ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იელი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2010


თუ...

თუ ვერ გითხრა-მიყვარხარო,
ნუ ჩათვლი რომ ვთამაშობ,
თუ პირველმა არ გაკოცე,
არ იფიქრო არ გნატრობ.
    ნეტავ გრძნობამ ამიცრემლა თუ ამ ქარმა თვალები,
    მე მიყვარდი,მიყვარხარ და მუდამ შენ მეყვარები.
ფიქრის ტბაში დაცურავდნენ სიყვარულით გედები,
შევუერთდი მათ მარათონს,მეც ამ ტბაში შევედი...
    მე არ ვამბობ, რომ ამ გრძობამ უსასოოდ დამღალა,
      მეშინია, არ დამტოვო მხოლოდ ბედის ამარა...
შემოდგომაც გაიპარა, გაიცრიცა დღეები,
შევეცადოთ, ჩვენს გრძობას არ გაუხუნდეს ფერები,
დარში- დარი... თოვლში- თოვლი... ქარში, ისევ ქარები...
მე მიყვარდი ,მიყვარხარ და მუდამ შენ მეყვარები....                                                                 


                                    16.01.08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები