ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა_გოგონა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 მარტი, 2010


იცი ჩემი ფანჯრების მიღმა სხვა სამყაროა. ეს სამყარო ისეთი ლამაზია, ისეთი მშვენიერი და ჩემი.
-სამაგიეროდ ჩემთან არაა არაფერი.
-არის უბრალოდ შენი ანარეკლის თვალიერებას შეეშვი და მის მიღმა უსასრულობაში გაიხედე. ხედავ? შენც შეგიძლია, შენც აღიქვამ . შენც ხომ ადამიანი ხარ, მერე რა რომ მხოლოდ გონებას უსმენ? ახლა ხომ ხედავ გულით. აი იმ ორგანოთი გულმკერდის მარცხენა მხარეს რომაა, თუ დაგავიწყდა უკვე მისი არსებობა?
-რა გასაკვირია, ის ხომ ასე სუსტად ფეთქავს.
-მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ აძლევ უფლებას გამოცოცხლდეს, აჩქარდეს... როდემდე იქნება ასე?
-არ ვიცი, აი შენ, სულ გულს ემორჩილები, მერე ამის გამო რამდენჯერ გიტირია?
-კარგი მეგობარო, იყოს შენ როგორც გინდა, მშვიდობით.
-შეხვედრამდე.
    5 წლის შემდეგ.
- გამარჯობა მეგობარო რამდენი ხანია მინახიხარ. როგორ ხარ?
- ალბათ კარგად. ყველაფერი როგზეა. კარგი სამსახური, სახლი, მანქანა.... მგონი რაღაც მაკლია.
- ხო მეც არ ამეწყო ყველაფერი კარგად.
- იქნებ იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ვცდილობდით ცხოვრების დაწყებას.
- ნამდვილად ასეა. ერთად უნდა ვიყოთ.
    1 წლის შემდეგ.
ყველაფერი თითქმის იდეალურადაა.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები