ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2010


გარდა(X)-გარადა

რისთვის მოსულა კურდღელი,
რად არ დაუშვეს ფარდა,
სუყველა ლექსი გაქრება,
ჩემი ლექსების გარდა.

ვინ არ ყოფილა სულგრძელი,
ვინ არ დახურა კარადა,
სუყველა ლექსი გაქრება,
ჩემი ლექსების გარადა.

რომელი ვის წარმოუთქვამს,
რომელი გახდა ავადა,
სუყველა ლექსი მთავრდება,
ჩემი ლექსების გარადა.

ლექსი ვის არ უწერია,
არ გამოსდით ალბათ კარგად,
ლექსს ბედი არ უწერია,
ჩემი ლექსების გარდად.

რითმა დასვი და სიტყვით შეკაზმე,
რა ადვილია არა?!
ლექსი ეგრე არ გამოვა,
ამ ლექსების გარდა:)

სიტყვები რომელიც ლექსში არ მოხვდა:
ბალახი, ტყემალი, ვარდი, ცხენი და ა.შ.
(ყველა სიტყვას - ლექსსში გამოყენებული სიტყვები)
ბრიგადა 2002

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები