ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრიანი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2010


სიბნელეში წამები

სიბნელეში თითქოს წამებს არ სცოდნიათ დათვლა,
ჩუმად თითქოს იჩქარიან, სინათლისკენ მკრთალად,
გვპირდებიან გათენდება, დრო გაჰყვება ზამთარს,
ყველაფერი დამთავრდება ჩვენ თუ გვინდა კარგად.
ზამთარი თუ გაზაფხული შემოდგომას არ ჰგავს,
წამებს, წუთად შეერთებულს, მიჰყვებიან მარად
და იცოდე დრო ამ წამებს სულ არ ფლანგავს ავად.
სიბნელეში თითქოს წამებს არ სცოდნიათ დათვლა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები