ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2010


ერთი არა, ორი თევზი

იქ სიმშვიდეა,
ადამიანები გვანან აქლემებს
და საფოსტო ყუთით მიღებულ ყველა წერილს,
შენ უფრო თეთრი, მოხრილი ხელებით ცდილობ წაკითხვას.
ავტობუსები ჩერდება თანდათან გვიან,
ღია კაფეებს აავსებს ქვებით, უფორმო ზღვის ფურთხი
და ჩვენ ვისხდებით სახლში,
გამოგონილი ტრაგედიის მოლოდინში2.
თორმეტი საათისთვის უკვე წვიმდა, მეუბნებოდა რომ მეორე ქუჩით წავსულიყავი, რადგან იქ სახლები უფრო შეკრული იყო და შემოდგომის ცივი ქარებიც ნაკლებად აღწევდნენ ამ ქუჩებამდე.  ნემსებივით იდგნენ ბოძები, აივნები უფრო მახსოვს, მკვდარი სხეულებით გამოტენილი და მანქანები როგორც წარსული.

3.
იქ სიმშვიდეა,
წვრილთვალება გამხდარი ქალები ამტკიცებენ,
რომ სიყვარული გავს უფრო ხელებს
და მოძრაობისას ვიქნევთ უაზროდ.
არ მეძინება, არადა უკვე მესამე დღეა დავეკარი აივანს. მოპირდაპირე სახლის მინები მეტყველებს ყინვას და უთუოდ უნდა შემცივდეს. შენთან ახლა ალბათ ისმის, ალბათ ხედავ ქალაქთან ახლოს მუქ წითელ წერტილს, ვაგონების მოახლოებას რომ გპირდება და რამდენ ხანს იფიქრებ ასე, უემოციოდ, ჰაერში გასროლილი ვერტმფრენების მოჩვენებით ხაზზე.

136.
იქ სიმშვიდეა
და ჩვენ ვფიქრობთ
და ჩვენ ვდარდობთ
და ვდარდობთ
და ვდარდობთ
მთელი სამი გამოგონილი საუკუნე.
ის ანსხვავებდა ჭერში გაბმულ თევზისფერ ღუზებს და  გადადებული ომის ქრონიკა ჭამდა დრო და დრო, სანამ საბოლოოდ არ გაიღვიძა და იკითხა რიცხვი.

18.
თერთმეტი საათია,
თორმეტი საათია,
არაფერია პიველამდე
და ისევ დაუშვა თოვამ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები