 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: პოეზია 1 აპრილი, 2010 |
ბებო და ევგენი I სერია (პილოტი)
ერთ-ერთ არ არსებულ სოფელში ცხოვრობდა ბებო თავის შვილ ევგენისთან და ვიღაც-ვიღაცებთან ერთად.
გმირები:
ბებო - ბებო. ბებოს და - ბებოს და. ევგენი პეტროლიუმი - ბებოს უმცროსი შვილი. კიკო - ევგენის უმცროსი ძმა. ჯოზეფინა - ბოზი.
________________________________
ევგენი:
ცის გუგუნის ხმა არვის გსმენიათ? არ გაგიგიათ ტალღების სუნთქვა? ქერა თმიანი არვის გინახავთ? ხო ჯოზეფინა არვის გინახავთ?
ბებო:
ვინ ჯოზეფინა, რა ჯოზეფინა, რა ქერა თმები ანდაც რა თმები, სადაც ყოფილა, რაც არ გვინახავს, რა საჭიროა ეს გარითმვები?
ხალხი:
ბებოს ნუ უსმენ ევგენი, ბებო დღითიდღე ბერდება, შენ სიზმარს ჰყვები თუ სხვისას, არ გინდა თხოვნა-ვედრება.
ევგენი:
არ გჯერათ ხალხნო, ის თმები ქერა? თქვენ არ გსმენიათ როგორ მღეროდა? მე მიმღეროდა, არ გჯერათ ხალხნო?! მე მიმღეროდა, მე მიმღეროდა...
ბებოს და:
ევგენი შვილო, უსმინე ბებოს, ქერა თმები ხომ ჰქონდა მასაც, ახალგაზრდობას ვერ დავიბრუნებთ, შენ კი ვერც სიზმარს და ვერცა ცხადსა.
ევგენი:
ძალა აღარ მაქვს, უკვე ვეცემი, არ მჯერა თქვენი უკვე სიტყვების, სადაც გაფრინდნენ უცხო გედები, იქითკენ წავალ, გავადევნები.
კიკო:
ევგენ ძმაო და ძმობილო, მეც შენთან წამომყოლია, გული ვერა ძლებს უშენოდ, თოფიც კი გამისროლია. დავკლავ თუ ვინმე ამ გზაზედ, შენ რამე გადაგეღობა, შენი ძმა კიკო ყოველთვის, კარდაკარ გადამეტობა.
ევგენი:
გადამეტობა რა არის, სიტყვას ვერ აბამ სიტყვასა, შენი იმედი, რომ მქონდეს, აქვე მომკლავდნენ ბრიყვასა.
კიკო:
ბრიყვასა რაღა კუკუა, რას მაწყებინებ შაირებს, ჩემი შველა თუ გჭირდება, დაგიკრავ დოლს და დაირებს.
ევგენი:
გმადლობ კიკო და ნახვამდის, გავყევი მე ჩემ მხარესა, გზად ჩემ ბებიას წავიყვან, მოკლედ შევაჭრი კარესა.
ბებო:
მაშ ასე ჩემო ევგენი, მაშინ არც მე ვარ მხდალია, დღესვე ვიპოვოთ ის ქალი, თორო ხვალ არა მცალია.
ბებოს და:
სად მიხვალ ჩემო დაია, მეც მანდ ვარ თუგინდ ქარია, თუ თქვენ რამეზე გაგცვალოთ, არ ვიყო კარგი ქალია.
ხალხი:
ამ სოფელს ვიღას ვუტოვებ, კიკომ გამართოს სოფელი? ვბრძანებ სუყველა გამოგყვეს, ახლა ჩემს ირგვლივ მყოფელი.
(სიმღერ-სიმღერით გაუყვნენ გზას)
სიმღერა:
წუხელ გზაზედ ქვაზედ ვარდზედ ამოდიოოოოოდაააააააა ვერგავიგე ჩემგან შენგან რა მომდიოდაააააააააა სადაც ვინმე უცხო იყო შემოდიოდაააააააა სააად? სა-დღაც, შე-მო-დიოოოოოოდაააააა.
I სერიის (პილოტის) დასასრული.
_____
გაგრძელება ან იქნება ან არა, ეს თქვენზეა დამოკიდებული ;)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. : )))))))))) გამეღიმა : )))))))))) გამეღიმა
6. გიშრომიათ,გარჯილხართ, მე არ ვარ ლიტერატორი,რომ ობიეტურად შევაფასო,აქ მიმგზავსებას ვხედავ{სოლომონის"სიმღერათა სიმღერები" დან{ 3 თავთან, ასე მომეჩვენა, ნაშრომში 5 ჩემგან გიშრომიათ,გარჯილხართ, მე არ ვარ ლიტერატორი,რომ ობიეტურად შევაფასო,აქ მიმგზავსებას ვხედავ{სოლომონის"სიმღერათა სიმღერები" დან{ 3 თავთან, ასე მომეჩვენა, ნაშრომში 5 ჩემგან
5. =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =))
კიკო რა კაცია :)) ევგენ ძმაო და ძმობილო, მეც შენთან წამომყოლია, გული ვერა ძლებს უშენოდ, თოფიც კი გამისროლია.
=)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) =))
კიკო რა კაცია :)) ევგენ ძმაო და ძმობილო, მეც შენთან წამომყოლია, გული ვერა ძლებს უშენოდ, თოფიც კი გამისროლია.
4. ქრისტე აღსდგა :)
5 ქრისტე აღსდგა :)
5
3. საინტერესოა, ველოდებიტ მეორე სერიას :) გადამეტობა :)))) საინტერესოა, ველოდებიტ მეორე სერიას :) გადამეტობა :))))
2. აი ასე უნდა წერო თანამედროვე შემოქმედმა! აი ასე უნდა წერო თანამედროვე შემოქმედმა!
1. არ მინდა გული გატკინო...რომ წავიკითხავ მერე გეტყვი კარგია თუ არა... შრომისათვის+1 არ მინდა გული გატკინო...რომ წავიკითხავ მერე გეტყვი კარგია თუ არა... შრომისათვის+1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|