დღეს 11-ია, ე.ი. ხვალ წელი მემატება, დაბადების დღე მაქვს, სულაც არ მიხარია... დღეს კი ჩემი ძმა უყურებს იდიოტურ სერიალ, - არა, იმპორტულს არა! ადგილობრივს ( განა მარტო მექსიკური ან ბრაზილიური სერიალებია იდიოტური...) ამიტომ ვზივარ ფანჯარასთან, ( მოხუცებულივით გავცქერი მიდამოს – რა მიდამოა ეგ სხვა საკითხია, წინ ნახევარ ჰორიზონტს “ხრუშოვ-კა” მიფარავს.) მოღრუბლულია, თითქოს თოვა უნდაო, მაგრამ არ იწყებს. ცივა. სიცივეში მგზავრი გარბის ტროტუარზე, არა, არც გარბის, უბრალოდ ჩქარა მიაბიჯებს, ეჩქარება. წვრილად იწყებს თოვას, არ მიხარია, არადა თოვლი ყოველთვის მიხაროდა აქამდე... თოვას უმატა, ბარდნის უკვე, უცნაური საყურებელია, ამდენი ხანია გავცქერი და მეჩვენება, რომ ფანჯრებთან უფრო სწრაფად თოვს, ვიდრე უფრო შორს, სივრცეში, ნეტავ რატომ?.. ლამპიონი აანთეს – დაბნელებულა, მშვიდად თოვს, ნისლი ჩამოწოლილა ახლოს, მთა – გორაკზე. ტროტუარს მოქალაქე მიუყვება, მობუზულია, სცივა, თავი კისრამდე ქურთუკის საყელოში ჩაურგავს, ქუდი წამოუფხატებია თავზე, ალბათ მხოლოდ თვალები უჩანს- მე ასე მგონია, სახელოებში დაუმალავს ხელები, პატარა აუჩქარებელი ნაბიჯებით მიუყვება ქუჩას, ნეტავ რატომ – განა არ სცივა?! სასაცილო სანახავია, გასაღიმარი მაინც... თითქმის ღამეა, თოვამ კიდევ მოუხშირა, სულ არ მახარებს, თოვისას დავბადებულს. ფანჯარასთან ცივა, ღრიჭოებიდან სიცივე შემოდის, ჩემი ძმა ისევ უყურებს იმ იდიოტურ სერიალს – ნეტა საქმე არაფერი აქვს?! ფანჯრიდან ვხედავ ქვედა მეზობლის საკვამურიდან ამომავალ მხრჩოლავ კვამლს – თბებიან, კარგია!.. ნაძვებს უკვე დააჩნდა თოვლი, ასე თუ გააგრძელა, ამაღამ ბლომად დადებს. ღამეა, თოვა მხოლოდ ლამპიონის შუქსეღა ჩანს, ნისლმა გორაკები გადმოლახა და ეხლა კორპუსებს ებჯინება, მაგარია! – პატარა ბავშვივით მიხარია, მიცურავ თითქოს, ნისლი კი არ მოდის შენთან, შენ მიდიხარ ნისლში, ვერაფერს ხედავ და მაინც მიდიხარ, შენს უკან ვიღაც, - თუნდაც შენი ძმა სერიალს უყურებს, შენს წინ, ახალგაზრდა, სასაცილოდ მობუზული მიუყვება ჩამოთოვლილ ტროტუარს, ფანჯარასთან კი მარტო შენ ხარ – კარგი გრძნობაა, თუმცა ოდნავ ცივი, მარტო შენ უყურებ ამ დროს ნისლიან ცხოვრებას, მარტო შენ ფიქრობ გაცურვას ნისლში. ( სხვათა შორის დიდხანს ფიქრი, ძნელი და კარგი თვისება ყოფილა.) ყველასთან ჩამოთოვა პირველი თუ მეორე თოვლით და მარტო შენ ხარ უკმაყოფილო, ალბათ მარტო შენ არ გიხარია ჩამოთოვლი-ლი ცხოვრება, მალე ამ თოვლსაც დაადნობს, მაგრამ არც ეს გაგიხარდება ჩამოთოვაზე მეტად! ნისლი უკვე შენს ფანჯარამდეა და ხვდები, რომ მოგწონს, იდუმალია, არა?! მის იქით არაფერი ჩანს, სადღაც – სილუეტები, დამაფიქრებელია, საოცრად, არანაირი ზედმეტი მოძრაობა არ იპყრობს შენს ყურადებას, საერთოდ ვერ ხედავ ამ დროს ვერაფერს, მაგრამ ყველაზე მშვიდად ამ დროს ფიქრობ ცხოვრებაზე და ხვდები, რომ ნისლი ის არ არის, რაც ბევრს ჰგონია – ფარდა, რომელიც ყველაფერს ფარავს, არა, ნისლი მხოლოდ იმას ფარავს, რაც ფიქრში გიშლის ხელს, ამ დროს ყველაზე ცოტას უნდა ხედავდე თვალით, მაგრამ ყველაზე მეტს შეიგნებ გონებით და ყველაზე მეტს გრძნობ გულით, თურმე ნისლი სულ არ ყოფილა ნაცრისფერი (-რა ცუდი ფერია) სუდარა, აპკი, ან რაიმე მსგავსი, არა, ის უბრალოდ იდუმალებით გარშემომცველი ფიქრია, რომელიც უფრო ნათლად დაგვანახებს ცხოვრებას... დასანანია, უკვე გაიფანტა, თოვა შეწყვიტა, ჩემი ძმაც აღარ უყურებს იდიოტურ სერიალს, არაღც მობუზული ახალგაზრდა მიუყვება თოვლიან ქუჩას, უკვე კარგად ბნელა, ნეტა კიდევ როდის ჩამონისლავს, სულ ამ ფანჯარასთან ხომ არ დაველოდები?.. თენდება... კიდევ ერთი უაზრო წელიწადი შეემატა ჩემს ცხოვრებას, კიდევ ერთი უაზრო თარიღი დაბადებიდან! რატომ უაზრო – იკითხავს ზოგი, რატომ, განა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ამ ერთ წელიწადში, განა ახალი არაფერი გაგიგია, განა არაფერი გაგხარებია?! – კი, როგორ არა, ალბათ იმაზე მეტიც, ვიდრე წარმოიდგენთ, მაგრამ რა, მეტი გონება, მეტი გამოცდილება – მეტი დაშვებული შეცდომიდან, კი ბატონო, მეტად განცდილი ცხოვრება, მაგრამ მერე რა?! ბოლოს სანამდე მიმიყვანს ეს მეტ-მეტობა?! – სრულცოდვილებამდე?! – დიახ, ერთი წლის ცოდვებით უფრო დამიმძიმდა სული, ერთი წლით უფრო მაგრად გამაკრა მიწას, ერთი წლით უფრო აუტანელი გამხადა და ამ ყველაფერთან რა მოსატანია ერთი წლის გონი და გამოცდილება, რომელიც ღმერთმა უწყის დამეხმარება, თუ – არაერთი წლის მერე, ისევ “ერთი წლით უფრო” არ მაძახებინოს, “ერთი წლით უფრო” ახლოს არ მიმიყვანოს სრულცოდვილებამდე! ამიტომ არ მიხაროდა თოვლი, ამიტომ! - განა ვერ მიხვდით, თოვლი თეთრია და მის ფონზე, ჰო იმ დასაწვავ თოვლის ფონზე, მე უფრო მკაფიოდ ვჩანდი, მხოლოდ ნისლი, ნისლი იყო ჩემი საფარი, ვიღაცის ლანდივით ვხედავდი საკუტარ თავს, იქ არც თოვლი ჩანდა და აღარც მე... ნეტავ ამის წამკითხავს რას უზამს თოვლი, გაახარებს?! –ვეჭვობ, რომ არა, ამ წლის თოვლი არა, მაგრამ მომავალი წლისა – ალბათ უფრო კი, არ ვიცი... წლები ივლიან, ისევ ითოვებს, ისევ ჩამოწვება ნისლი, ისევ ჩაივლის ზამთრის სიცივით მოღუშული და შეჭმუხნული მგზავრი, ისევ უყურებს ალბათ ჩემი ძმა იდიოტურ სერიალს, ისევ მივიღებ ალბათ მილოცვებს, კიდევ ერთი წლის გამოცდილებას, ისევ გავხედავ სპეტაკ თოვლს და ნეტავ ისევ მეწყინება მისი დანახვა?!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. - განა ვერ მიხვდით, თოვლი თეთრია და მის ფონზე, ჰო იმ დასაწვავ თოვლის ფონზე, მე უფრო მკაფიოდ ვჩანდი, მხოლოდ ნისლი, ნისლი იყო ჩემი საფარი, - განა ვერ მიხვდით, თოვლი თეთრია და მის ფონზე, ჰო იმ დასაწვავ თოვლის ფონზე, მე უფრო მკაფიოდ ვჩანდი, მხოლოდ ნისლი, ნისლი იყო ჩემი საფარი,
11. kidev didxans rom gefiqra me didi siamovnebit wavikitxavdi. iseti axlo gancdaa ,rom kargi surati(realuri) damexata da meti ra tu ara ragac nacnobi grznobis motana mkitxvelamde. warmatebebi kidev didxans rom gefiqra me didi siamovnebit wavikitxavdi. iseti axlo gancdaa ,rom kargi surati(realuri) damexata da meti ra tu ara ragac nacnobi grznobis motana mkitxvelamde. warmatebebi
10. თან მომეწონა და თან რაღაც დამაკლდა... :( თან მომეწონა და თან რაღაც დამაკლდა... :(
9. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
8. cxovrebiseulia da tan irealuric momwons:) cxovrebiseulia da tan irealuric momwons:)
7. ძალიან კარგი მიგნებები გაქვს...გენაცვალე .... მომეწონა :) ძალიან კარგი მიგნებები გაქვს...გენაცვალე .... მომეწონა :)
6. ვიღაცის ლანდივით ვხედავდი საკუთარ თავს, იქ არც თოვლი ჩანდა და აღარც მე...
მომეწონა :) კარგია :) ვიღაცის ლანდივით ვხედავდი საკუთარ თავს, იქ არც თოვლი ჩანდა და აღარც მე...
მომეწონა :) კარგია :)
5. წარმატებები!!! გაიხარე შენა!!! წარმატებები!!! გაიხარე შენა!!!
4. იყო რამდენიმე ადგილი, სადაც ნაწერმა ცოტა წაუბანალურა. თუმცა მთლიანობაში მომეწონა ძალიან...
დამაფიქრა, ავტორის არ იყოს... კარგად არის გადმოცემული... საინტერესო თხრობა... გასაგები ტერმინლოგიით...
მოკლედ გავდივარ დაფიქრებული და ნაწერით კმაყოფილი :) იყო რამდენიმე ადგილი, სადაც ნაწერმა ცოტა წაუბანალურა. თუმცა მთლიანობაში მომეწონა ძალიან...
დამაფიქრა, ავტორის არ იყოს... კარგად არის გადმოცემული... საინტერესო თხრობა... გასაგები ტერმინლოგიით...
მოკლედ გავდივარ დაფიქრებული და ნაწერით კმაყოფილი :)
3. განა ვერ მიხვდით, თოვლი თეთრია და მის ფონზე, ჰო იმ დასაწვავ თოვლის ფონზე, მე უფრო მკაფიოდ ვჩანდი, მხოლოდ ნისლი, ნისლი იყო ჩემი საფარი.
კარგია, მაგრამ სრულცოდვილობისგან სინანული და აღსარება გვიხსნის ხოლმე. განა ვერ მიხვდით, თოვლი თეთრია და მის ფონზე, ჰო იმ დასაწვავ თოვლის ფონზე, მე უფრო მკაფიოდ ვჩანდი, მხოლოდ ნისლი, ნისლი იყო ჩემი საფარი.
კარგია, მაგრამ სრულცოდვილობისგან სინანული და აღსარება გვიხსნის ხოლმე.
2. kargi fiqrebi iyo, mec momewona :) kargi fiqrebi iyo, mec momewona :)
1. ...ნისლი მხოლოდ იმას ფარავს, რაც ფიქრში გიშლის ხელს...
კარგია:) ...ნისლი მხოლოდ იმას ფარავს, რაც ფიქრში გიშლის ხელს...
კარგია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|