ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2010


Recycle bin

მდინარე,
ის არ მოჩანს ჩვენი ფანჯრიდან,
რამოდენიმე ასაკით შორსაა სიყვარულის
მგრძნობელობა ამ ჩხრიალთან,
შიშველი სოფლელები სასქესო ორგანოებს რომ ყოფენ შიგნით.
ღმერთო ჩემო, ეს რა ჩაიდინე.

როდესაც ჩვენ გვირტყამდნენ ხელკეტებს,
როდესაც ჩვენ გვსურდა ერთმანეთი,
მაგრამ ჩვენს სექსს არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენის უფლება,
როდესაც ჩვენ ჩაგვყვიროდნენ: თავისუფლება ერებს შორის,
რომ ქალაქებს მიეცეთ ძილი,
როდესაც ჩვენს ბავშვურ გრძნობებს იფხანდა ომი, წითელი
აბრეშუმი.
როდესაც ჟამთა ცვლამ არაფერი დატოვა ჩვენში წმინდა,
როდესაც შევიცანით წელიწადში ბრუნვის ოთხივე მხარე
და როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტიეთ წუთში,
ჩევნ აღარ გვაქვს უფლება შევეხოთ ერთმანეთს,
თუნდაც ნივთებს, აზრებს, მანეკენებს, წიგნებს, ქვებს, ერთ საწილაინ ოთახებს
და აივნებს,
ყველანი მივხვდით:
თურმე რა შორსაა ეს მდინარე,
შიშველი სოფლელები, სასქესო ორგანოებს რომ ყოფენ შიგნით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები