 | ავტორი: ან_კა ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2010 |
გაზაფხულის სუნი მეცა, გაგვახარა შენცა, მეცა. ელვარებდა მაღლა ზეცა, მე ცისფერი კაბა მეცვა. გაზაფხულის სუნი მეცა სიყვარულის გამიღვიძა მადა გული ისე გადაქანდა-გადმოქანდა ყველა ზრახვას ფარდა გადახადა. ვხვდები ვერსად გავექცევი სურვილს გაბრუებულს გაზაფხულის სუნით. დატრიალდა მაჭანკალი გაზაფხული გააღვიძა სიცოცხლე და სიყვარული.
*** ქარმა იქარა აქ კი, იქ არა. თოვლმა ითოვა, ფიფქი ითხოვა. მერე დაყარა მარტო დატოვა. წვიმამ იწვიმა, წვეთი იშიშვლა, ცრემლი იშვილა. დიდხანს იტირა. მერე იცი რა? დარმა იდარა მზე არ იცილა დიდხანს იცინა.
* * *
გაიშალა თმები ცამ, მუდამ სველი თმები. ისევ მცივა ძალიან ვეღარაფრით ვთბები. გაიშალა თმები ცამ უკვე თეთრი თმები, გარეთ ცივა ძალიან, და ღუმელთან ვთბები. გაიშალა თმები ცამ დააყარა მიწას ახლა უნდა ლამაზი სიყვარული იშვას!
* * *
აბიბინდა ჩემი სიყვარულის ველი აქ სინაზე ყვავის თეთრი ყვავილებით, სავსე არის გული მათი სურნელებით. აქ საოცრად სწრაფად გაიშალა გრძნობა. და მის ჩრდილში ვიცი, არ ამცდება თრობა აქ ოცნებამ უხვად გამოისხა კვირტი, მიყვარხარ და შენზე ლამაზ ლექსებს ვიტყვი.
*** დღეებია საგაზაფხულო როგორ გავძლო არ გინახულო. არ გირჩევდი გულის კარი დახურო დღეებია საგაზაფხულო.
*** მე მარტოობა ძლიერ არ მინდა და საუბრები მიწევს ამინდთან. ოდესღაც ნანატრი წამი ამიხდა, ჩემს მყუდრო კუთხეში ვზივარ და სარკმლიდან სივრცეს გავცქერი წვიმიან-ქარიანს. ახლა მარტო ვარ,თუმც მრავლად არიან ხალხი ვისთანაც მიმიხარია და სევდას უმალ ახდის საჭურველს, ის რითაც მათმა დამასჩუქრეს.
*** სიხარული, სიხარული სიხარული ულევი მოგიტანე, მიჩუქნია შენთვის თაიგულები იის, ვარდის, იასამნის, ნარგიზის თუ ტიტების ასე ძლიერ, რომ მიყვარხარ ნეტა როდის მიხვდები?
*** არა გაქვს უფლება მოწყენის, როცა ცას ხედავ მოწმენდილს. როცა მზე სითბოდ იღვრება არავინ არ იბღვირება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. "გაზაფხულის სუნი მეცა, გაგვახარა შენცა, მეცა. ელვარებდა მაღლა ზეცა, მე ცისფერი კაბა მეცვა"...
მშვენიერია. :) "გაზაფხულის სუნი მეცა, გაგვახარა შენცა, მეცა. ელვარებდა მაღლა ზეცა, მე ცისფერი კაბა მეცვა"...
მშვენიერია. :)
10. ესენი განსაკუთრებით მომეწონა!! გული გამიხალისეე ანნაა!! :* ესენი განსაკუთრებით მომეწონა!! გული გამიხალისეე ანნაა!! :*
9. გაიხარე თოკაკომლა გაიხარე თოკაკომლა
8. ძაან ლამზებია. 2 ქულა ჩემგან. მეტი არ მაქვს თორე არ დავისურებდი. გაუმარჯოს სავანეს! :):):):D ძაან ლამზებია. 2 ქულა ჩემგან. მეტი არ მაქვს თორე არ დავისურებდი. გაუმარჯოს სავანეს! :):):):D
6. სიხარული, სიხარული სიხარული ულევი მოგიტანე, მიჩუქნია შენთვის თაიგულები იის, ვარდის, იასამნის, ნარგიზის თუ ტიტების ასე ძლიერ, რომ მიყვარხარ ნეტა როდის მიხვდები? :-* სიხარული, სიხარული სიხარული ულევი მოგიტანე, მიჩუქნია შენთვის თაიგულები იის, ვარდის, იასამნის, ნარგიზის თუ ტიტების ასე ძლიერ, რომ მიყვარხარ ნეტა როდის მიხვდები? :-*
5. ესა-მესა გადის ესაა?! ესა-მესა გადის ესაა?!
4. ან-კა ბან-კას ეცა-მეცა :)) ან-კა ბან-კას ეცა-მეცა :))
3. მე ვიღიმები და გავდივარ :)
ლამაზებია ისე მე ვიღიმები და გავდივარ :)
ლამაზებია ისე
2. პირველი ცოტა ვერ,იგივეს გეტყოდი,რასაც მე მეუბნებიან:მეტი იმუშავე და კარგი გამოვა :) 2 ქულას ვტოვებ პირველი ცოტა ვერ,იგივეს გეტყოდი,რასაც მე მეუბნებიან:მეტი იმუშავე და კარგი გამოვა :) 2 ქულას ვტოვებ
1. ლამაზები და კარგებია... კარგი ხარ ქალავ!!! ლამაზები და კარგებია... კარგი ხარ ქალავ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|