ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პროზა
24 თებერვალი, 2010


(დედას ასე არასოდეს მო(ვ)ექცეთ..)

.

    -დე, მოდი, ამოგიღე საჭმელი და ჭამე ეხლა. გაცივდება.
    -ეე, ვინ გეკითხებოდა?! არ შევჭამ მე მაგ საზიზღრობას!
    -რა საზიზღრობას? ჩვეულებრივი საჭმელია და მშვენივრად მიირთმევდი ხოლმე ადრე. მოდი რაა. მოდი ეხლა, ჰაა.
    -არ მინდა მეთქი! დამანებე თავი!!!
    -კარგი რაა. რატომ იცი ხოლმე ასე გაჯიუტება? იცი რა გემრიელია? აი შენმა დამ ჭამა უკვე და დაიმატა კიდევაც. ხო დედი?
    -აჰაა. მართლა გემრიელია. ერთი სული მაქვს კიდევ როდის მომშივდება.
    -აუუ შეჭამეს ტვინი რაა! დამანებე თქო თავი! არ მინდა!
    -დეედიი. მოდი, მოდი. აი თუ გინდა პირველ ლუკმას მე გაჭმევ- და დედა და დაიკო იცინიან.
    -გაეთრიე ქალო ეხლა აქედან! ნერვებზე არ მომშალო!
    -ფუ, შენი ჯიში - და დედა და დაიკო ისევ იცინიან.
    -არც შენი ჟიშია უკეთესი- ჯავრობს ძმა, მაგრამ მაინც ყველას ეცინება.
   
    დედა ნელი ნაბიჯებით გადის უკვე შეგრილებული სადილით ხელში სამზარეულოში და მაგიდაზე დგამს იმ იმედით, რომ შვილს ძალიან მოშივდება და ნამდვილად შეჭამს.

    მაქსიმუმ ერთ საათში წეღანდელი გაჯავრებული, აცხელებს საჭმელს და სხვა თეფშით მიირთმევს...





                                                                                                                                                        __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები