ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუუნია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 მარტი, 2010


მე გაზაფხულიანი დედა ვიქნები

  გაზაფხულიანი, ლამაზფერება, სიყვარულიანი და თბილხელება დედა ვიქნები!
ყოველდღე, სუულ მოვეფერები ჩემს, ჩემს, ხო ჩემს შვილს. არასდროს გავუშვებ პატარას გარეთ, არ დავანებებ... არა, არაფრით დავანებებ იგივე განმეორდეს...
  წუხელაც იგივე მოხდა, იგივე. ყოველღამე, თავიდან, ერთსა და იმავეს ვხედავ, ვხედავ და ვკვდები. ყველა ღამეს ვკვდები და მაინც ვიღვიძებ!! არ შეიძლება, ერთხელ მოხდეს ისე, რომ მორჩეს ეს ყველაფერი?
  ფსიქიკა გერღვევა, გრძნობ რომ ყველაფერი კარგავს აზრს თანდათან, მაგრამ მაინც არსებობ. თითქოს ამით ვიღაცის ვალს იხდი, ყველა დილას ძალით გტენიან სულს პირში და გათრევინებენ დამყაყებული დღის მთელ სიგრძეს კისრით.. ისევ ღამის მოლოდინში, რომ კიდევ ერთხელ უნდა ნახო, როგორ გაცლის ხელებიდან ვიღაცის ავტო შენს, შენს ხო შეეენს შვილს. მერე მისი თვალები...  მირბიხარ და მის უკანასკნელ ამოსუნთქვას ისრუტავ მთელი არსებით და ინახავ შიგნით, ღრმად..
  მერე კი... უნდა განაგრძო სუნთქვა! (მოსჯილია)....

  მე გაზაფხულიანი, თბილხელება დედა ვიქნები და არასდროს გავუშვებ ჩემს პატარას მარტო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები