 | ავტორი: გოგონა ჟანრი: პროზა 29 იანვარი, 2010 |
მოხუცი ქალბატონი ფრანგულ რესტორანტთან შეჩერდა და ღია ფანჯარაში ღიმილით შესძახა: - “ბაყაყი გაქვთ ქალბატონებო?” და წამით მოვწყდით რეალობას. მოხუცი ქალბატონი, რომელსაც ფეხები ალბათ ხათრით დაატარებდნენ, რომელსაც ძლიერ შესუსტებული მხრები ერთმანეთთან ახლოს მიეტანა, შეჩერდა ფრანგულ რესტორანთან და იხუმრა. მას ისევ შეეძლო ხუმრობა. ახალგაზრდა, კიბეზე ჩამომჯდარი გოგონები კი, მატერიალიზმზე და მატერიალურზე ლაპარაკობდნენ, იშვიათად იღიმოდნენ და იმაზე უფრო იშვიათად იცინოდნენ . ორმა ბიჭმა ჩამოიარა. არ იყვნენ შეუხედავები. საქმიანი ტემპით საუბრობდნენ, საქმიან ნაბიჯებს დგამდნენ და დარჩენილ დღეს წამებით ანაწილებდნენ. ოდნავ დიდი მაისური, კარგი ჯინსები, ლამაზი კედები და კოჭებამდე ჩანთა - გოგონა, რომელიც ნასესხები სტილით მოძრაობდა და სევდიანი ეძებდა თავის მეს. საიდანღაც მოტანილი კმაყოფილი სახით, თუმცა ყველაზე უკმაყოფილო და გაურკვეველი საკუთარ თავში, იმ დღეს შეხვედრილ ადამიანებს შორის. უამრავზე ცოტა მეტი წყვილი. გოგო-ბიჭი, გოგო-ბიჭი. დადიან ბედნიერები და ხალისიანები, ხელგადახვეულები ან ხელჩაკიდებულნი, ამჩატებული ნაბიჯით და აჩქარებული გულით. სკოლიდან გამოღწეული ბავშვები. ბევრნი არიან სხვათაშორის. უცნაური გარეგნობის მამაკაცები - ულვაშებიანი და პირიქით. მანდილიანი მანდილოსანი გამოვიდა ერთ-ერთი რესტორნიდან ჩქარი ნაბიჯით. ამ ბოლო დროს ქალები უფრო ჩქარობენ, ვიდრე კაცები. გაფუჭებულ საათს დრო ეწევა და უსწრებს. ბედნიერია ადამინი, რომელიც მატერიალისტია და ფიქრობს მატერიალურად მატერიალურზე. უბედურია ადამიანი, რომელიც არამატერიალისტია და უწევს ფიქრი მატერიალურად მატერიალურზე. არ მოსთხოვო საკუთარ თავს ის, რისი მოთხოვნაც ჯერ ძალიან ადრეა. ეს გაგანადგურებს. დედამიწაზე “შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ” და “სპილოები ჭამენ მალინებს” არსებობენ შეყვარებული ადამიანები, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შუაში გავლისას ჯერ კიდევ იხდიან ბოდიშს, არსებობენ მანდილიანი მანდილოსნები, არსებობენ მატერიალისტები და არამატერიალისტები, აბსურდისტები, საქმიანად მოსაუბრე ბიჭები, იშვიათად მომღიმარი გოგონები, ადამიანობაში დაბნეული ადამიანები და არსებობს მოხუცი ქალბატონი, რომელიც ფრანგულ რესტორანთან შეჩერდა და ბაყაყი იკითხა. იცით, იხუმრა. 04.10.08. 00:19 ა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ვახ, მომწონხარ(თ) როგორ :) ვახ, მომწონხარ(თ) როგორ :)
16. შენი თავის გარდა, ვერც ვერავინ : )
შენი თავის გარდა, ვერც ვერავინ : )
15. :) და ვინ გაგირკვევს იმას, რისი მოთხოვნაა საკუთარი თავისთვის ძალიან ადრე?
:) და ვინ გაგირკვევს იმას, რისი მოთხოვნაა საკუთარი თავისთვის ძალიან ადრე?
14. მოხუცი ქალბატონი ფრანგულ რესტორანტთან შეჩერდა და ღია ფანჯარაში ღიმილით შესძახა: - “ბაყაყი გაქვთ ქალბატონებო?” და წამით მოვწყდით რეალობას. მოხუცი ქალბატონი, რომელსაც ფეხები ალბათ ხათრით დაატარებდნენ, რომელსაც ძლიერ შესუსტებული მხრები ერთმანეთთან ახლოს მიეტანა, შეჩერდა ფრანგულ რესტორანთან და იხუმრა. მას ისევ შეეძლო ხუმრობა.______გოგონა,აი ეს მონაკვეთი ძალიან მომეწონა,ძალიან!:) ახალგაზრდა, კიბეზე ჩამომჯდარი გოგონები კი, მატერიალიზმზე და მატერიალურზე ლაპარაკობდნენ,იშვიათად იღიმოდნენ და იმაზე უფრო იშვიათად იცინოდნენ ._______აი ეს(იმედია არ მიწყენ) არ მომეწონა,წინა წინადადება,რომ მოხუც ქალბატონს ჯერ კიდევ შეეძლო ხუმრობა,თავისთავად გულისხმობდა მომდევნო წინადადებას....ეს რჩევის სახით მიიღე,ძალიან მომეწონე და გისურვებ წარმატებებს!:-* მოხუცი ქალბატონი ფრანგულ რესტორანტთან შეჩერდა და ღია ფანჯარაში ღიმილით შესძახა: - “ბაყაყი გაქვთ ქალბატონებო?” და წამით მოვწყდით რეალობას. მოხუცი ქალბატონი, რომელსაც ფეხები ალბათ ხათრით დაატარებდნენ, რომელსაც ძლიერ შესუსტებული მხრები ერთმანეთთან ახლოს მიეტანა, შეჩერდა ფრანგულ რესტორანთან და იხუმრა. მას ისევ შეეძლო ხუმრობა.______გოგონა,აი ეს მონაკვეთი ძალიან მომეწონა,ძალიან!:) ახალგაზრდა, კიბეზე ჩამომჯდარი გოგონები კი, მატერიალიზმზე და მატერიალურზე ლაპარაკობდნენ,იშვიათად იღიმოდნენ და იმაზე უფრო იშვიათად იცინოდნენ ._______აი ეს(იმედია არ მიწყენ) არ მომეწონა,წინა წინადადება,რომ მოხუც ქალბატონს ჯერ კიდევ შეეძლო ხუმრობა,თავისთავად გულისხმობდა მომდევნო წინადადებას....ეს რჩევის სახით მიიღე,ძალიან მომეწონე და გისურვებ წარმატებებს!:-*
13. "არ მოსთხოვო საკუთარ თავს ის, რისი მოთხოვნაც ჯერ ძალიან ადრეა."
მშვენიერია... "არ მოსთხოვო საკუთარ თავს ის, რისი მოთხოვნაც ჯერ ძალიან ადრეა."
მშვენიერია...
12. საინტერესო მარცვლებია მიმოფანტული
აღწერა განსაკუთრებით ...ძაან რაციონალურია ანუ ინტელექტუალური
მაგარია.. გამიგიტყდები ..ერთხელ მკითხეს რას აფასებ ქალის პიროვნებაშიო ? მაშინ ,მახსოვს ვუპასუხე სულიერი ინტელქტი მეთქი.. ხოდა ,თუ იცნობო ასეთსო მხოლოდ..წამიკითხავს მეთქი...:) ასე რომ შენზეც ნათქვამი მქონია ადრე...:)
წარმატებები..... აუცილებლად მოგიხშირებ მოკითვას:)
საინტერესო მარცვლებია მიმოფანტული
აღწერა განსაკუთრებით ...ძაან რაციონალურია ანუ ინტელექტუალური
მაგარია.. გამიგიტყდები ..ერთხელ მკითხეს რას აფასებ ქალის პიროვნებაშიო ? მაშინ ,მახსოვს ვუპასუხე სულიერი ინტელქტი მეთქი.. ხოდა ,თუ იცნობო ასეთსო მხოლოდ..წამიკითხავს მეთქი...:) ასე რომ შენზეც ნათქვამი მქონია ადრე...:)
წარმატებები..... აუცილებლად მოგიხშირებ მოკითვას:)
11. ყოველი მომდევნო უფრო მაგარია :-* :-* ძალიან საყვარელი ხარ :) ყოველი მომდევნო უფრო მაგარია :-* :-* ძალიან საყვარელი ხარ :)
9. :)))) ვცდილობ, შევინარჩუნო ღიმილისა და იუმორის უნარი!.. :)))) ვცდილობ, შევინარჩუნო ღიმილისა და იუმორის უნარი!..
8. gogona, me tqven xutians giwert:) gogona, me tqven xutians giwert:)
7. დიდი ხანია ასეთი ნიჭიერი ვინმე არ მიპოვნია საიტზე :) წააგავს ჩვენი წერის სტილი ერთმანეთს. დიდი ხანია ასეთი ნიჭიერი ვინმე არ მიპოვნია საიტზე :) წააგავს ჩვენი წერის სტილი ერთმანეთს.
6. ვისიამოვნე. გმადლობ! ვისიამოვნე. გმადლობ!
5. მაგარია... რამდენიმე კარგი და გემრიელი მომენტი გქონდა დაჭერილი. მაგარია... რამდენიმე კარგი და გემრიელი მომენტი გქონდა დაჭერილი.
4. არ მოსთხოვო საკუთარ თავს ის, რისი მოთხოვნაც ჯერ ძალიან ადრეა. ეს გაგანადგურებს
არ მოსთხოვო საკუთარ თავს ის, რისი მოთხოვნაც ჯერ ძალიან ადრეა. ეს გაგანადგურებს
3. კი, მომეწონა მეც ჩანახატი, ქალბატონზე, რომელმაც ფრანგულ რესტორანთან ჩაიარა და ბაყაყი იკითხა, და არა მარტო ამაზე... :) კი, მომეწონა მეც ჩანახატი, ქალბატონზე, რომელმაც ფრანგულ რესტორანთან ჩაიარა და ბაყაყი იკითხა, და არა მარტო ამაზე... :)
2. არსებობს მოხუცი ქალბატონი, რომელიც ფრანგულ რესტორანთან შეჩერდა და ბაყაყი იკითხა. იცით, იხუმრა.
თუ ეს ისეთივე ხუმრობაა, როგორითაც სეიძლება ქართველმა მოხუცმა ბატონმა, რომელსაც ფეხები უსაქმურობის გამო დაატარებენ, იკითხოს თბილისურ რესტორანში _ხინკალი ხომ არა გაქვთო_ ყოჩაღ ავტორრს... სხვა ბევრი რამ სერიოზულად საღიმილოც იყო აქ ამ მინიატურაში და ამიტომაც ჩემი აპლოდისმენტები გოგონას :) არსებობს მოხუცი ქალბატონი, რომელიც ფრანგულ რესტორანთან შეჩერდა და ბაყაყი იკითხა. იცით, იხუმრა.
თუ ეს ისეთივე ხუმრობაა, როგორითაც სეიძლება ქართველმა მოხუცმა ბატონმა, რომელსაც ფეხები უსაქმურობის გამო დაატარებენ, იკითხოს თბილისურ რესტორანში _ხინკალი ხომ არა გაქვთო_ ყოჩაღ ავტორრს... სხვა ბევრი რამ სერიოზულად საღიმილოც იყო აქ ამ მინიატურაში და ამიტომაც ჩემი აპლოდისმენტები გოგონას :)
1. გაფუჭებულ საათს დრო ეწევა და უსწრებს.:)ეს მომეწონა...
ქალბატონმა ბაყაყი რომ იკითხა,არ გამიკვირდა:)რა პრობლემაა
მთლიანობაში არაუშავს
გაფუჭებულ საათს დრო ეწევა და უსწრებს.:)ეს მომეწონა...
ქალბატონმა ბაყაყი რომ იკითხა,არ გამიკვირდა:)რა პრობლემაა
მთლიანობაში არაუშავს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|