ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა_გოგონა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 თებერვალი, 2010


მხოლოდ შენ ერთს

დიდი მადლობა ცხოვრებისათვის,
და სიყვარულის შეგრძნებისათვის
მეგობრობისთვის, სიხარულისთვის,
ჩემთვის და კიდევ შენი თავისთვის.
ცხოვრების შეცვლის სურვილისათვის
და ჩემი გრძნობის გამოცდისათვის.
ამ დიდი ომის გამოვლისათვის
და მშვენიერი ნაყოფისათვის.
შენი ბრალია, ჩემი ცხოვრების ფერები ყველა,
შენი ბრალია, მე რომ სამყარო შევიცნე ნელა.
შენი ბრალია, ჩემს გულში ისე რომ აღარ ცხელა.
შენი ბრალია, პიროვნების მცირე ნაწილში ისევ რომ ბნელა.
შენ დამანახე მე ჩემივე ჩუმი ფიქრები.
მაგრძნობინე, რომ გულში მარად შენ არ იქნები.
შენთან მომქონდა გაზაფხულზე ნაზი იები,
გთხოვ მალე წადი, აბა სულ აქ ხომ არ იქნები?!
მე შევიცვალე იქნებ შენ გამო?!
შენ დაგაბრალე ძველებურად რომ აღარ გნატრობ.
აღარც ცხოვრების წარმავლობას მე აღარ ვნანობ,
ასე ჯობია, მე საკუთარ გულს ხვალე სხვას ვანდობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები