ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2010


ესა ვარ, რაც ვარ. . .

* * *
გადმოვალაგებ ბგერა-ბგერა,
და მარცვალ-მარცვალ.
ესა ვარ, რაც ვარ,
ესა ვარ, რაც ვარ.
გადმოვალაგებ სიტყვა-სიტყვა
და სტრიქონ-სტრიქონ.
თუ გინდ აუგად მოიხსენონ
და თუგინდ მიქონ.
გადმოვალაგებ გრძნობებს ლექსებად,
არაფერია მათ მოსასმენად თუ არ გეცლება.
გვადმოვალაგებ მარცვალ-მარცვალ
და ბგერა- ბგერა,
სულ შენი არის, ეს სიყვარუილი,
ნახე რამხელა!


* * *

ო, როგორ მინდა სიტყვების
ახმაურება ლექსებად,
როცა ეს გული ათასგვარ
ლამაზ გრძნობებით მავსება.
ვფიქრობ, ეს ფიქრი ოხერი
არა და აღარ მეშვება.
როგორ საოცრად ბინდდება,
თვალი წყალსა სვამს პეშვებად,
მე შენთან ყოფნა მინდება,
ღამეც მიწაზე ეშვება.

***
კალმის ერთი მოსმით
მინდა შეგამკო ლამაზ სიტყვებით.
ახლა ამოხეთქვას ლამობს გული
ისე მჭირდები.
გიჟივით მინდა ერთი მხოლოდ
თვალი შეგავლო.
სავსე ვარ შენით
შენზე ფიქრებით გავიჟღინთები
და წამლეკავენ, წამიღებენ
ამ გრძნობათ ზვირთები.
სულ შენთვის მინდა
საალერსო თბილი სიტყვები.
ო, როგორ მინდა ერთი მხოლოდ
თვალი შეგავლო.
რად გამაგიჟე, გადამრიე ასე
შე, ქალო!
( ო, როგორ მინდა
ერთი მხოლოდ თვალი შეგასწრო
რად გამაგიჟე, გადამრიე ასე
შე კაცო!)





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები