ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: anane_banane
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2010


თქვენი ბრალია!..

არ გიტირია, როგორც ცას წვიმა!
არ მინდობილხარ უიმედობას!
არ განგიცდია ღმერთის სიკვდილი!
არ გიფიქრია აპორეამდე!

მინდოდა მეთქვა: სად არის ღმერთი?
მე ახლა ვხედავ თქვენს უღმერთობას!
მინდოდა მეთქვა: სად არის ცრემლი?
მე ხომ განვიცდი თქვენს უცრემლობას?!..

მაინც ვიკითხავ: სად არის ფიქრი?
პასუხისათვის არც კი გცალიათ...
მაინც ვიკითხავ: სად არის გრძნობა?
ვერ მიპასუხებთ-არ განგიცდიათ!

აღარ ვსვამ კითხვებს.გადავიღალე!
და ვიცი, ესეც თქვენი ბრალია!


(ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ლექსზე და გთხოვთ შეაფასოთ და დაწეროთ კომენტარები.მადლობა :*)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები