 | ავტორი: მაილო ჟანრი: პროზა 12 აპრილი, 2010 |
ერთი მეგობარი მყავდა, სახელსაც არ დავწერ იმდენად უმნიშვნელოდ ვთვლი ამ ამბისთვის მისი სახელის ხსენებას და არც ისე მინდა გამომივიდეს, რომ მის სახელზე ავაგო მოთხრობა და სათაურადაც შვიდ ასოიანი ასოთშეთანხმება წამოვჭიმო. მოკლედ, ეს ჩემი მეგობარი ახლა აქედან ძალიან შორს ცხოვრობს, მეგობრებიც აღარ გვქვია, ბავშვობაში ვძმაკაცობდით, ვძმაკაცობდით რა, მე მე-4 სართულზე ვცხოვრობდი ის მე-2-ზე, ჰოდა, გადმოდგებოდა აივანზე და მიყვიროდა ჩამო ბურთი ჩამოაყოლე და ვითამაშოთო. მეც, ჩავრბოდი და ფეხბურთს ვთამაშობდით. ჰოდა, გუშინ მითხრა ვიღაცამ, აი ის, ჩვენი მეზობელი რომ იყოო, რო ძმაკაცობდითო, თურმე გაგიჟებულაო, ვიღაცეებს ხედავს და ელაპარაკებაო, ვახ-მეთქი შევიცხადე, კლინიკაში დაუწვენიათ თურმე და შიზოფრენიკად ითვლებაო. დარდით არ მოვმკვდარვარ, მაგრამ რაღაცამ გამკრა და ჩაფიქრებული გავედი ეზოდან. "ვაახ გაგიჟებულა ხედავ შენ? ჰეჰ, მაგარი როჟა იყო, გახსოვს რა რიჟა თმა ქონდა?" "კი, როგორ არ მახსოვს, მაგის გამო არ იყო "თავპაჟარას" რო ეძახდნენ?" "მერე ხო მივბეგვეთ ერთი-ორი კარგადაც?" "რა მიბეგვეთ პატრონი ვერ გცნობდათ სახლებში რომ აბრუნდით..." "არა, რას ამბობ, მაგარი ვთხლიშე ანზორას." "ჰო, იმიტომაც იყო ბებიაშენი მოსაკლავად რო მისდევდა დედამისს, რა დაგაკერა აღარ გახსოვს?" თვალზე ხელი მოვისვი და თავი ვიმართლე: "პირველი ხო მე ვხიე?" "პირველი კი, ვერ დაგიკარგავ. ისე, ანზორა არ იყო, ეს ამბავი რომ გამცნო წეღან?" "ჰო, ეგ ანზორა იყო." "სინდისის ქენჯნა არ აწუხებს ნეტა? ვინ იცის რო უბათქუნა იმ წითელ თავში იმიტო შეერყა აზრები." "..." "რას მიყურებ? ეგრე არ იყო თუ რა?" "აუუ, ვინა ხარ შენ რააა?!" "რა ვიცი, შენ რომ გკითხო ჯიმშერა ვარ მუჯირი, შენიანი" "ჩემიანი?" "ჰო, რავი, სულ შენ გუნდში ვარ და ვისიანი ვარ აბა? " "ანზორა რო ვერ გხედავს? ვერავინ რო ვერ გხედავს რანაირი ჩემიანი ხარ?" "რო ვერ მხედავს იმიტო ვარ შენიანი." "ეეე, ატრაკებ ეხლა რა..." "მე კი არა, შენ ატრაკებ ეხლა და მოეშვი ამ ყვირილს და ხელების ქნევას ჰაერში, თორე გაგაქანეს "თავპაჟარასავით" კლინიკაში "ხმებთან" ლაპარაკისთვის"...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჰა ჰა თავპაჯარას არა მაგრამ პაჟარას კი მეძახდნენ ოდესღაც :D
ეხლა "რიჟა" მოვირგე დ ავატარებ ამაყად :D რიჟებს რა უნდათ საგიჟეთში რიჟები უნდა პარლამენტში ისხდნენ :D (ეს ისე რა იქნებ "მიშამ" ნახოს ეს კომენტი დ ადაფიქრდეს ამ საკიტხზე :D )
რიჟაზეა და რა უნდ ავთქვა მაგარია!!!!!! :)
ჰა ჰა თავპაჯარას არა მაგრამ პაჟარას კი მეძახდნენ ოდესღაც :D
ეხლა "რიჟა" მოვირგე დ ავატარებ ამაყად :D რიჟებს რა უნდათ საგიჟეთში რიჟები უნდა პარლამენტში ისხდნენ :D (ეს ისე რა იქნებ "მიშამ" ნახოს ეს კომენტი დ ადაფიქრდეს ამ საკიტხზე :D )
რიჟაზეა და რა უნდ ავთქვა მაგარია!!!!!! :)
6. ჰაჰ, მომწონს :) ჰაჰ, მომწონს :)
5. :) თავპაჟარები მიყვააააააააააარს :) თავპაჟარები მიყვააააააააააარს
4. აუუუ... რა კარგია... მაგრად მომეწონაა :) ხალხმრავლობაში არ გამართო ასეთი დიალოგები, თორემ "თავპაჟარას" მეზობლობა არ აგცდება :-P აუუუ... რა კარგია... მაგრად მომეწონაა :) ხალხმრავლობაში არ გამართო ასეთი დიალოგები, თორემ "თავპაჟარას" მეზობლობა არ აგცდება :-P
3. :D დღეს საიტი აშკარად ხუმრობის ხასიათზეაა :D :D დღეს საიტი აშკარად ხუმრობის ხასიათზეაა :D
2. კარგი იყო :D 5+5=:) კარგი იყო :D 5+5=:)
1. არ მომეწონა! არ მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|