 | ავტორი: თე_თე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 აპრილი, 2010 |
დღეს მთელი დღეა წვიმს და ჩემი გულიც თითქოს წვიმის რიტმში ცემს ... უკვე დაბნელდა,როგორც იქნა ! საშინლად ნელა გადიოდა წუთები ,თითქოს ჯინაზე , ჩემ ჯინაზე მიიზლაზნებოდნენ ცაზე უშფოთველად გაწოლილი ნაცრისფერი ღრუბლები ... როგორი აუტანლები არიან ხანდახან, ეს ერთ დროს სასაცილო და ფაფუკი ღრუბლები ,თუმცა რა მათი ბრალია? -უბრალოდ წვიმს ... წვიმს და გარშემო საოცარი სიწყნარეა,სიცარიელეა და მიკვირს,გულწრფელად მიკვირს როგორ ერწყმება ხალხი ბუნებას _როგორი ნაცრისფერები და ნაღვლიანები დადიან ქუჩაში... დადიან ქოლგებს ამოფარებულნი,თითქოს ასე მალავენ საკუთარ სევდას ... დასანანია
აი, ვხედავ ... მოხდენილი ქალი ,წითელი ქოლგით როგორ მიარბენინებს პატარა ,ვარდისფერსაწვიმარიან გოგონას . გუმანით ვგრძნობ ბავშვს სულაც არ ეჩქარება ,უნდა გუბეებში იხტუნოს, ეს უაზრო საწვიმარი მოიშოროს და უბრალოდ ისე მოიქცეს როგორც ბავშვი . დედიკოს კი ეჩქარება, ჯიუტად მიათრევს პატარას და გულმოდგინედ ისწორებს დასველებულ წითურ თმას ... დასანანია,მაგრამ ვერ გაამტყუნებ - გარეთ ხომ წვიმს ... საოცარია,მაგრამ წვიმის დროს რატომღაც ყველა ჩქარობს , ყველა უმატებს ნაბიჯს, მიდიან , მიიჩქარიან ,გარბიან კიდეც . მანქანებიც რატომღაც დაუნდობლები გახდნენ. დაუფიქრებლად და უემოციოდ მიაპობენ გუბეებს ,მიზუზუნებენ, მიქრიან და ... აი, შავქოლგიანი და სამხედროჩექმიანი გოგონა გაწუწეს ... საწყალი ! წუთით გაჩერდა, გაიხედ–გამოიხედა,შეიძლება გალანძღა კიდეც უშვერი სიტყვებით მძღოლი , ჩექმები წყრომით დააბაკუნა და გზა განაგრზო... დასანანია ,თუმცა გარეთ ხომ წვიმს ...
ქუჩის მაწანწალა ძაღლებიც გამოჩდნენ ... ერთი მათგანი შავი ბომბორა,ნაცრისფერი ყურებით არხეიდან მიმავალ მელოტ კაცს აედევნა , ეტყობა ახლადგამომცხვარი პურის სურნელმა მიიზიდა , მოშივდა ბომბორას . ცოტა ხანში მას სხვა ძაღლებიც შეუერთდნენ . მეღიმება , პურიან, მელოტ კაცზე ნამდვილი დევნაა გაჩაღებული ... არ გაუმართლად -კაცმა პირველსავე კორპუსთან შეუხვია და უმალ გაუჩნარდა დანესტილ სადარბაზოში ... დასანანია ,თუმცა გარეთ ხომ წვიმს ...
წვიმამ რითმს მოუმატა და მეც გულისცემა გამიხშირდა . ისე კარდიოგრამა არ მაწყენდა, მომბეზრდა გამუდმებული პულსის თვლა
ჩემ თავზე მეცინება =) გზისპირა , გახუნებული კორპუსის მეცხრე სართულის ფანჯარაზე ვზივარ , მუხლებზე რვეული მიდევს , პირში _„ჩუპა_ჩუპსი“ , ხელში კი კალამი მიჭირავს და საოცარი სიზუსტიდ ვაკვირდები ტალახიან და სველ ქუჩას, ხალხს და მათი ქცევა ფურცელზე გადმომაქვს . გვერდით რადიო ბუტბუტებს ... მუსიკალური წამყვანი ჯიუტად გვარწმუნებს რომ ცხოვრება მშვენიერია , იქეთ ტელევიზორი არ ცხრება , საინფორმაციოს საინფორმაციო ცვლის ,მაგრამ რატომღაც არ იცვლება თემები : „ამას სიკვდილი _იმას ჩამოხრჩობა! “_ ძველი მულტფილმი მახსენდება ... დასანანია , მაგრამ გარეთ ხომ წვიმს ....
Te… 2008
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. გაიხარეთ :-* გაიხარეთ :-*
21. რა კარგია ატმოსფერული მოვლენები. :) რა კარგია ატმოსფერული მოვლენები. :)
20. კარგია..:) :) ++++2 კარგია..:) :) ++++2
19. გენაცვალე მე შენ :-* გაიხარეე :-* გენაცვალე მე შენ :-* გაიხარეე :-*
18. განწყობა მომიტანა ) იცი რა გამახსენდა? აი ამასწინათ რო წვიმდა ყველა სადღაც გარბოდა და გამორბოდა მე კი ძალიან ნეელა მივუყვებოდი სველ ქუჩებს, ნაოშნიკებით და რედბულით ) ვსველდებოდი და ვფიქრობდი... მერე ისევ ვფიქრობდი და ვსველდებოდი... მიყვარხარ თე.................. :* განწყობა მომიტანა ) იცი რა გამახსენდა? აი ამასწინათ რო წვიმდა ყველა სადღაც გარბოდა და გამორბოდა მე კი ძალიან ნეელა მივუყვებოდი სველ ქუჩებს, ნაოშნიკებით და რედბულით ) ვსველდებოდი და ვფიქრობდი... მერე ისევ ვფიქრობდი და ვსველდებოდი... მიყვარხარ თე.................. :*
17. გაიხარე შენ :-* იმიტომ რომ,როდესაც შენთვის წერ- ვერცერთ ჟანრს ვერ მოარგებ ამას :)
და სხვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია :)
მადლობა მანიიი :-* გაიხარე შენ :-* იმიტომ რომ,როდესაც შენთვის წერ- ვერცერთ ჟანრს ვერ მოარგებ ამას :)
და სხვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია :)
მადლობა მანიიი :-*
16. sxvashi ratom deb shefaseba mindeba xolme da guli mwydeba rom ar maqvs amis shesadzlebloba :) sxvashi ratom deb shefaseba mindeba xolme da guli mwydeba rom ar maqvs amis shesadzlebloba :)
15. შრამა, გაიხარე შენ :) მადლობაო :-* შრამა, გაიხარე შენ :) მადლობაო :-*
14. მომეწონა განსაკუთრებით ბავშვის აღწერა და განცდები.კარგია ძალიან მომეწონა განსაკუთრებით ბავშვის აღწერა და განცდები.კარგია ძალიან
13. ჩემი გიჟიი :-* გენაცვალე ლააშ :-*
ლ.გ, გაიხარე შენ :-* მიხარია კარგ განწყობაზე თუ დაგაყენე :) ჩემი გიჟიი :-* გენაცვალე ლააშ :-*
ლ.გ, გაიხარე შენ :-* მიხარია კარგ განწყობაზე თუ დაგაყენე :)
12. თეეეეე მიყვარხარრრრრ :-*
შე ბებერო შენა :D :-* თეეეეე მიყვარხარრრრრ :-*
შე ბებერო შენა :D :-*
11. ლამაზია ძალიან : ) ახლა ისე მომინდა წვიმაში გასვლა და თამაში როგორც ბავშვობაში : ) ლამაზია ძალიან : ) ახლა ისე მომინდა წვიმაში გასვლა და თამაში როგორც ბავშვობაში : )
10. :-* გენაცვალე გიოო :-*
მადლობა დიდი მერცია :-* :-* გენაცვალე გიოო :-*
მადლობა დიდი მერცია :-*
9. დასანანია , მაგრამ გარეთ ხომ წვიმს ....
თე ძალიან ლამაზია :) და გაზაფხულის წვიმასავით თბილიიი... :) დასანანია , მაგრამ გარეთ ხომ წვიმს ....
თე ძალიან ლამაზია :) და გაზაფხულის წვიმასავით თბილიიი... :)
8. da ecade sxvashi agar dado xolme,,,, :):):):) da ecade sxvashi agar dado xolme,,,, :):):):)
7. teu beuuuuuuuu,,,,, shen xom ar giyvars cvima,,, :):):) erti cali mokrdzalviani nacvimari 2ani chemgan.... :* teu beuuuuuuuu,,,,, shen xom ar giyvars cvima,,, :):):) erti cali mokrdzalviani nacvimari 2ani chemgan.... :*
6. :-* გაიხარე ლაან :-* კარგი განწყობა ყოფილიყოს მუდამ შენი თანმდევი :) :-* გაიხარე ლაან :-* კარგი განწყობა ყოფილიყოს მუდამ შენი თანმდევი :)
5. ჩემ თავზე მეცინება =) გზისპირა , გახუნებული კორპუსის მეცხრე სართულის ფანჯარაზე ვზივარ , მუხლებზე რვეული მიდევს , პირში _„ჩუპა_ჩუპსი“ , ხელში კი კალამი მიჭირავს და საოცარი სიზუსტიდ ვაკვირდები ტალახიან და სველ ქუჩას...
რა კარგი ხაარ !!! კარგი განწყობა მიმაქვს.. გულთბილი მოკითხვა და ღიმილი :) ჩემ თავზე მეცინება =) გზისპირა , გახუნებული კორპუსის მეცხრე სართულის ფანჯარაზე ვზივარ , მუხლებზე რვეული მიდევს , პირში _„ჩუპა_ჩუპსი“ , ხელში კი კალამი მიჭირავს და საოცარი სიზუსტიდ ვაკვირდები ტალახიან და სველ ქუჩას...
რა კარგი ხაარ !!! კარგი განწყობა მიმაქვს.. გულთბილი მოკითხვა და ღიმილი :)
4. მადლობა ია-ია :-* მადლობა ია-ია :-*
3. ლამაზი ჩანახატია :) ლამაზი ჩანახატია :)
1. წაართვით ამ ბავშვს ფურცელი და კალამი, დაუკეტეთ ფანჯარა, ჩამოიყვანეთ პირველ სართულზე და იქნება მართლა დადგეს ეს ვერდამდგარი გაზაფხული. წაართვით ამ ბავშვს ფურცელი და კალამი, დაუკეტეთ ფანჯარა, ჩამოიყვანეთ პირველ სართულზე და იქნება მართლა დადგეს ეს ვერდამდგარი გაზაფხული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|