უკანასკნელი წერილები პირველ სიყვარულს. გამარჯობა… იცი, რამდენი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს წერილი?! ბოლოს გავბედე, არ ვიცი რატომ. იქნებ ეს განწყობის ბრალია, ან იქნებ გაზაფხულის. ხო მართლა, რა ლამაზია აყვავებული ბუნება, თითქოს ზეიმობს. აი ეს პატარა, ლამაზი ყვავილიც თითქოს ჩემი ბედნიერებით ხარობს. არაჩვეულებრივ სურნელებას აფრქვევს. ეს სურნელი რატომღაც სიყვარულს მაგონებს, სიყვარული კი რა თქმა უნდა შენს თავს. ამწვანებულ ბუნებას გავცქერი და შენი თვალები მაგონდება, ახლა ვხვდები რა ფერის თვალები გაქვს. გარეთ თბილა, თბილა ჩემს გულშიც. მე აღარ მცივა, შენ ხომ ახლოს ხარ? ხომ არასოდეს მიმატოვებ? შენ ხომ დამიცავ წვიმისაგან და ქარისგან,? ხომ არ წახვალ? მოდი იცი რას ვიზამ? წარსულს დავივიწყებ და ყველაფერს გაპატიებ. ვიყოთ ერთად გაზაფხულზე. ერთად დავტკბეთ არაჩვეულებრივი ხედების ყურებით და გადავეშვათ ოცნებების სამყაროში.მოდი უბრალოდ დავივწყოთ რეალობა, უბრალოდ შევიგრძნოთ გაზაფხულის სურნელი და ნელი ნიავის ქროლვა. შევქმნათ სამყარო რომელიც მხოლოდ ჩვენი იქნება. მოდი ვიყოთ ერთად გაზაფხულზე.
ოდესმე ალბათ შეიყვარებ, შენს გულსაც დაიპყრობს ძლიერი სიყვარული ვინმე მშვენიერი არსებისა. შეგიყვარდება ისე, რომ გული გონებისთვის დროს აღარ დაგიტოვებს, ისე რომ შენი გრძნობების გამომჟღავნება, გარეთ გამოშვება, სიგიჟემდე, ტკივილამდე მოგინდება. მარტოდ იგრძნობ თავს ,,ცარიელ” სამყაროში. თავიდან ყველაფერს თითქოსდა ლოგიკურ ახსნას მოუძებნი. (მეც გეთანხმები მათემატიკა სრული ჭეშმარიტებაა.) შემდეგ შენ თვითონვე, საკუთარი თვალით დაინახავ, როგორ დაამსხვრია სიყვარულმა შენი ,,სრული ჭეშმარიტება”. ვიცი შენ ხელის შეშლას შეეცდები, მეც ვცადე, მაგრამ ძალა არ გეყოფა, იქნებ არც სურვილი გეყოს. იცი რატომ?! არ იცი, მხოლოდ იმიტომ რომ არ გყვარებია. ჩემთვის ახლა ჭეშმარიტება სულაც არაა მათემატიკა, (არადა მეცნიერებაც და მთელი სამყაროც ამას ამტკიცებს.) ჩემთვის ჭეშმარიტება შენშია, შენს ულამაზეს თვალებში, ღიმილში, საუბარში, მე ჩემი ჭეშმარიტება ვიპოვე. შენ კი გისურვებ, რომ როცა შეიყვარებ ღირსეული შეიყვარო, ისეთი რომელიც დაგაფასებს და შენს გრძნობას ასეთივე სიყვარულით უპასუხებს. გისურვებ არასდროს განიცადო ის, რასაც მე განვიცდი. მინდა შენს სახეზე სულ ღიმილს ვხედავდე. მე მუდამ შენი მეგობარი ვიქნები. შენ კი იყავი ბედნიერი. შენი ერთგული მეგობარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. kargi iyo, gulwrfeli :) kargi iyo, gulwrfeli :)
5. მომეწონა! +2 :) მომეწონა! +2 :)
3. (არადა მეცნიერებაც და მთელი სამყაროც ამას ამტკიცებს.) <---- მე ვფიქრობ, ეს ფრაზაა ამოსაღები. ზემოთა ნაწერიდან გამომდინარე, სრულიად მისახვედრია ისედაც და აზრს მიკარგავს ასეთი გადასვლა.
დანარჩენი ძალიან მომეწონა :) (არადა მეცნიერებაც და მთელი სამყაროც ამას ამტკიცებს.) <---- მე ვფიქრობ, ეს ფრაზაა ამოსაღები. ზემოთა ნაწერიდან გამომდინარე, სრულიად მისახვედრია ისედაც და აზრს მიკარგავს ასეთი გადასვლა.
დანარჩენი ძალიან მომეწონა :)
2. "ჩემთვის ახლა ჭეშმარიტება სულაც არაა მათემატიკა" :):) "ჩემთვის ახლა ჭეშმარიტება სულაც არაა მათემატიკა" :):)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|