 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 16 აპრილი, 2010 |
პატარა ზღვის პატარა კუნძული
თავი მეექვსე
მალე ქანელი ზღვისწულის დარბაზში იჯდა და თავსგადახდენილ ამბებს იქ მსხდომთ უყვებოდა. კუსკუსა და კაცკაცულა იქვე ჩამომსხდარიყვნენ და აღტაცებული თვალებით შესცქეროდნენ ყმაწვილს, რომელმაც ამდენი ხალხი გადაარჩინა დაღუპვას. - ახლა ჩემო კარგებო, თავისუფლად შეგიძლიათ თქვენს ქვეყანაში დაბრუნება. მიწისქვეშელები, არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენენ. პირიქით, თუ დაგვჭირდა, აქეთ დაგვეხმარებიან. - მიმართა ქანელმა პატარა მეგობრებს. დამფრთხალი კუსკუსა და კაცკაცულა შეშინებული თვალებით შესცქეროდნენ დელფინოსა და ზღვისწულს. - დელფინო, გთხოვ, არ გაგვიშვა. ჩვენ დარჩენა გვინდა. - კი მაგრამ, სახლში აღარ გინდათ დაბრუნება? - იკითხა გაოცებულმა დელფინომ. - არ გვინდა. ჩვენი სახლი აქ არის. აქ, ამ პატარა კუნძულზე. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. - ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა კაცკაცულა. - კუნძული ჩვენი ხელით გავაკეთეთ. Pპალმები დავრგით. ხილი და ბოსტნეული მოვიყვანეთ. მოსავალს წელიწადში ორჯერ ვიღებთ. გაგიგიათ ასეთი რამ? ნუ გაგვაგდებთ. დელფინოს გაეღიმა. - დარჩით ძვირფასებო, ვინ გაგდებთ. პირიქით, ძალიან გვიხარია კუნძულზე თქვენი ყოფნა. რაც აქ დასახლდით, მას შემდეგ ზღვა გაცოცხლდა თითქოს. - მადლობ დელფინო, - წამოფრთხიალდა სკამიდან კუსკუსა, - უკაცრავად, ყვავილები მაქვს მოსარწყავი, წავალ. - გოგონამ კაცკაცულას ხელი ჩაჰკიდა და დარბაზი სასწრაფოდ დატოვა. ალბათ იმის შიშით, უცებ არ გადაიფიქრონ და კუნძულიდან არ გაგვასახლონო. - ამ პატარებს თავის ქვეყანაში არც მშობლები ჰყავთ და არც ნათესავები. უპატრონოდ იზრდებოდნენ. მთელი ცხოვრება სხვას ემსახურებოდნენ. - დაიწყო ზღვისწულმა. - აქ კი ერთმანეთი იპოვნეს, სიყვარული და სითბო გაიზიარეს. ჩევენც, რამდენადაც შეგვეძლო თბილად მივიღეთ. ჩვენს ზღვაში ხომ კუნძული არ იყო. ეს კუნძული ღმერთმა მათთვის შექმნა. კუნძული და კაცკაცულა ერთად გაჩნდნენ ზღვაში. ასე რომ, მათი სამშობლო მართლაც აქ არის და მე ეს ძალიან მიხარია. - მე წავალ, აქ აღარა ვარ საჭირო. ყველაფერი კარგად აეწყო. ყველამ თავისი ადგილი მონახა. დელფინო, თუ დაგჭირდი იცი როგორ მომძებნო. - მიმართა ქანელმა ზღვის მეფეს. - საით მიემგზავრები ქანელ? - ჰკითხა ზღვისწულმა. - სახლში მინდა წავიდე. ცოტა დავისვენო. შემდეგ ვნახოთ. თუ ვინმეს გაუჭირდა, ლილია შემატყობინებს. სიზმრის ქვეყნის ფერია-ლილიაა ჩემი და გასაჭირში ჩავარდნილი ხალხის დამაკავშირებელი. - ღმერთმა ხელი მოგიმართოს კეთილო რაინდო.. - მიმართა ზღვისწულმა. - ყველაფრისთვის მადლობა მომიხსენებია. - მამაკაცები ფეხზე წამოდგნენ და გასასვლელისაკენ გაემართნენ. ზღვიდან როგორც კი ამოყვინთეს და სოფელს გახედეს, დაბნეულები შეჩერდნენ. Gგაოცებულებმა ერთმანეთს გადახედეს. სანაპიროზე მთელი სოფლის მოსახლეობა შეკრებილიყო. მამაკაცები, ქალები, ბავშვები. Yყველანი აცილებდნენ ქანელს. რაინდს, რომელმაც უკვე მერამდენედ იხსნა ისინი დაღუპვისაგან. ხალხი სიმღერით აცილებდა გმირს. მამაკაცები წინა რიგში იდგნენ და მადლობის ნიშნად, საოცრად მელოდიურად უმღეროდნენ სადიდებელ სიმღერას: შენს სახელზე აინთება უამრავი სანთელი, ახალშობილს დაერქმევა ბევრს სახელად ქანელი, შენს გმირობას ლეგენდებად მოისმენენ ბავშვები, მაღლით ღმერთი დაგლოცავს და დაგადგება ნათელი. გულაჩუყებულ ქანელს თვალებზე ცრემლი მოადგა. მისთვის დიდძალი ოქრო-ვერცხლი შეუთავაზებიათ სხვედესხვა გმირობისათვის. მაგრამ ასეთი გაცილება, როგორიც ამ სოფლის უბრალო ხალხმა მოუწყო, ჯერ არ ენახა. - დიდი მადლობა ხალხო. ღმერთმა არ დაგაჭირვოთ ჩემი თავი. მაგრამ თუ მაინც დაგჭირდით, დამიძახეთ. Dდელფინომ იცის როგორ მომძებნოს. ქანელი ცხენს მოახტა და როგორც სჩვევია, ქარზე უსწრაფესად გააქროლა ბედაური. - წავიდეთ შვილო, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ცოტა დასვენება არ გვაწყენდა. - მიმართა ზღვისწულმა დელფინოს. ბიჭს ხმა არ გაუცია. Iიდგა და სანაპიროზე შეგროვილ ხალხს გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა. - თაია, - ჩაიჩურჩულა დელფინომ. ზღვისწულმა ნაპირისაკენ გაიხედა და იქვე მდგარ გოგონას მოჰკრა თვალი, რომელსაც სოფლის მამაკაცების რიგი გაერღვია და უკვე წყალში შემოსულიყო. ოქროსფერი თმა წელამდე ჩამოშლოდა. დიდი, ზღვისფერი თვალები კი დელფინოსაკენ მიეპყრო. - დელფინო მოვედი. დელფინოოო, მოვედიიიიი, - იმეორებდა ქალღმერთივით ლამაზი გოგონა და მოხდენილი ნაბიჯებით ზღვის მეფეს უახლოვდებოდა. - თაია, - კვლავ გაიმეორა დელფინომ. - მე თაია არა ვარ. თეონა მქვია, - უპასუხა მზეთუნახავმა და გადაიკისკისა. - დიდხანს გეძებდი, როგორც იქნა გიპოვე. - თეონა, თეონა, - გაიმეორა დელფინომ და გოგონას ხელი მოხვია. - დიდი ხანია გელოდები, რატომ დაიგვიანე? - მერე მოგიყვები, რაც თავს გადამხდა. - უპასუხა თეონამ და ბიჭს მკერდზე მიეყრდნო. - კარგი, სალაპარაკოდ ბევრი დრო გვაქვს, მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. - გაიღიმა სახეგაბრწყინებულმა დელფინომ. - მამა, ეს თეონაა. - ვიცი შვილო, ყველაფერი ვიცი. თაია-თეონა. სწორი ვარ? - მიმართა ზღვისწულმა გოგონას. - სწორი ბრძანდებით. თაია აღარ არსებობს. Dდედამიწაზე მხოლოდ თეონაა და ისიც დელფინოსია. - უპასუხა თეონა-თაიამ. ხალგაზრდებმა ჩაყვინთეს და ზღვის მეფის სასახლეში შესრიალდნენ. მონჩო და მანჩი თეთრი მარჯნის თაიგულებით დახვდნენ მეფე-პატარძალს. ზღვისწული და გიშრია ნელ-ნელა სოფლისაკენ მისეირნობდნენ და თან გზადაგზა ქორწილის სამზადისზე საუბრობდნენ. კუსკუსა და კაცკაცულა კი პატარა ზღვის პატარა კუნძულზე სიხარულისაგან ადგილზე ხტოდნენ და მხიარულად მღეროდნენ: კაცკაცულას, კუსკუსას, დელფინოს და თეონას, ჩვენ ღმერთი არ გაგვწირავს, არ მოგვაკლებს წყალობას. დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. - დელფინო მოვედი. დელფინოოო, მოვედიიიიი, - იმეორებდა ქალღმერთივით ლამაზი გოგონა და მოხდენილი ნაბიჯებით ზღვის მეფეს უახლოვდებოდა. - თაია, - კვლავ გაიმეორა დელფინომ. - მე თაია არა ვარ. თეონა მქვია, - უპასუხა მზეთუნახავმა და გადაიკისკისა. - დიდხანს გეძებდი, როგორც იქნა გიპოვე. - თეონა, თეონა, - გაიმეორა დელფინომ და გოგონას ხელი მოხვია. - დიდი ხანია გელოდები, რატომ დაიგვიანე? - მერე მოგიყვები, რაც თავს გადამხდა. - უპასუხა თეონამ და ბიჭს მკერდზე მიეყრდნო. - კარგი, სალაპარაკოდ ბევრი დრო გვაქვს, მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. - გაიღიმა სახეგაბრწყინებულმა დელფინომ. - მამა, ეს თეონაა. - ვიცი შვილო, ყველაფერი ვიცი. თაია-თეონა. სწორი ვარ? - მიმართა ზღვისწულმა გოგონას. - სწორი ბრძანდებით. თაია აღარ არსებობს. დედამიწაზე მხოლოდ თეონაა და ისიც დელფინოსია. - უპასუხა თეონა-თაიამ.
დამთავრდა ესე ამბავი!... :))))) 5 - დელფინო მოვედი. დელფინოოო, მოვედიიიიი, - იმეორებდა ქალღმერთივით ლამაზი გოგონა და მოხდენილი ნაბიჯებით ზღვის მეფეს უახლოვდებოდა. - თაია, - კვლავ გაიმეორა დელფინომ. - მე თაია არა ვარ. თეონა მქვია, - უპასუხა მზეთუნახავმა და გადაიკისკისა. - დიდხანს გეძებდი, როგორც იქნა გიპოვე. - თეონა, თეონა, - გაიმეორა დელფინომ და გოგონას ხელი მოხვია. - დიდი ხანია გელოდები, რატომ დაიგვიანე? - მერე მოგიყვები, რაც თავს გადამხდა. - უპასუხა თეონამ და ბიჭს მკერდზე მიეყრდნო. - კარგი, სალაპარაკოდ ბევრი დრო გვაქვს, მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. - გაიღიმა სახეგაბრწყინებულმა დელფინომ. - მამა, ეს თეონაა. - ვიცი შვილო, ყველაფერი ვიცი. თაია-თეონა. სწორი ვარ? - მიმართა ზღვისწულმა გოგონას. - სწორი ბრძანდებით. თაია აღარ არსებობს. დედამიწაზე მხოლოდ თეონაა და ისიც დელფინოსია. - უპასუხა თეონა-თაიამ.
დამთავრდა ესე ამბავი!... :))))) 5
5. დანარჩენი თავები რომ ვერ ვიპოვე:((((((( დანარჩენი თავები რომ ვერ ვიპოვე:(((((((
4. დედააა :)) დავიწყე თუ არა ის ვიფიქრე _ ეს თეონას კუნძული ხომ არ არის თქო და აგერ არ გამოჩნდაა? :)) ხო და ისა... სუზზის და თხოულობდა საბავშვო პროზა დაიდოსო დაა...აჰაა...მშვენიერი :) დედააა :)) დავიწყე თუ არა ის ვიფიქრე _ ეს თეონას კუნძული ხომ არ არის თქო და აგერ არ გამოჩნდაა? :)) ხო და ისა... სუზზის და თხოულობდა საბავშვო პროზა დაიდოსო დაა...აჰაა...მშვენიერი :)
3. არადა მახსოვს კომენტარი რომ დავტოვე:( ნამდვილად კარგია. სამწუხაროდ მრავლადაა კორექტურა გაპარული. არადა მახსოვს კომენტარი რომ დავტოვე:( ნამდვილად კარგია. სამწუხაროდ მრავლადაა კორექტურა გაპარული.
2. ძალიან სანტერესო!!! ჩემგან მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! ძალიან სანტერესო!!! ჩემგან მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
1. კაცკაცულა.. :)
5! კაცკაცულა.. :)
5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|