ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2010


კომპიუტერის გაკვეთილზე დაწერილი ლექსი.

დილაობით, როდესაც სარკის წინ ვდგები და სავარცხლით ამაოდ ვცდილობ აქა იქ შემორჩენილი თმების დავარცხნას, ყოველთვის ვაკვირდები თავის გვერდითა ნაწილებს. ხელებს ჩამოვისვამ ხოლმე და სულ ორიოდე წამით რატომღაც დავიბღვირები, უბრალოდ რაც ასაკში შევედი, ვხვდები, რომ ძირითადად გვერდიდან ვუყურებ საკუთარ თავს.


ნავი მზადარის.
    ფ, ნიცშე.



1.
რამოდენიმე მშვენიერი ყურე
აკრავს ამ კუნძულს, მყუდრო ნავსადგურთან
საღამოობით პატარა ბავშვები იკრიბებიან,
ზოგი ლამაზია, ზოგიც მახინჯი,
ერთ-ერთ მათგანს მხედველობა არ აქვს
და როდესაც გემი გამოჩნდება ოკეანეში,
ბავშვები მას ყველაზე წინ აყენებენ,
მგონი რომ ედგარი ჰქვია.



2.
მე მეორე ოთახში ვარ,
საღებავები გავხსენი წყალში
და ქვაბს ვადგამ ცეცხლზე.
ჰანა მეძახის, ის გახარებულია
და თითქმის უკვე მიყვირის,
რომ ამ კედლის მიღმა არის ღმერთი,
რომ მას საერთოდ არ აქვს თეთრი წვერი,
რომ მის სახეზე შეიძლება ვერცერთმა კაცმა ვერ ამოიკითხოს მისი ვინაობა.


3.
ჰანას წვივები ჩემს მკერდზეა შემოლაგებული,
მე ორივე ხელით ვუზელ ბარძაყებს
და ჩამესმის ექო,
იშვიათი გასროლის სიმღერა.
მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ამ კედელს მიღმა,
მე მაცხია თეთრი სითხე თითებს შორის,
ბავშვები სხვისი.
და ქვაბი ფეთქდება,
ჰანა გარბის სახლიდან:
მე ვყვირი, რომ ჰანა გარბის სახლიდან
და არქივიდან ამოღებული დენის ტრამვაიების
დაგვიანება მიხშობს იოგებს.
ჩვენი სექსი ფარეხია
და იქვე მდგარი ყვითელ ფურცლებში
გახევული ველოსიპედი.


4.
რამოდენიმე მშვენიერი ყურე
აკრავს ამ კუნძულს, მყუდრო ნავსადგურთან
გამარტოებით დგას ედგარი,
მან იცის, რომ ვერასდროს მიაგნებს
საუკუნო არსებობას ამ გემის ფიცრებს შუა,
ამიტომ აყოლებს ხელს
თვითმფრინავების ერთჯერად ხაზებს
და უხარია.


5.
ჰანას სუნი ცხელი ამინდებივით
აიზილა ჩემს ტანზე არსებულ ბეწვში
და მიმძიმს.
ადუღებული საღებავებით სავსეა
აბაზანა, ცივი შეხება ტერფებში ადის
და ის აღებს კარებს,
ის წარსდგა ჩემს წინაშე როგორც ღმერთი,
და ჩვენ, ნაღვლიანი თვალებით მივუჯექით ნიჩბებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები