ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოძერია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 მარტი, 2010


არც არაფერი...

დღეს პირველი ხელფასი ავიღე. მიხარია.  არც ისე ბევრია მაგრამ მაინც მიხარია.ერთი სული მქონდა ოცდაორი სამუშაო დღე როდის ჩაივლიდა, ამ საღამოს ბანკომატთან რომ მივედი იმ დალოცვილმა ისე გამიღიმა ერთი კი ვიფიქრე ნახე ბანკომატსაც კი უხარია ხელფასს რომ ვიღებ მეთქი. რამდენი რამ დავგეგმე ამ ფულით, თუ არადა რა ცოტა ყოფილა, არაფერში არ მეყო, მაგრამ შენ გული არ გაიტეხო ცოტას ვიყიდი და ყველაფერს, თუ ყველაფერს ვერა ნახევარს. გმადლობ ღმერთო და კიდე სულ ცოტა ბედნიერება მინდა სულ ცოტა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები