ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანი-7
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2010


მხოლოდ შენ

შენ დაგტრიალებს მუდამ გული, გონება ჩემი,
შენსკენ მოილტვის მუდამ ფიქრთა კრებული ჩემი,
შენსკენ მოცურავს მუდამ ჩემი ოცნების გემი,
მოლანდება და სიზმარი ხომ შენა ხარ ჩემი.

თეო ასეა, ღვთაება და ღმერთი ხარ ჩემი,
ღვთის უქრობ ფიქრს და გონებას უნდა გადარო,
საღვთო ფიქრებით, მუდამ სახეგაბრწყინებული
გალაქტიკაში არსად არის შენი სადარო.

მე კი დავდივარ, ასე ლანდად გადაქცეული,
ვადიდებ უფლის და შენს სახელს ყოველთვის ერთად,
ხშირად შევდივარ სამებაში მარტო-ეული
და ვევედრები მე და თეო გვამყოფე ერთად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები