ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2010


ღამის სიგრძევ...

ღამის სიგრძევ,უდიდესო,შენ წეროზე
არ აკრძალო პოეტისთვის აქ თამაში...
სული არის სადღაც ზეცის კენწეროზე
და ხორცი კი უსასრულო აკლდამაში!
უძილობავ,დამმორჩილდი,დამემონე!
სად წავიდე?ან აქეთ და ან მე იქით...
პიკასოა,გოგენია და მე,მონე
სალანდეთი მოხიბლული ვან დეიკით.
აღარ მინდა სიგარეტი და "ბიძია
თომას ქოხი", აღარ მინდა თომას მანი...
მთაწმინდაზე გალაკტიონ ტაბიძეა
და მონმარტზე თავად გი დე მოპასანი.
ეს რითმები უფსკრულია,ამ ლექსს პირი
ისე უჩანს,თითქოს თვლემდეს ქარაფიდან,
იღვიძებენ სერვანტესი და შექსპირი,
წიგნოთეკის უმტვრიანეს კარადიდან.
ღამის სიგრძევ,უდიდესო,შენ წეროზე
არ აკრძალო პოეტისთვის აქ თამაში...
სული არის სადღაც ზეცის კენწეროზე
და ხორცი კი უსასრულო აკლდამაში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები