ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2010


ერთი_ღამის_ლექსი

.

(პირველადი სახით)

ქუფრავს ხასიათი წვიმის უამინდო
თვალზე დაკიდებულ ცრემლის მარგალიტებს.
იცვამს საყინულის ზედა მონაკვეთი
კაბას, სკამის თავზე მე რომ გადავკიდე.
ვწვები სააქაოს გულზე დახატული,
წუწუნს არ მოვყვები, რა მაქვს საწუწუნო?
დღემ რომ ღამეს მისცა ქვეყნის გასაღები
მასკარადია და როგორ არ ვუყურო?
მეც ხომ მიწა ვარ და მიწად დავიბადე,
თვალი ამიხილა კაცმა, (არა მარტო)
ალბათ ანგელოზმა ასე დამაანათლა,
რომ სხვებს სიმშვიდე და გული დავანათლო...

ვწევარ ასე ჩუმად გულზე სააქაოს,
საყინულის ზედა ნაწილს ვაჩერდები..
მე რომ გადავკიდე კაბა სკამის თავზე,
წვიმამ ჩაიცვა და ღამეს აედევნა...



(როგორიც არ უნდა იყოს, იყოს.. :) )
                                                                                                                                           

                                                                                                                                                                  __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები