ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერი_მეისონი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2010


ფეეეეე

აზრად მდევს ზოგი,
მდევარია სატანაც ხან,
და ხანმა ჩუმად მოსწია პაპიროსი,
მე მაინც "რობ ზომბი" მირჩევნია.

დიდიე დომი დნეპრის პირეთში
ათარეშებდა ნაპოლეონის ნაჩუქარ ცხენს,
ჩუუ, ის აქ არის,
მე გავდივარ, ვიქნები ხვალ...

მდივანი დორის ლესინგის კვალობაზე,
ახალგაზრდაა,
თან მკერდის მექანიკური  სახეცვლილება,
ნაკლებად ეხატება გულზე უილის,
გლობუსზე წითლად მონიშნა ლონდონი.

ტურმიონ კატილოტის ჰანგები,
ნანად ჩამესმოდა, როცა უკრაინის სიმბოლო,
სარეცხის თოკზე გაფენილი პრეზერვატივები,
მეზმანა,
"გადადექი, გადადექი"


მიკი მაუსი ქალიშვილობის ინსტიტუტში აბარებს,
სანამ პროსტიტუცია ლეგალურ სახეს მიიღებდეს,
გეი კლუბებში სიარული უფრო ხელსაყრელია,
დამიჯერეთ, არ გატყუებთ..

"ხიდან ხეზე გადაფრნდა ჩიტი,
1234567",
განაცხადა ჯაბამ, და ავტომატი გატენა,
მე მაშინ სახლში არ ვიყავი,
თქვენ ბიძიებო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები