ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2010


წყვეტილი

როცა ჩემი თვალები ჭერს ეზრდება
და ვგრძნობ გადაფართოებულ გუგებს უნდათ ჩაახრჩონ უსიზმრო
ღამეები,
იმპულსები უწყვეტ სიგნალებად ტრიალებენ
და მე პასუხს ვაგებ შენი ყველა გათენებული ღამისთვის
და უმოძრაო დღისთვის...
დინება ყველაფრის მიზეზია...
და გრაფიკულად აგებული ჩვენი სიტყვების ცვლა ტალღების არარსებობის გამო წყდება...
არ შემიძლია გამოგიზოგო და დღეს მარტო ის გითხრა რომ
მე შენი ტალღოვანი სამყაროს გასწვრივ
ჩემს სიხშირეებარეული ვტივტივებ ზღვარზე,
ვკიდივარ
როგორც მინას წვეთი მხოხავი ინსტიქტით სავსე.
და როგორც სადენებს მოძრაობას უწყვეტს
დაშორებული ნაწილაკები ზუსტად ასევე
მიწყვეტს ძილს,კითხვების მთელი ასხმა
და საათობით ვმარცვლავ უპასუხო კითხვებს...
ვეღარ გისიზმრებ...
ყველას სიტყვა უფეროა, ყველა დღე უშინაარსო,
ყველა შუადღის ძილი ღრმა,
შენი სურვილივით...
მთვარე ეხლა ყვალგან ნახევარია,
და მახსოვს როგორ ვიხვევდი გზას მაჯებზე...
ანუ თავიდან იყო უნებლიე შეხვედრები,
მერე ტალღოვანი წყვეტილები შენში..
გამიქრი
და ეხლა მარტო იშვიათობებია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები