ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რიონისპირელი...
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2010


მეფევ, მომეცი უფლება

მეფევ, მომეცი უფლება,
შევირთო შენი ქალი.
ჯერაც მაქვს თავისუფლება,
წელზე მარტყია ხმალი.
შენი მარიას გულისთვის
შევებრძოლები ყველას.
თავს დავდებ სიყვარულისთვის
ვფიცავ, მშობლიურ კერას...
მეფის ასულის გულისთვის
გული ზღვასავით ღელავს!!!

მეფევ, მომეცი უფლება,
გავხდე მარიას ქმარი.
სანამ მაქვს თავისუფლება,
წელზე მარტყია ხმალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები