ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა_გოგონა
ჟანრი: პროზა
18 თებერვალი, 2010


უბრალოდ რაღაც

    დღეს მთელი დღე ჩემს კომპიუტერთან ვიჯექი, რაღაც სრულიად განსხვავებულის დაწერა მინდა, უფრო უკეთესის, ან უარესის, უბრალოდ სხვანაირი რომ გამოვიდეს, სხვანაირად რომ აღიქვამდეს სამყარო. ხოდა მეც სულ სხვა მუზის ძებნა დავიწყე. ფერადი ფარდა გადავწიე და... არც წვიმს, არც თოვს, არც ქარია, არც ცივა, არც ცხელა და საერთოდაც არც...…
იმდენად მინდა რამის დაწერა, რომ არაფერი გამომდის. თითქოს ყველა ის ემოცია რაც მუდამ არის ჩემში უბრალოდ გაქრა. ახლა ჩემს ოთახში ვიწყებ შთაგონების ძებნას, რა მუზა უნდა იპოვო იდეალურად დალაგებულ სამეცადინო კუთხეში, სადაც თოფურიას ,,ორტომეული”, როგორც ყოველთვის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დევს, სხვა წიგნების თავზე. მახსენდება, რომ შუა კვირაა და უამრავი საფიქრალი მაქვს ხვალინდელ დღეზე და მაინც რაღაც უნდა დავწერო, ლამაზი, ან არც ისე უბრალოდ რაღაც...
ისე ერთი იდეა მაქვს, ცოტა ხანს არაფერსაც არ გავაკეთებ და არაფერზე ფიქრს შევეცდები, ახლა ჩემი მოწესრიგებული მაგიდიდან ავდგები და ჩემს მოწესრიგებულ ,,მე-ს” პროტესტს გამოვუცხადებ, მერე დუელში  გამოვიწვევ და დავამარცხებ.
ალბათ გავგიჟდი, საკუთარი აზრების გაარაფრება მხოლოდ არანორმალურს თუ მოუვიდოდა თავში, ხოდა მეც გადავწყვიტე ამ სიგიჟეს ბოლომდე მივყვე და იქნებ ასე მაინც დავწერო რაღაც, რომელიც თქვენ ან მოგეწონებათ, ან არა, მაგრამ ახლა რატომღაც ამაზე არ მეფიქრება.…
,,word document-ი” ჩავკეცე და ,, desktop-ზე” ჩემი მეგობრების მომღიმარ სახეებს წავაწყდი.
რატომღაც ის ,,ბლოკნოტი” ავიღე ორი კვირაა აქეთ-იქით რომ დავატარებ სრულიად ცარიელს. ამ საშინლად იდეალურ წესრიგში საწერი კალმის პოვნა არ გამჭირვებია, ჩემი მუზაც თავისით მოვიდა, მაგრამ ახლა...
ახლა წერა გადავიფიქრე.
P.S. აი ჩემი ,,რაღაც”, რომელიც თქვენ ან მოგეწონათ, ან არა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები