ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა_გოგონა
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2010


ჩემს მეგობრებს

მაინც სად მიდის ცხოვრების გზები,
იქნებ იყოფა მაღალი მთებიც,
ნუთუ იკვეთება ჩვენი მიზნები,
ხვალ უკვე ერთად აღარ ვიქნებით.
იქნებ ის წლებიც გაქრება სკოლის,
ერთად რომ გავთელეთ სულ თეთრი თოვლი,
მამა დავითის ლამაზ ხედებზე
თქვენთან ერთად რომ გადმოვიხედე.
დაბადების დღე, შობა, შეკრება,
ჩემს გულში კიდევ ერთხელ თენდება,
მე თქვენი მზერა მრჩება იმედად,
თქვენთან შეხვედრა კვლავაც მინდება.
და თუ ოდესმე, ცხოვრების გზაზე,
ერთმანეთის ხმა მოგვენატრება,
თუმცა რა, ჩავჭიდოთ ხელი,
დავდოთ პირობა, ლამაზი, წრფელი:
მეთქვენ გპირდებით ყველას, თითოეულს,
თუ ეს განგების ნებაც იქნება,
ცხოვრების რთული გაკვეთილებიც
ისევე ყველას ერთად გვექნება.
და როცა უკვე დაღლილს, დაქანცულს,
ცხოვრებას ფერი აღარ ექნება,
თუნდ საუკუნე იყოს გასული,
ჩვენ ისევ მეგობრები გვერქმევა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები