ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტკივილის_დედოფალი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2010


დღეს...

დღეს მარტოობის ფერებით ვხატავ,
ეხლა უცხოა ჩემთვის სხვა ფერი...
დამარცხებული მივდივარ სადღაც
შენი ბრალია ეს ყველაფერი...
      გაგიჟებული ფიქრების ფარდას
      ამოვაფარე სუსტი გონება....
      დღეს თუ წავედი არასდროს მოვალ
      დაბრუნდებაო - ნუ გეგონება!...
დღეს უსასრულოდ დიდია სევდა,
დღეს ტკივილებმაც გაშალეს ფრთები...
აღარაფერი მახარებს ქვეყნად,
შენს დანახვაზე ჩიტივით ვფრთხები...
      დღეს ბავშურ ღიმილს ცრემლები მპარავს,
      დღეს წარსულია ყველაფრის მტერი...
      სინანულია ჰაერზე მეტად....
      კვლავ შემეყარა სიცივის მტვერი...
დღეს ყველა კითხვა გონებას მირევს,
როგორ წავიდე...მიჭირს... არ ვიცი...
დღეს სინანულის მორევში მითრევ,
ღმერთო შენ იცი რასაც განვიცდი...         


(15წლის ვიყავი ეს რომ დავწერე :) ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები