 | ავტორი: თე_თე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 14 აპრილი, 2010 |
დამესიზმრე ... გეხვეწები, გემუდარები, გთხოვ მამა დამესიზმრე რა ....
იცი მა, ამ სიტყვის დაძახება როგორ მენატრება ? იცი მა, შენი თვალები როგორ მაკლია ? იცი მა, ხანდახან მგონია რო მავიწყდები , სულ მავიწყდები - შენი აჩრდილი მახსოვს მხოლოდ ... არადა საკმარისად დიდი ვიყავი შენ რომ წახვედი ... მა, რატომ? ის დღე მახსოვს მა , შენ რომ უკანასკნელად გნახე ...იმ დღეს მე ვერასოდეს დავივიწყებ მა ,იმიტო რო შენ გული გატკინე ... არ ვიცოდი მა , გამოსწორების შანსი თუ აღარ მექნებოდა ... ეს საქციელი მა , შენი მიწით შევფუთე ბოლოს რო ვიყავი და შენი გალავნით შემოვფარგლე გახსოვს ? მე მახსოვს მა , ის თუ გახსოვს როგორ მიყურებდი შორიდან იმ ბომბორას თვალებით ? მე მივხვდი მა, ის რომ შენ იყავი ... მხოლოდ შენ შეგეძლო ასეთი თვალები გქონოდა და ასეთი სიყვარული გდგომოდა მზერაში... უკან მომყვებოდი მა, სახლამდე მომაცილე და მერე ისე უცებ გაქრი ,როგორც გამოჩდი... იცი მა , ის ნათება ცაზე სხვებმაც დაინახეს ... მე კი ვიჯექი და ცრემლისფერი მზერით გიყურებდი და ვიცოდი რომ შენ იყავი ... ის ნაცრისფერი მონატრება და მოვარდისფრო სულის შვება იყავი , რომელიც ცაზე ირეკლებოდა ... მაპატიე მა , 8 წელია საგულდაგულოდ გმალავ სულის სკივრში და საფარველად სევდას გადებ... მაპატიე მა , ყველას და ყველაფერს ვამზეურებ ... შენი მონატრების გარდა ... მაპატიე მა , ის შვილი ვერ დავდექი შენ რომ იამაყებდი ... მაპატიე მა, ის სიზმრებიც მაპატიე ყველა რომ მეზმანება შენს გარდა ... და გიხაროდეს მა , სულ შენი ხასიათი გამომყვა ... შენი ნიჭი და შენი თვალები ...
იცი მა , ისეც მინდა გიხაროდეს რომ შენსავით უბოროტო ვარ , შენსავით მიყვარს ადამიანები და ადამიანობა . ოღონდ მაპატიე მა ,შენსავით ცხოვრების დასრულება არ მინდა დამებედოს სატანჯველ ფიქრებად ...
გახსოვს მა , გამუდმებით ხალხის სიყვარულს როგორ მინერგავდი ? მე მახსოვს ... და ისეც მახსოვს ყველაში როგორ გეძებდი შენ ...
გახსოვს მა , უკანასკნელ კაპიკს როგორ აძლევდი მეზობლის ოჯახს? მე მახსოვს ... და მატერიალურს ვერაფერს ვერ ვიტან მას შემდეგ ...
გახსოვს მა, შენი დანახვა როგორ მიხაროდა ? მე მახსოვს ... და იგივეს განცდას ვნატრობ ყოველდღე ...
მენატრები მა , შენთან წამოსვლას ვფიქრობდი ხშირად იცი? ... მაგრამ ვერ გავბედე მა , შენ არ მაპატიებდი მა , არც უფალი ...და ვერ გავბედე ...
იცი მა , ვცდილობ კარგი ვიყო შენ გამო... ისეთი ვიყო შენ რომ გაგიხარდებოდა ... მაგრამ ხშირად ვიქცევი გზადაგზა ... მაგრამ გიხაროდეს მა , შენ რომ გინდოდა იმაზე ძლიერი გოგო გყავს ეხლა ...
იცი მა , ადამიანების ცნობა ვისწავლე , შენსავით ბრმად არ ვენდობი ხალხს და ვხედავ რა ხდება მათ სულში -გულის გზების გავლით ...
მენატრები მა , უსაშველოდ , ცრემლებად დაღვრილი მონატრებით და ოცნებად გაფანტული სევდით მენატრები მა ... დამესიზმრე გთხოვ ... სიზმარში მოდი მა , ჩამომიჯექი ლოგინის კუთხესთან და მეც პატარა ბავშვივით ჩამოგადებ კალთაზე თავს , ისე როგორც ეს ადრე იყო და გეტყვი : მიყვარხარ მამიკო ... და გულიანად მოგიყვები ამ 8 წელს ... ამ უშენობით გაჯერებულ 8 წელს ... ვიცი გეტკინება მა , ყველა ის ტკივილი გეტკინება მე რომ მეტკინა , ვიცი ყველა იმ ცრემლს დაღვრი , მე რომ დამიღვრია ... ვიცი ყველა იმ საყვედურს გამიმხელ 8 წელმა რომ დაიტია .... ვიცი მა , ვიცი როგორ გამკიცხავ ყველა შეცდომის გამო , როგორ ჩამიკრავ გულში ყოველი სწორად გადადგმული ნაბიჯისთვის , ვიცი მა , ვიცი როგორ მოისმენ 8 წლის ამოუთქმელ პატიებას... და ისეც ვიცი მა , როგორ მეტყვი : მე არც ერთი წუთით არ მწყენია შენი ბავშვური საქციელიო ... და ბოდიშს როგორ მომიხდი , რომ ასე წახვედი ... უნახავად ,უკოცნელად, დაუტირებლად ...
მაპატიე მა , შენ თავთით რომ ვერ ვიჯექი და შენს ყვავილებს წყალს რომ ვერ უცვლიდი ... მიზეზები შენც კარგად იცი მა ... მაპატიე მა, ეს დაუსრულებელი მონატრება მაპატიე ...
იცი მა ,კიდევ უთვალავი სიტყვა დამრჩა ამოსაბეჭდი , კიდევ უთვალავი გრძნობა გასამხელი და უსაშველოდ დიდი ტკივილი გადმოსაცემი... მაგრამ ამას მერე მოგიყვები მა , შენ დამესიზმრე ოღონდ გთხოვ ...
მენატრები და ისევ ისე მიყვარხარ მამიკო ... შენი გიჟი და ტკივილამდე საყვარელი თე...
დამესიზმრე მა, გთხოვ ...
თარიღი: უშენოდ გატარებული 8 წელი ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
59. კაიზერ სოზა , უღრმესი მადლობა :-* ღმერთს ებარებოდე მუდამ : ) კაიზერ სოზა , უღრმესი მადლობა :-* ღმერთს ებარებოდე მუდამ : )
58. guli amomivarda, dzalian dzalian kargi xar... gmerti shensken! warmatebebi momavalshiiiii guli amomivarda, dzalian dzalian kargi xar... gmerti shensken! warmatebebi momavalshiiiii
57. +2,,,, ვწუხვარ +2,,,, ვწუხვარ
56. გაიხარე ქეთუს :-* ღმერთმა ქნას არ გამოგეცადოს ეს :-* მადლობა :) გაიხარე ქეთუს :-* ღმერთმა ქნას არ გამოგეცადოს ეს :-* მადლობა :)
55. რა სევდიანია, ; ( ძალიან ვწუხვარ და კიდევ უფრო მეტად მივხვდი მშობელი რა ძვირფასია ; ( რა სევდიანია, ; ( ძალიან ვწუხვარ და კიდევ უფრო მეტად მივხვდი მშობელი რა ძვირფასია ; (
53. აურზაური, დიდი დიდი მადლობა,
გაიხარე :-* აურზაური, დიდი დიდი მადლობა,
გაიხარე :-*
52. კარგი გოგო ხარ თე... კარგი გოგო ხარ თე...
51. კრაპლაკი ,გაიხარე შენ :-* :) არა მე არა ... ჩემი მა იყო სასწაული :) კრაპლაკი ,გაიხარე შენ :-* :) არა მე არა ... ჩემი მა იყო სასწაული :)
50. გავოცდი.... გავოგნდი..... სული ამიწრიალდა.... სასწაული ხარ თე_თე........ გავოცდი.... გავოგნდი..... სული ამიწრიალდა.... სასწაული ხარ თე_თე........
49. გაიხარე ოთარ ... მადლობა ,არ ვწერ კარგად ,უბრალოდ რასაც ვგრძნობ იმას ვწერ :) და აქ რატომღაც გონიათ ,რომ უფრო მეტზე მაქვს ამბიცია ...
დიდი ,მადლობა :) გაიხარე ოთარ ... მადლობა ,არ ვწერ კარგად ,უბრალოდ რასაც ვგრძნობ იმას ვწერ :) და აქ რატომღაც გონიათ ,რომ უფრო მეტზე მაქვს ამბიცია ...
დიდი ,მადლობა :)
48. აქ რა ამბები ყოფილა:) მოდი მე მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი ჩემს სათქმელს: კარგად წერ შენ თე, წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში! ;) ;) ;) აქ რა ამბები ყოფილა:) მოდი მე მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი ჩემს სათქმელს: კარგად წერ შენ თე, წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში! ;) ;) ;)
47. ველური. :-* გაიხარე :) ველური. :-* გაიხარე :)
46. თარიღი: უშენოდ გატარებული 8 წელი ...
5 თარიღი: უშენოდ გატარებული 8 წელი ...
5
45. მერცია, :-* :-* გაიხარე შენ :-* მერცია, :-* :-* გაიხარე შენ :-*
44. მაპატიე მა , შენ თავთით რომ ვერ ვიჯექი და შენს ყვავილებს წყალს რომ ვერ უცვლიდი ... მიზეზები შენც კარგად იცი მა ... მაპატიე მა, ეს დაუსრულებელი მონატრება მაპატიე ...
რა თბილია თე_თე... მომეწონა... :) :* მაპატიე მა , შენ თავთით რომ ვერ ვიჯექი და შენს ყვავილებს წყალს რომ ვერ უცვლიდი ... მიზეზები შენც კარგად იცი მა ... მაპატიე მა, ეს დაუსრულებელი მონატრება მაპატიე ...
რა თბილია თე_თე... მომეწონა... :) :*
43. დიდი ,დიდი და უმადლიერესი მადლობა შენ :-* დარწმუნებული ვარ შენი მამაიკოც ძალიან ამაყობს შენით და მუდამ იამაყეებს :-* დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის და გაგებისთვის ცირა :-* უფალი გფარავდეს მუდამ :-* დიდი ,დიდი და უმადლიერესი მადლობა შენ :-* დარწმუნებული ვარ შენი მამაიკოც ძალიან ამაყობს შენით და მუდამ იამაყეებს :-* დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის და გაგებისთვის ცირა :-* უფალი გფარავდეს მუდამ :-*
41. 4საათი გადაცდა შუა ღამეს... წყვდიადით გაფანტული გონება უცებ შენმა ნაწერმა მომიკრიბა... არ ვიცი რა დამემართა. თითქოს წამით მე ვიყავი შენ.... ვიტირე.... ბევრი.... მე მამის უდუდესი თაყვანისმცემელი ვარ, არ არსებობს მამაჩემზე უფრო დიდი და ღრმა ჩემს ცხოვრებაში (რათქმა უნდა უფლის გარდა)... მიყვარს... არა ძალიან მიყვარს... მისთვის ვცოცხლობ, მისთვის "ვათევ", მისთვის ვხატავ, მისთვის ვმღერი, მისთვის ვცეკვავ და ბედნიერი ვარ ყოველ წამს, როცა მის გადაღლილ თვალებს ვუცქერ, რომელმაც აგერ უკვე ნახევარი საუკუნე გადმოიარა... საფიცარია ჩემთვის მისი გურული კაცისთვის ჩვეული, ულვაშებიანი კეთილი ღიმილი... ჩემი ცხოვრება მანამ იქნება აზრიანი სანამ მეცოდინება რომ მამის იმედები გავამართლე... შენ კი როგორც ჩანს უკვე გაამართლე... თე.... უბედნიერესია შენი მამიკო იქ სადაც ახლა არის, რომ ასეთი ყავს შვილი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს... 4საათი გადაცდა შუა ღამეს... წყვდიადით გაფანტული გონება უცებ შენმა ნაწერმა მომიკრიბა... არ ვიცი რა დამემართა. თითქოს წამით მე ვიყავი შენ.... ვიტირე.... ბევრი.... მე მამის უდუდესი თაყვანისმცემელი ვარ, არ არსებობს მამაჩემზე უფრო დიდი და ღრმა ჩემს ცხოვრებაში (რათქმა უნდა უფლის გარდა)... მიყვარს... არა ძალიან მიყვარს... მისთვის ვცოცხლობ, მისთვის "ვათევ", მისთვის ვხატავ, მისთვის ვმღერი, მისთვის ვცეკვავ და ბედნიერი ვარ ყოველ წამს, როცა მის გადაღლილ თვალებს ვუცქერ, რომელმაც აგერ უკვე ნახევარი საუკუნე გადმოიარა... საფიცარია ჩემთვის მისი გურული კაცისთვის ჩვეული, ულვაშებიანი კეთილი ღიმილი... ჩემი ცხოვრება მანამ იქნება აზრიანი სანამ მეცოდინება რომ მამის იმედები გავამართლე... შენ კი როგორც ჩანს უკვე გაამართლე... თე.... უბედნიერესია შენი მამიკო იქ სადაც ახლა არის, რომ ასეთი ყავს შვილი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს...
40. დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის ... გაიხარე შენ :*:*:* :) დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის ... გაიხარე შენ :*:*:* :)
39. აქ მერამდენედ მოვდივარ აღარ მახსოვს, მაგრამ ვერ გიტოვებდი ვერაფერს .. შენი ტკივილის მეათასედი მეტკინა.. ძალიან კარგი ხარ ამ ყველაფრით აქ მერამდენედ მოვდივარ აღარ მახსოვს, მაგრამ ვერ გიტოვებდი ვერაფერს .. შენი ტკივილის მეათასედი მეტკინა.. ძალიან კარგი ხარ ამ ყველაფრით
38. გენაცვალე მე შენ :* გაიხარე ... ვიცი , როგორ არ ვიცი... უბრალოდ სიზმარში აღარ მოდის მა ... გენაცვალე მე შენ :* გაიხარე ... ვიცი , როგორ არ ვიცი... უბრალოდ სიზმარში აღარ მოდის მა ...
37. თე.... ეხლა ისე მეტკინა ეს ნაწერი... სიტყვებს ვერ ვპოულობ ... შენ ხომ იცი თეე ისინი სულ ჩვენთან არიან... ისინი ჩვენს გულებში ცოცხლობენ... თე.... ეხლა ისე მეტკინა ეს ნაწერი... სიტყვებს ვერ ვპოულობ ... შენ ხომ იცი თეე ისინი სულ ჩვენთან არიან... ისინი ჩვენს გულებში ცოცხლობენ...
36. :* გენაცვალე :) გაიხარე შენ :) :* გენაცვალე :) გაიხარე შენ :)
35. აუ რა თეეეეე ;( ჯრუანტელმა დამიარა ტანში :( აუ რა თეეეეე ;( ჯრუანტელმა დამიარა ტანში :(
34. გენაცვალე მე შენ მაკოსია :* :) ღმერთმა დაგიფაროს რომ ეს გამოსცადო :)
და უფალი გფარავდეს მუდამ . :* არ იტირო გთხოვ :* შენ მშობლებს უნდა უხაროდეთ რომ ესეთი კარგი ხარ :* გაიხარე და ცრემლი შეიშრე ;( გენაცვალე მე შენ მაკოსია :* :) ღმერთმა დაგიფაროს რომ ეს გამოსცადო :)
და უფალი გფარავდეს მუდამ . :* არ იტირო გთხოვ :* შენ მშობლებს უნდა უხაროდეთ რომ ესეთი კარგი ხარ :* გაიხარე და ცრემლი შეიშრე ;(
33. იცი როგორ მეშინია?? გაფიქრებაც კი მატირებს. ჩემს მამიკოს რამე რომ დაემართოს, არ ვიცი რას ვიზამ და როგორ ვიქნები. ერთადერთი მომენტი იქნება, რომელზეც ეხლა ვერ ვამბობ ღმერთზე რას ვიფიქრებ. ძალიან დიდი სიყვარულის გამო მამისადმი, ვამბობ ხოლმე, რომ , არ ვიცი მასეთ განსაცდელში რა აზრები მომივლენ. ოღონდ დიიიიდხანს არავის მამას აღარაფერი დაემართოს რა :(( კიდე ვტირი, თან ძალიან. დიდხანს გიცოცხლოთ ღმერთმა ყველას მშობლები, ჯანმრთელად რაც მთავარია. იცი როგორ მეშინია?? გაფიქრებაც კი მატირებს. ჩემს მამიკოს რამე რომ დაემართოს, არ ვიცი რას ვიზამ და როგორ ვიქნები. ერთადერთი მომენტი იქნება, რომელზეც ეხლა ვერ ვამბობ ღმერთზე რას ვიფიქრებ. ძალიან დიდი სიყვარულის გამო მამისადმი, ვამბობ ხოლმე, რომ , არ ვიცი მასეთ განსაცდელში რა აზრები მომივლენ. ოღონდ დიიიიდხანს არავის მამას აღარაფერი დაემართოს რა :(( კიდე ვტირი, თან ძალიან. დიდხანს გიცოცხლოთ ღმერთმა ყველას მშობლები, ჯანმრთელად რაც მთავარია.
32. ვაიმე :| :( არ იტირო გთხოოვ რაა ... მაპატიე ,შენი ცრემლების მიზეზი თუ გახდა ეს ნაწერი ;(
გენაცვალე მაკოსია ... მეც ვტირი და ერთად ვიტიროთ მაშინ .თუმცა ამბობენ , საუკუნო სასუფეველში ცრემლები არ უყვართო :(
დიდი, ძალიან დიდი მადლობა შენ :* :) ვაიმე :| :( არ იტირო გთხოოვ რაა ... მაპატიე ,შენი ცრემლების მიზეზი თუ გახდა ეს ნაწერი ;(
გენაცვალე მაკოსია ... მეც ვტირი და ერთად ვიტიროთ მაშინ .თუმცა ამბობენ , საუკუნო სასუფეველში ცრემლები არ უყვართო :(
დიდი, ძალიან დიდი მადლობა შენ :* :)
31. მადლობა სალო. ეს 8 წლის ამოუთქმელი მონატრებაა უბრალოდ :) გაიხარე :) მადლობა სალო. ეს 8 წლის ამოუთქმელი მონატრებაა უბრალოდ :) გაიხარე :)
30. პირველად ვტირი ამ საიტზე დადებული ნაწარმოების გამო. ცხელი ცრემლით ვტირი. ძალიან მიყვარხარ ავტორო.ახლა შემიყვარდი და შენი მამიკოც შემიყვარდა.ვტირი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გენატრება შენი მამიკო. ღმერთმა დაგლოცოს შენ. პირველად ვტირი ამ საიტზე დადებული ნაწარმოების გამო. ცხელი ცრემლით ვტირი. ძალიან მიყვარხარ ავტორო.ახლა შემიყვარდი და შენი მამიკოც შემიყვარდა.ვტირი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გენატრება შენი მამიკო. ღმერთმა დაგლოცოს შენ.
29. მენატრები მა , უსაშველოდ , ცრემლებად დაღვრილი მონატრებით და ოცნებად გაფანტული სევდით მენატრები მა ... დამესიზმრე გთხოვ ... სიზმარში მოდი მა , ჩამომიჯექი ლოგინის კუთხესთან და მეც პატარა ბავშვივით ჩამოგადებ კალთაზე თავს , ისე როგორც ეს ადრე იყო და გეტყვი : მიყვარხარ მამიკო ... და გულიანად მოგიყვები ამ 8 წელს ... ამ უშენობით გაჯერებულ 8 წელს ... ვიცი გეტკინება მა , ყველა ის ტკივილი გეტკინება მე რომ მეტკინა , ვიცი ყველა იმ ცრემლს დაღვრი , მე რომ დამიღვრია ... ვიცი ყველა იმ საყვედურს გამიმხელ 8 წელმა რომ დაიტია .... ვიცი მა , ვიცი როგორ გამკიცხავ ყველა შეცდომის გამო , როგორ ჩამიკრავ გულში ყოველი სწორად გადადგმული ნაბიჯისთვის , ვიცი მა , ვიცი როგორ მოისმენ 8 წლის ამოუთქმელ პატიებას... და ისეც ვიცი მა , როგორ მეტყვი : მე არც ერთი წუთით არ მწყენია შენი ბავშვური საქციელიო ... და ბოდიშს როგორ მომიხდი , რომ ასე წახვედი ... უნახავად ,უკოცნელად, დაუტირებლად ...
მაპატიე მა , შენ თავთით რომ ვერ ვიჯექი და შენს ყვავილებს წყალს რომ ვერ უცვლიდი ... მიზეზები შენც კარგად იცი მა ... მაპატიე მა, ეს დაუსრულებელი მონატრება მაპატიე ...
იცი მა ,კიდევ უთვალავი სიტყვა დამრჩა ამოსაბეჭდი , კიდევ უთვალავი გრძნობა გასამხელი და უსაშველოდ დიდი ტკივილი გადმოსაცემი... მაგრამ ამას მერე მოგიყვები მა , შენ დამესიზმრე ოღონდ გთხოვ ...
მენატრები და ისევ ისე მიყვარხარ მამიკო ... შენი გიჟი და ტკივილამდე საყვარელი თე...
დამესიზმრე მა, გთხოვ ...
თარიღი: უშენოდ გატარებული 8 წელი ...
ეს მეტკინა ძალიან... :((
მესმის შენი :((
5! მენატრები მა , უსაშველოდ , ცრემლებად დაღვრილი მონატრებით და ოცნებად გაფანტული სევდით მენატრები მა ... დამესიზმრე გთხოვ ... სიზმარში მოდი მა , ჩამომიჯექი ლოგინის კუთხესთან და მეც პატარა ბავშვივით ჩამოგადებ კალთაზე თავს , ისე როგორც ეს ადრე იყო და გეტყვი : მიყვარხარ მამიკო ... და გულიანად მოგიყვები ამ 8 წელს ... ამ უშენობით გაჯერებულ 8 წელს ... ვიცი გეტკინება მა , ყველა ის ტკივილი გეტკინება მე რომ მეტკინა , ვიცი ყველა იმ ცრემლს დაღვრი , მე რომ დამიღვრია ... ვიცი ყველა იმ საყვედურს გამიმხელ 8 წელმა რომ დაიტია .... ვიცი მა , ვიცი როგორ გამკიცხავ ყველა შეცდომის გამო , როგორ ჩამიკრავ გულში ყოველი სწორად გადადგმული ნაბიჯისთვის , ვიცი მა , ვიცი როგორ მოისმენ 8 წლის ამოუთქმელ პატიებას... და ისეც ვიცი მა , როგორ მეტყვი : მე არც ერთი წუთით არ მწყენია შენი ბავშვური საქციელიო ... და ბოდიშს როგორ მომიხდი , რომ ასე წახვედი ... უნახავად ,უკოცნელად, დაუტირებლად ...
მაპატიე მა , შენ თავთით რომ ვერ ვიჯექი და შენს ყვავილებს წყალს რომ ვერ უცვლიდი ... მიზეზები შენც კარგად იცი მა ... მაპატიე მა, ეს დაუსრულებელი მონატრება მაპატიე ...
იცი მა ,კიდევ უთვალავი სიტყვა დამრჩა ამოსაბეჭდი , კიდევ უთვალავი გრძნობა გასამხელი და უსაშველოდ დიდი ტკივილი გადმოსაცემი... მაგრამ ამას მერე მოგიყვები მა , შენ დამესიზმრე ოღონდ გთხოვ ...
მენატრები და ისევ ისე მიყვარხარ მამიკო ... შენი გიჟი და ტკივილამდე საყვარელი თე...
დამესიზმრე მა, გთხოვ ...
თარიღი: უშენოდ გატარებული 8 წელი ...
ეს მეტკინა ძალიან... :((
მესმის შენი :((
5!
28. გაიხარე უჩაა :* :) მადლობაა გაიხარე უჩაა :* :) მადლობაა
27. კაი იყო შემოგევლე..ვინ რა იცის შენში რა დოზით რა იმალება:) კაი იყო შემოგევლე..ვინ რა იცის შენში რა დოზით რა იმალება:)
25. მადლობა ლიკო ... გაიხარე :* მადლობა ლიკო ... გაიხარე :*
24. ძალიან თბილი ხარ!... სევდიანი ნაწერია და მეც შემომეპარა სევდა.... წარმატებები თე მთელი გულით!.. ;;) 5 ახლა! ძალიან თბილი ხარ!... სევდიანი ნაწერია და მეც შემომეპარა სევდა.... წარმატებები თე მთელი გულით!.. ;;) 5 ახლა!
23. გენაცვალე ლაშ ... ვიცი , ვიცი :* აი ,მეც აქ ვარ უკვე :)
ჩემი ნიჭიერი :* გენაცვალე ლაშ ... ვიცი , ვიცი :* აი ,მეც აქ ვარ უკვე :)
ჩემი ნიჭიერი :*
21. თეეეეეეეე აუ ეხლა შემოვედი და შენ არ შემეფეთე ,მაგარი გამისწორდა შენ შემოგევლე შენა :-*...
ამაზე აღარ გავაკეთებ კომენტარს ... იცი შენ როგორც მეტკინა და რაც დავწერე Fაცეზე :(
ჩაგიხუტე გულში :-* თეეეეეეეე აუ ეხლა შემოვედი და შენ არ შემეფეთე ,მაგარი გამისწორდა შენ შემოგევლე შენა :-*...
ამაზე აღარ გავაკეთებ კომენტარს ... იცი შენ როგორც მეტკინა და რაც დავწერე Fაცეზე :(
ჩაგიხუტე გულში :-*
19. :(:(:(:( ძალიან,ძალიან სევდიანი და ტკივილიანია:(
მაპატიე მა , 8 წელია საგულდაგულოდ გმალავ სულის სკივრში და საფარველად სევდას გადებ... მაპატიე მა , ყველას და ყველაფერს ვამზეურებ ... შენი მონატრების გარდა ... ეს განსაკუთრებით გულისმომწურავია..:( :(:(:(:( ძალიან,ძალიან სევდიანი და ტკივილიანია:(
მაპატიე მა , 8 წელია საგულდაგულოდ გმალავ სულის სკივრში და საფარველად სევდას გადებ... მაპატიე მა , ყველას და ყველაფერს ვამზეურებ ... შენი მონატრების გარდა ... ეს განსაკუთრებით გულისმომწურავია..:(
18. მეტკინა.... :( დამესიზმრე მა, გთხოვ ... მეტკინა.... :( დამესიზმრე მა, გთხოვ ...
17. სიზმრებს ველოდები, ურჩი იმედებით, მტკივა, უღმერთოდ რომ ძილიც დამიობლდა...
მეც სულ მტკივა ხოლმე, სიზმრებითაც რომ დავვობლდი... სიზმრებს ველოდები, ურჩი იმედებით, მტკივა, უღმერთოდ რომ ძილიც დამიობლდა...
მეც სულ მტკივა ხოლმე, სიზმრებითაც რომ დავვობლდი...
16. საოცარია,,, ცოტახანში ჩემს პროზას წაიკითხავ და ნახავ როგორ გავს ჩვენი ისტორიები ერთმანეთს,,, მესმის შენი,, ნაწერი კარგია,, გაიხარე საოცარია,,, ცოტახანში ჩემს პროზას წაიკითხავ და ნახავ როგორ გავს ჩვენი ისტორიები ერთმანეთს,,, მესმის შენი,, ნაწერი კარგია,, გაიხარე
15. მადლობააა :) ყველას ..ყველას მადლობააა :) ყველას ..ყველას
14. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა. კარგად მესმის შენი ტკივილი. ნაწერიც კარგია+ სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა. კარგად მესმის შენი ტკივილი. ნაწერიც კარგია+
13. მესმის შენი!!! გაიხარე შენა!!! მესმის შენი!!! გაიხარე შენა!!!
12. არ წამოკითხავს,სათაური მეტკინა.. გაიხარე, მერე მოვბრუნდები,კარგო......... არ წამოკითხავს,სათაური მეტკინა.. გაიხარე, მერე მოვბრუნდები,კარგო.........
11. დამესიზმრე მა გთხოვ....
ჩემნაირი ხარ შენ...
ერთი განსხვავებით მე 3 წელია რაც მენატრება და რას მა არავისთვის დამიძახია.... დამესიზმრე მა გთხოვ....
ჩემნაირი ხარ შენ...
ერთი განსხვავებით მე 3 წელია რაც მენატრება და რას მა არავისთვის დამიძახია....
9. დავდუმდი... დავდუმდი...
8. მადლობა ჰ.ე.ვ.ე.ნ..
ძალიან ძნელია ბოლომდე დაინახო ის ტკივილი, რითაც თითოეული სიტყვაა გაჯერებული ...მაგრამ მადლობა თქვენ რომ ამას ხედავთ :) მადლობა ჰ.ე.ვ.ე.ნ..
ძალიან ძნელია ბოლომდე დაინახო ის ტკივილი, რითაც თითოეული სიტყვაა გაჯერებული ...მაგრამ მადლობა თქვენ რომ ამას ხედავთ :)
7. აუჰ არც კი ვიცი საიდან დავიწყო.
ძალიან ვწუხვარ.
წავიკითხე ცრემლებისგან ფერშეცვლილი ნაწერი და ძალიან მეტკინა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...
აუჰ არც კი ვიცი საიდან დავიწყო.
ძალიან ვწუხვარ.
წავიკითხე ცრემლებისგან ფერშეცვლილი ნაწერი და ძალიან მეტკინა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...
6. უღრმესი მადლობა ყველას ...
ამინ ! უღრმესი მადლობა ყველას ...
ამინ !
5. ჯერ ნაწერმა დამამწუხრა, მერე - კომენტარებმა.
ნათელში ამყოფოს თქვენი მამების სულები უფალმა, გოგონებო!.. ჯერ ნაწერმა დამამწუხრა, მერე - კომენტარებმა.
ნათელში ამყოფოს თქვენი მამების სულები უფალმა, გოგონებო!..
4. იმ ცხოვრებას რა ვუთხარი, მამის ნახვა სიზმარშიც რომ სანატრელი გაგიხდება :(
მე ისიც არ დამცალდა, გამეგო როგორ შვილზე ოცნებობდა მამაჩემი.. :( იმ ცხოვრებას რა ვუთხარი, მამის ნახვა სიზმარშიც რომ სანატრელი გაგიხდება :(
მე ისიც არ დამცალდა, გამეგო როგორ შვილზე ოცნებობდა მამაჩემი.. :(
3. მადლობა ...ვნახავ ეხლავე... მადლობა ...ვნახავ ეხლავე...
2. :( აღარც მე არ მესიზმრება მამა :( :( აღარც მე არ მესიზმრება მამა :(
1. ვერ წარმოიდგენ, რა კარგად მესმის შენი! "ერთი უბრალო კაცის ცხოვრება" ნახე ჩემს გვერდზე, თუ გინდა. წარმატებები! ვერ წარმოიდგენ, რა კარგად მესმის შენი! "ერთი უბრალო კაცის ცხოვრება" ნახე ჩემს გვერდზე, თუ გინდა. წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|