ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mexanic
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2010


ჩემი დეა

ჩემი დეა, ყველასგან განსხვავებული დეაა,
უხარია სასიხარულო და თითქმის არაფერი წყენს,
თმაშიც საკუთარი სულივით სუფთა გვირილები აქვს.
დახატულია, უთქვამს ერთხელ მხატვარს,
ნაწილობრივ დავეთანხმე,
მეშინოდა სული არ მოეთხოვა და მაგიტო.
სისულელეა, სისულელეა ის რომ ხანდახან ტირის,
უფრო დაუჯერებელია, ვიდრე სხვა - საეპითეტო.
ხანდახან ვითვლი ყველა მის გაღიმებას,
უბის წიგნაკში ვიწერ და სეიფში ვკეტავ ღამ-ღამობით.
დეას არასდროს ძინავს, ან იქნებ ყოველთვის ძინავს,
თვალგახელილი თუ შეიძლება ძილი,
სიმღერა უყვარს და შიგადაშიგ გიტარას უკრავს,
რომელიც ერთმა ბიჭმა აჩუქა, რომელიც ლამაზია და
რომელიც მე დავაგვიანე...
ჩემი დეა გიჟია, რადგან მე გიჟები მიყვარს,
რადგან გიჟია ყველა უცნაური ადამიანი
და პირიქით რათქმაუნდა.
ჩემი დეა ჩემია მხოლოდ.
ჩემი დეა ერთია.
ჩემი დეა ამას ვერ წაიკითხავს,
რადგან სეიფში ვინახავ ამ ნაწერს,
რადგან ვერ შემნიშნავს ღამე...

დეას არასდროს ძინავს,
იქნებ ვცდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები