ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაილო
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2010


მე, მე, მე, მე და კიდე მე - ყველაზე ეგოისტური მოთხრობა

  "აუ დედაზე და მამაზე აღარ დაწერო რა".
  "კარგი, აღარ დავწერ, აბა ვისზე დავწერო, ლილიზე?"
  "ლილიზეც ხომ დაწერე უკვე."
  "ჰო, დავწერე, მაგრამ ყველაფერი ხომ არ დამიწერია.
  "ყველაფერს ვერც დაწერდი ან რატომ უნდა დაწერო ყველაფერი ლილიზე, მერე შენ ცოტა დაგრჩება."
  "ჰო, მართალი ხარ... აბა რაზე დავწერო?"
  "აი, ვარსკვლავებზე და მთვარეზე და მზეზე არ დაწერო."
  "მაგაზე მე რომ არ ვწერო, ისედაც ყველა წერს."
  "ჰო, არც წვიმაზე, არც სითბოზე და თოვლზე და საერთოდ ბუნებრივ მოვლენებზე არ დაწერო."
  "არა, მაგაზეც ხომ წერენ ისედაც."
  "სიყვარულზეც არ ღირს მგონი, არც სიძულვილზე."
  "ანუ ორივე გამოირიცხა?"
  "ჰო, მასე გამოდის, სიყვარულზე ახალს ვერაფერს დაწერ ისეთს რომ ვინმეს რამით დაამახსოვრდე, მაინც გავლენებიო იტყვიან და სიძულვილზე თუ დაწერ არც ეგ გამოვა, მერე დიდი სიყვარული დაიჩაგრება."
  "შენ რაღაცეები აურიე ეხლა. სიძულვილზე წერა მეზარება, მაშინ ისევ მშობლებზე უნდა ვწერო, მერე მეტყვიან მშობლებზე ცუდი რამის თქმა არ შეიძლებაო, ამათმა ჭკუის დარიგებამ ტვინი წაიღო."
  "ჰო, ნეტა ადამიანები სხვას რომ არიგებენ ჭკუას თვითონ როგორ იქცევიან? ანუ ზუსტად ცხოვრობენ?"
  "ზუსტად არა, ნუ მაცინებ. იმათ ის მოწონთ შენ რომ გასწავლიან ცხოვრებას, თორემ აბა მათ ასწავლოს ვინმემ, წარმომიდგენია რა სახე უხდებათ და როგორ კუმავენ ტუჩებს სიბრაზით ან თუნდაც ზიზღით."
  "შენ არ ასწავლი სხვებს ჭკუას?"
  "მე?"
  "ჰო, შენ."
  "მე რაში მაინტერესებს, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს, ყველას თავისი აწუხებს მაინც, მე ვის რა უნდა ვასწავლო."
  "ჰო, რა."
  "ვახ, რაზე დავწერო? აი ის რო დავწერო, გუშინ ქუჩაში გიჟი ქალი რო შემხვდა, ჩემი ოქროულობა შენი წაღებულიაო?"
  "მაგაზე რა უნდა დაწერო, ეგ გითხრა და გაიარა."
  "რა ვიცი, რამე ისტორიას მოვუგონებ, მაგალითად როგორ გაგიჟდა, ქმარს და ოჯახს ამოვუწყვიტავ, მდიდარ ოჯახს გავუღარიბებ და ვინმე ჩემნაირ ტიპს ჩავუსახავ გონებაში, რომელიც ყველა უბედურების თავი და თავი გონია."
  "მოიცა რა, არ გეზარება?"
  "კი, მაგრად."
  "ჰოდა მოეშვი."
  "ეეე, აბა იმას ხო არ დავწერ რუსკა როგორ შემომეხმარა?.."
  "ეგ რა დასაწერია, პორნოგრაფიას ხომ არ დაწერ."
  "პორნოგრაფია რა შუაშია?"
  "რუსკა პორნოგრაფიაა აბა რა არი?"
  "ჰო, რავი."
  "ჰო, მე არ წავიკითხავდი მაგაზე რომ დაგეწერა."
  "არ ვწერ, დაწყნარდი... აი იმაზე რო დავწერო, ახალი ქართული სერვერი რო იქმნება CS-ს?"
  "ცნობარი ხარ თუ მთხრობელი?"
  "რა ვიცი, ძაღლებზე დავწერ მაშინ."
  "რა ძაღლებზე?"
  "რა ვიცი, მაწანწალა და ჯიშიან ძაღლებზე."
  "სულ გაგიჟდი ხო?"
  "რატო, აი, დავწერ რა მოხდებოდა ჩემი ძაღლი რომ მაწანწალა დაბადებულიყო, რა ცხოვრებით იცხოვრებდა..."
  "უეჭველი ქუჩურს მიაწვებოდა, ძუნკალი Graff რა როჟა იქნებოდა."
  "გაჩუმდი, იგრძნო მგონი რომ ვღადაობთ, თავი აწია."
  "შენ დაიწყე, მე რას მაჩუმებ."
  "აუ, ძილზე დავწერ. მე ხო სულ შევ-თეთრ სიზმრებს ვხედავ, კინო ფირივით და ერთი სიზმარი მაქ, სულ სახრჩობელა მესიზმრება და მერე აი, რომელ ფილმშია აღარ მახსოვს, სახრჩობელაზე რო მღერიან, მერე ისე ვიწყებ ხოლმე სიმღერას და ეს ჯალათი თუ ვინც არი, თოკს მიჭრის ხოლმე და მეღვიძება."
  "აუ, რეებს იტყვი ხოლმე რა. არ გეყო?"
  "კაი, მაშინ არაფერზე დავწერ."
  "და შენი აზრით აქამდე რაზე წერდი?"
  "მართლა მომწყინდი, წავედი მე Webber-ს მოვუსმენ ან "ლენინგრადს"
  "მე დავიძინებ, ასეთ სისულელეზე აღარ შემაწუხო ხოლმე."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები