ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2010


9 მარტი და აპრილი (არ მადაროთ რურუას.)

დარდიანო საქართველოვ!
ცხოვრებაში მუდამ ხდება-
რატომ... ჩვენი მიტოვება..
და, არა გვაქვს მიტევება???
მაგრამ, ასე დაჩაგრულებს
არ განუდგა კვლავაც ღმერთი...
მოენატრა ქართველობას
გამარჯვება- ბედნიერი
წამოვდგებით?.. წამოვდგებით!
შეშურდება ყველას ჩვენი
სიკეთის დროს, ლხინობისას
მოვა ყველა "მეზობელი."
მაშინ, როცა გაგვიჭირდა,
როცა ფეხზე თუ ვდგებოდით,
ამ "კეთილმა" მეზობლებმა
წელზე მოგვცხეს თითო კეტი
...და ამდენმა დამარცხებამ
შეაშინა(?) ჩემი ერი? მოგვანატრეს ერთმანეთი
კურთხეული ქართულ ზეცის.
ვიცი, ჩემო საქართველოვ-
შენ სულ მალე წამოდგები!
შეერთდება ყველა კუთხე-
აფხაზეთიც და ოსეთიც!
მჯერა ,ყველა შეშინდება-
დაგიფრთხება ყველა მტერი...
მაშინ ერთად ვაგუგუნოთ
ჩვენი მრავალჟამიერი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები