ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოძერია
ჟანრი: იუმორისტული
24 მარტი, 2010


ჩემი დაბადებისდღე

მაღვიძარამ როგორც ყოველთვის რვაზე დაიწყო კივილი, თუმცა მეღვიძა უკვე. დედაჩემისგან მახსოვდა ზუსტად ცხრის ხუთ წუთზე დაიბადეო. სიგარეტს გავუკიდე გულში ვლაპარაკობ დაბადების დღეს გილოცავ გიო, დღეს ოცდაერთი წლის გახდი რამდენი რამ გამოგივლია შე უსინდისო, მშიერიც დაგიძინია, მაძღარიც ამდგარხარ, ომში წასვლაც მოასწარი, სწავლაც და სამი სამსახურის გამოცვლაც. თითქმის გაიარე ნახევარი ცხოვრება ხოიცი.
  ტელეფონს გავხედე რამოდენიმე უცხო ზარი იყო, რამოდენიმე წერილიც, ისეთ ვიღაცეებს მოელოცათ სულ რომ არ ველოდებოდი, აჰა ეტყობა კიდევ ვახსოვარ ხალს, ნეტა ის როგორ მომილოცავს, რას მეტყვის???
აბაზანა  ცხელი ყავა და გამოვფხიზლდი, სამსახურში წასვლის დროც მოსულიყო, პაპკას ვალაგებ და მივდივარ(არასოდეს არ მიყვარდა სკოლაში პაპკით სიარული, სულ ჩანთა მქონდა ახლა კი ისე შემაყვარა თავი გვერდიდან ვერ ვიცილებ ნეტა რატო???, იცლებან ადამიანები და ხასიათებიც ეცლებათ) ზარის ხმაა მივვარდი ტელეფონს დედაჩემი იყო... (მეკი ის მეგონა) დედაჩემმა როგორც ყოველთვის დამლოცა, მომილოცა და მერე იტირა. სულ ტირის. ძალიან გულჩვილი ადამიანია, სულ ჩემზე ნერვიულობს, მეკი რა უსინდისო ვარ, თითქოს მეწყინა კიდეც სხვა ქალი რომ არ იყო, რაქვია ასეთ ადამიანს??? იდიოტი სხვა რა უნდა ერქვას აბა.
  სამსახურში შევალ ეხლა და დამესევიან, გილოცავთ ბატონო გიორგი, წარმატებები ბატონო გიორგი, დაკაცდით ჩვენს ხელში ბატონო გიორგი. ვერ ვიტან ასეთ პირფერ ხალხს, ვიცი ახლა რამოდენიმეს კარადის უჯრაში საჩუქარიც ექნება შენახული, განსაკუთრებით იმათ რომლებასც ვერ ვიტან, სამსახურში რომ გეღრიჭებიან და მერე როგორც კი საშუალება მოეცემათ ძირს გითხრიან. კარები შევაღე და დაცვამ ჩევულებრივი გამარჯობა მითხრა, მიყვარს ეს ულვაშა კაცი, ძალიან კეთილი თვალები აქვს, მთელი დღე ზის და კროსვორდებს ავსებს. თან არ არსებობს სადმე ცარილელი უჯრა დარჩეს, შვილები საბერძნეთში ყავს მარტო ცხოვრობს, ცოლი კაი ხნის წინს გარდაეცვალა, მაგრამ სხვა ქალს არც კი გაკარებიაო ამბობენ ბიჭები, სულ კოხტად და სუფთად აცვია. გამიკვირდა ჩვეულებრივი მოსალმება როგორც ყოველთვის ყველას დაბადების დრე ახსოვს. ნეტა რა მოუვიდა??? თანამშრომლებსაც არც არავის არ მოულოცია მეწყინა კიდეც, უბრალო მოლოცვას რა უნდა, არა შენც არ მომიკვდე, კაციშვილი ყურებს არ აპარტყუნებს. ეხ ეტყობა არც არავის არ ახსოვხარ გიო და შეეშვი, თანამშრობმლებს რა უნდა მოთხოვო ყველაზე მნიშვნელოვანმა, შენ ვისაც ელოდები იმასაც კი არ ახსოვხარ, ახია შენზე ახი, ტყულიდად დააწყვე გეგმები, კაციშვილს არ ადარდებს.
მთელი დღე ასე უაზრო ფიქრში გავატარე, სამი სესხი განვიხილე სულ. თან ბიზნესებიც არ მომეწონა და არ დავამტკიცე, ნუთუ მართლა არავის ვახსოვარ ეს ფრაზე არ ამომდის  თავიდან. თუ ერიდებათ, მაგრამ არ ვარ დესპოტი უფროსი სულ თორმეტი თანამშრომელი მყავს და სამის გარდა ყველასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, ის სამი კიდე აფერისტია და იმიტო არ ვარ ახლოს მათთან.
    უკვე სახლსში წასვლის დროა. აჰა გავახსენდი ეტყობა რაგაც სიურპრის მიმზადებს და იმიტომ არ დარეკა ოხ რა ხართ ეს ქალები.
  ჰო ან გისმენ.
  გიო მაჭარაშვილის  ბალანსი ორივე ერთად გინდა თუ ცალცალკე
  რა?? ეგ რომელია??
  ნაბეღლავის დისრიბუტორი
აჰა ეგ??, ეგ ცალცალკე მერე კაპიტალის შედარება რომ გამოვიყვანოთ
ჰო კაი გიო და სახლში არ მიდიხარ შენ თუ ღამისთევით ხარ??
არა ჯერ რაგაც საქმეები მაქ და მერე წავალ. რაში გაინტერესებს?
არა ისე თუ რამე ვერ გავიგე რომ დაგირეკო ხომ  შეიძლება?
ჰო კაი დამირეკე არაა პრობლემა. ჰო ისე დიდი მადლობა ან...
რისი მადლობა?
არა არაფერი ისე. ჰო კაი აბა კარგად
  ხომ დარწმუნდი ახლა რომ არ ახსოვს, დებილი ხარ ამხელა კაცი, ვის რაში აინტერესებს შენი დაბადების დღე, იმდენი სადარდებელი აქვს ხალხს, მაჭარაშვილის ბალანსს ითვლის ვერ ხედავ, ვის ახსოვხარ ან ვის ჭირდები, მაშინ ჭირდებით მარტო ფული რო შემოაკლდებათ, ან სესხია ჩქარა განსახილველი, ფუ თქვენი მაცალეთ თქვენი დღე დაიწყება ხვალ. თუმცა რას ერჩი ?? მერე რა თუკი შენი დაბადების დრე არ გაახსენდათ დიდი საქმე, ათასი პრობლემა აქვთ. წადი სახლში წადი აქ არავის ჭირდები. ვერ ხედავ დაღამდა უკვე. არც ქეიფი იქნება არც მოლოცვა, არც ტორტი, არც სანთლები და  არც კონიაკი, სათუთად რომ ინახავდი ჩემს დაბადების დღეზე უნდა დავლიოო, დაჯექი და სვი ახლა მარტო, ლოთაობა კი გიყვარს ისე.
  სადარბაზოსთან ვიღაც ბომჟი მიყუჟულა, ეტყობა სახლიც არა აქვს არც არაყი, ფუ ამის რა დღეშია ხალხი. მანქანა გავაჩერე და ავედი, თვალი მოვკარი ამ ბომჯს მობილური უკავია, ვაა საღოლ ერთი ამას დამიხედე რას მესიჯობს. ეხ ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს. ავყევი კიბეებს ერთი, ორი, სამი, ოთხი.... .... ოცი, ოცდაერთი, ოცდაერთი, ოცდაერთი... ეხ ვის ახსოვხარ რო??
  -დაბადების დრეს გილოცავ გიო, მაჭარაშვლის ბალანსი ვერ გამოვიყვანე... სამაგიეროდ არ დამვიწყებიხარ სულელო, გილოცავ და დიდ ბედნიერებას, სიყვარულს და უფლის წყალლობას გისურვებ... (ეს მაშინ არ გამიგია მერე ვნახე)
  -შენ აქ საიდან??
- რავი შენ გეგონა რომ დამავიწყდი, წამო ეხლა თორე გავიყინე
-ჰო კაი წავიდეთ
-მამიკოს ბარის გასარები მოვპარე, მაინც არაა აქეთ, არც არავინ არ იქნება დავჯდეთ და შენი დაბადების დღე ავღნიშნოთ გაწყობს?
-მაწყობს
ბარში შევიპარეთ როგორ ყოველთვის, დამტანჯა ამ ბარმა რა, ასჯერ მაინც ვიქნები აქ ნამყოფი და სულ ვიპარები თან უკანა კარებიდან, ერთხელ მღირსებოდა ნორმალურად შემოსვლა. შუქცის აინთო
-დაბადების დრეს გილოცავთ ბატონო გიორგი.....
ფუ თქვენი მეგონა არავის არ გახსოვდათ, ყველა აქ იყო შეკრებილი მეგობრიან-ძმაკაციან-თანამშრომლიანად თურმე ყველას ვახსოვარ და ვუყვარვარ. დაბადების დღეს გილოცავ გიო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები