სულელო! იმეორებდა გაუჩერებლად,- მორჩა,დასრულდა შენი სიმარტოვე!... ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით... ისე ხდება როგორც ბედი ინებებს... ცხოვრება შეცდომებს არ გვპატიობს ხოლმე,მე კი მაპატია! მაშინაც თოვდა... ახლა ჩვენი გოგონა 14 წლისაა და მამას აღმერთებს!
P.S. პირველმა თოვლმა გამახსენა ახლა ეს ამბავი... მე ბედისწერის მჯერა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. +2 ჩემგან, მშვენიერია... ისე ჩემი აზრით მეტ სიუჟეტებს და მეტ მოცულობასაც "შეირგებდა" ეს ნაწარმოები, თუმცა ასეც ძალიან კარგია... წარმატებები
+2 ჩემგან, მშვენიერია... ისე ჩემი აზრით მეტ სიუჟეტებს და მეტ მოცულობასაც "შეირგებდა" ეს ნაწარმოები, თუმცა ასეც ძალიან კარგია... წარმატებები
19. კარგია,მომეწონა...და რატომღაც ერთ ფრაზას გამოვყოფ,ახლა რომ ჩემს თავში მაღიზიანებს ყველაზე მეტად: ,,სულელი,სულელი,სულელი ქალი"- ბრაზი მახრჩობდა საკუთარი თავის მიმართ აი,ეს..ეს ./.....:-*:-* :(:(:( კარგია,მომეწონა...და რატომღაც ერთ ფრაზას გამოვყოფ,ახლა რომ ჩემს თავში მაღიზიანებს ყველაზე მეტად: ,,სულელი,სულელი,სულელი ქალი"- ბრაზი მახრჩობდა საკუთარი თავის მიმართ აი,ეს..ეს ./.....:-*:-* :(:(:(
16. აფრინდებიან ქორები, აიყოლებენ ძერასა, კაცი ვერ დაემალება თავისსა ბედისწერასა. აფრინდებიან ქორები, აიყოლებენ ძერასა, კაცი ვერ დაემალება თავისსა ბედისწერასა.
15. დიდი მადლობა! :) დიდი მადლობა! :)
14. მართლა მომეწონა 5 მართლა მომეწონა 5
12. ძალიან მომეწონა... რაც გულითაა დაწერილი ყველაფერი კარგია... :) ძალიან მომეწონა... რაც გულითაა დაწერილი ყველაფერი კარგია... :)
11. მომეწონა :) 5555 მომეწონა :) 5555
10. ძალიან კარგია ,,მომეწონა ! :) ძალიან კარგია ,,მომეწონა ! :)
9. პირველმა თოვლმა გამახსენა ახლა ეს ამბავი... მე ბედისწერის მჯერა! მეც! მომეწონა... !!! პირველმა თოვლმა გამახსენა ახლა ეს ამბავი... მე ბედისწერის მჯერა! მეც! მომეწონა... !!!
8. მომეწონა, კარგად წერ და სიყვარულით! წარმატებები! 55555 მომეწონა, კარგად წერ და სიყვარულით! წარმატებები! 55555
7. მადლობა ყველას ვისაც არ დაეზარა,წაიკითხა და შეაფასა! ; მადლობა ყველას ვისაც არ დაეზარა,წაიკითხა და შეაფასა! ;
6. ძალიან სევდიანი და თბილია დეე.... მე მაგრად მომწონს.... ხო და ის ეჭვიანი ფრანგული ბულდოგი რო მენატრება იცი შენ????:) მიყვარხაროოოოოო.... :-* ;) ძალიან სევდიანი და თბილია დეე.... მე მაგრად მომწონს.... ხო და ის ეჭვიანი ფრანგული ბულდოგი რო მენატრება იცი შენ????:) მიყვარხაროოოოოო.... :-* ;)
5. ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით... ისე ხდება როგორც ბედი ინებებს... ცხოვრება შეცდომებს არ გვპატიობს ხოლმე,მე კი მაპატია!
სიყვარულო ძალსა შენსა...კაცის ბედი ცაში წყდებაო...:) ძალიან მომეწონა და კიდეც გამიხარდა :) ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით... ისე ხდება როგორც ბედი ინებებს... ცხოვრება შეცდომებს არ გვპატიობს ხოლმე,მე კი მაპატია!
სიყვარულო ძალსა შენსა...კაცის ბედი ცაში წყდებაო...:) ძალიან მომეწონა და კიდეც გამიხარდა :)
4. ბედი, ბედი, ბედი ჩვენი მდევარი, უკან დაგვსდევს, როგორც კურდღელს - მწევარი! :)
+2!
ბედი, ბედი, ბედი ჩვენი მდევარი, უკან დაგვსდევს, როგორც კურდღელს - მწევარი! :)
+2!
3. გრძნობით სავსეა გაიხარე 5 გრძნობით სავსეა გაიხარე 5
2. თბილი ნაწერია,მეც მჯერა ბედისწერის:) თბილი ნაწერია,მეც მჯერა ბედისწერის:)
1. მე იგი შორიდანვე ვიცანი და მუხლები ამიკანკალდა.წამის მეასედში ყველა მოგონებამ თვალწინ ჩამიქროლა და გული ამითრთოლა... ,,გულო ჩადექ საგულესა"-ვუბრძანე საკუთარ თავს და რაღაც ძალამ წინ მიბიძგა... თავდაჯერებული ქალის იერი მივიღე და მისკენ ჯიქურ გავემართე... მან გვიან შემამჩნია,უმწეოდ მიმოიხედა და ნაბიჯი შეანელა,წამიც და პირისპირ აღმოვჩნდით...
საუბრის დაწყება ცოტა გაგვიჭირდა... მერე ერთმანეთს ვუყვებოდით როგორ ვცხოვრობდით უერთმანეთოდ და მე ვიგრძენი,რომ მთელი ეს წლები ვახსოვდი,ვენატრებოდი და ჩემზე ფიქრობდა,მისი თვალები სიყვარულით და სინანულით მიმზერდნენ და მე ისე მინდოდა მოვფერებოდი მის თმებს,თითებს,ნაცნობი და საყვარელი სუნამოს სურნელი თავბრუს მახვევდა,მაგრამ ჩემთვის ახლა ჩემს გრძნობებზე მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო...
მომეწონა,საყვარელი და თბილი ნაწერია.
მე ბედისწერის მჯერა!
მეც. ცოტა. :)
მე იგი შორიდანვე ვიცანი და მუხლები ამიკანკალდა.წამის მეასედში ყველა მოგონებამ თვალწინ ჩამიქროლა და გული ამითრთოლა... ,,გულო ჩადექ საგულესა"-ვუბრძანე საკუთარ თავს და რაღაც ძალამ წინ მიბიძგა... თავდაჯერებული ქალის იერი მივიღე და მისკენ ჯიქურ გავემართე... მან გვიან შემამჩნია,უმწეოდ მიმოიხედა და ნაბიჯი შეანელა,წამიც და პირისპირ აღმოვჩნდით...
საუბრის დაწყება ცოტა გაგვიჭირდა... მერე ერთმანეთს ვუყვებოდით როგორ ვცხოვრობდით უერთმანეთოდ და მე ვიგრძენი,რომ მთელი ეს წლები ვახსოვდი,ვენატრებოდი და ჩემზე ფიქრობდა,მისი თვალები სიყვარულით და სინანულით მიმზერდნენ და მე ისე მინდოდა მოვფერებოდი მის თმებს,თითებს,ნაცნობი და საყვარელი სუნამოს სურნელი თავბრუს მახვევდა,მაგრამ ჩემთვის ახლა ჩემს გრძნობებზე მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო...
მომეწონა,საყვარელი და თბილი ნაწერია.
მე ბედისწერის მჯერა!
მეც. ცოტა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|